მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

PRIME MARINE საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

news image
mbc image

საქართველოს საზღვაო და ლოგისტიკურ სექტორში მოქმედი წამყვანი კომპანია PRIME MARINE საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) შეუერთდა. ასოციაციაში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის განვითარების გზაზე და კიდევ უფრო ამყარებს მის პოზიციებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესგარემოში. 

2009 წლიდან PRIME MARINE მომხმარებლებს საქართველოს ნავსადგურებში გემების აგენტირებისა და ტვირთების ექსპედირების სრულ და კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" მიერ აღიარებულ გემების სააგენტო კომპანიას და სერტიფიცირებულია ISO 9001:2015 ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტით.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანება PRIME MARINE-ს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, საზღვაო-ლოგისტიკური სექტორის განვითარებასა და დარგობრივი ინიციატივების მხარდაჭერის პროცესში" განაცხადა PRIME MARINE-ს დირექტორმა ზაზა ვარშანიძემ.

აღსანიშნავია, რომ PRIME MARINE ასევე აქტიურად არის წარმოდგენილი ისეთ წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიულ გაერთიანებებში, როგორებიცაა BIMCO, FIATA, FONASBA, AFG, EUGBC და ACCI, და წარმოადგენს „შავი ზღვის პლატფორმის" გენერალურ პარტნიორს.

„მივესალმებით PRIME MARINE-ის გაწევრიანებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. საზღვაო და ლოგისტიკური სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დარწმუნებულნი ვართ, კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტები ღირებულ წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობასა და ბიზნესსექტორის გაძლიერებაში," აღნიშნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო

06.10.2026.16:19

ახალი დაფინანსება ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ინვესტირებაში, ზრდასა და კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში დაეხმარება.
2026 წლის 6 ოქტომბერი - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) აძლიერებს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ბაზისბანკისთვის 25 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დაფინანსების გამოყოფით. შესაბამის შეთანხმებას ხელი „ბიზნეს დიალოგის“ ფორუმის ფარგლებში მოეწერა.
შეთანხმების თანახმად, BSTDB გრძელვადიან დაფინანსებას გამოუყოფს ბაზისბანკს ქართული მცირე და საშუალო საწარმოების დასაკრედიტებლად, რაც ქვეყნის მასშტაბით ბიზნესებს ინვესტირების, საბრუნავი კაპიტალისა და საქმიანობის გაფართოების დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს.
მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის, დასაქმების, მეწარმეობისა და ინოვაციების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ახალი საკრედიტო რესურსი ბიზნესებს დაეხმარება პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების ძიებასა და რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაზრდაში.
აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს BSTDB-სა და ბაზისბანკს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას და აფართოებს ბანკის მხარდაჭერას საქართველოს კერძო სექტორის მიმართ. იგი ასევე ხელს უწყობს BSTDB-ის უფრო ფართო მანდატის განხორციელებას, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური მედეგობისა და მჭიდრო საქმიანი კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს.
შეთანხმების ხელმოწერისას, BSTDB-ის საბანკო საქმიანობის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ზია ალიევმა აღნიშნა: „საქართველოს დინამიური მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის მხარდაჭერა BSTDB-ის პრიორიტეტია. ბაზისბანკთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, ვეხმარებით ბიზნესებს მიიღონ ინვესტირებისთვის, ზრდისა და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად საჭირო დაფინანსება. ამ შეთანხმების ხელმოწერა თბილისში ჩვენი „ბიზნეს დიალოგების“ ფორუმის ფარგლებში, ხაზს უსვამს პარტნიორობის მნიშვნელობას კერძო სექტორის განვითარებისა და შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისთვის“.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ 25 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დაფინანსება ბაზისბანკს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმაროს საქმიანობის გაფართოებაში, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების ათვისებაში. ვაფასებთ BSTDB-თან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას და იმ ნდობას, რომელსაც ის ბაზისბანკის მიმართ გამოხატავს. ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესებს ვეხმარებით ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში წვლილის შეტანაში.“ – განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
ახალი შეთანხმება ეფუძნება ბაზისბანკსა და BSTDB-ს შორის 14 წელზე მეტ თანამშრომლობის ისტორიას, რომლის განმავლობაშიც ორივე ინსტიტუტი ერთობლივად მუშაობდა ქართული ბიზნესისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების მხარდასაჭერად.

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ
2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
2026 წლის 8 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 8 თვის წმინდა მოგებამ 154 მილიონი ლარი შეადგინა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.basisbank.ge
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს სალონიკში, საბერძნეთი. BSTDB მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას სხვადასხვა პროექტისა და სავაჭრო დაფინანსებისთვის სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალში მონაწილეობისა და გარანტიების უზრუნველყოფით საჯარო და კერძო სექტორებში მის წევრ ქვეყნებში. ბანკის ავტორიზებული კაპიტალი შეადგენს 3.45 მილიარდ ევროს. BSTDB-ის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.bstdb.org.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა