მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

პრემიუმ სეგმენტი, მინიმალიზმი და განვითარების ახალი ეტაპი - როგორ პოზიციონირებს Norde ბაზარზე

news image

Norde, პრემიუმ ავეჯის ბრენდია, რომელიც GABUILD GROUP-ის მიერ შეიქმნა. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის კომერციულ დირექტორს გიორგი წიფიანს ესაუბრა.

Norde-ს შოურუმის გახსნის შემდეგ რა ეტაპზეა დღეს ბრენდი და როგორ შეაფასებდით ამ პერიოდის შედეგებს?

Norde-ს პროექტი GABUILD GROUP-ისთვის მხოლოდ ახალი შოურუმის გახსნა არ იყო. იგი კომპანიის ევოლუციის ხილვადი გამოხატულებაა. გახსნის შემდეგ ბრენდი აქტიურ ჩამოყალიბების ეტაპზეა: ბაზარი იცნობს Norde-ს, მომხმარებელი სწავლობს მის ენას, მინიმალიზმს, ბუნებრივ მასალებს, თანამედროვე ესთეტიკას. ეს პერიოდი ნებისმიერი პრემიუმ ბრენდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ აქ ყალიბდება ის პირველი შთაბეჭდილება, რომელიც წლების განმავლობაში რჩება. GABUILD GROUP-ის მხრიდან კმაყოფილება სწორედ იმითაა განპირობებული, რომ Norde-ს შოურუმი უკვე ამ ადრეულ ეტაპზე გახდა სივრცე, სადაც მომხმარებელი არა მხოლოდ ავეჯს ყიდულობს, არამედ ცხოვრების სტილს შეიგრძნობს.

როგორ იცვლება მომხმარებლის მოთხოვნები პრემიუმ ავეჯის მიმართულებით და როგორ ერგება ამას თქვენი კომპანია?

ქართველი მომხმარებელი იცვლება და ეს ცვლილება სწრაფია. პრემიუმ სეგმენტში სულ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა არა ძვირადღირებულ, არამედ გამორჩეულ, თანამედროვე პროდუქტზე. მომხმარებელს სურს იცოდეს, რატომ ირჩევს ამ ავეჯს, რა მასალაა, რა ფილოსოფიაა მის უკან, როგორ ჯდება მისი სახლის საერთო სურათში. Norde სწორედ ამ კითხვებს პასუხობს: ბუნებრივი მასალები, რბილი ფორმები, მინიმალისტური ესთეტიკა ეს არ არის ტრენდი, ეს არის გააზრებული არჩევანი. გარდა ამისა, თანამედროვე მომხმარებელს სულ ნაკლებად სურს ათეულობით მაღაზიაში სიარული. მას სრული სურათი ერთ სივრცეში სჭირდება. Norde-ს ინტეგრირებული მოდელი - კარი, ტიხარი, ავეჯი ერთ შოურუმში პირდაპირ ამ მოთხოვნის პასუხია.

გეგმავთ თუ არა ახალი კოლექციების დამატებას ან შოურუმის გაფართოებას 2026 წელს?

2026 წელი GABUILD GROUP-ისთვის Norde-ს ახალი განვითარების ეტაპია. კომპანია მუშაობს ავეჯის ხაზის თანმიმდევრულ გაფართოებაზე, ახალი კოლექციები, რომლებიც შოურუმის არსებულ კონცეფციას კიდევ უფრო ასრულებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს ნახოს სრულყოფილი, კომპლექსური ინტერიერის გადაწყვეტილება. მიზანი ნათელია: Norde-ს შოურუმი იქცეს GABUILD GROUP-ის ინტერიერის გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ სივრცედ - ადგილად, სადაც კარი, ტიხარი და ავეჯი პირველად ერთიანდება სრულფასოვანი, შერეული ასორტიმენტით.

გეგმავთ თუ არა გრძელვადიან პერსპექტივაში ბრენდის განვითარებას აქართველოს რეგიონებში?

GABUILD GROUP-ს უკვე აქვს რეგიონული გამოცდილება - ჩვენ წარმატებით ვოპერირებთ როგორც თბილისში, ისე ბათუმში. თუმცა, ბრენდ Norde-ს შემთხვევაში, ჩვენი მიდგომა უფრო ეტაპობრივი და სტრატეგიულია.

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თბილისის შოურუმის სრულფასოვანი დამკვიდრებაა. გვინდა, ეს სივრცე იქცეს იდეალურ მოდელად (Proof of Concept), რომელიც პრაქტიკაში დაამტკიცებს, რომ ინტეგრირებული პრემიუმ ინტერიერის ფორმატი ქართულ ბაზარზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ჩვენი ამბიციები, რა თქმა უნდა, დიდია და სამომავლო ზრდასაც გულისხმობს, თუმცა მანამ, სანამ რეგიონულ გაფართოებაზე გადავალთ, გვსურს თბილისში შევქმნათ ხარისხის ის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც შემდეგ ჩვენი ბრენდის სავიზიტო ბარათი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ინფორმაციისთვის, Norde-ს შოურუმი თბილისში, გამრეკელის #19-ში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პრემიუმ სეგმენტი, მინიმალიზმი და განვითარების ახალი ეტაპი - როგორ პოზიციონირებს Norde ბაზარზე

14.05.2026.12:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა