„პრიმო ელიტი“ ალდაგისგან - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე
სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდმა პრიმომ ავტოდაზღვევის მიმართულებით ახალი პროდუქტი - „პრიმო ელიტი“ წარადგინა. პროდუქტი სპეციალურად 5 წლამდე ავტომობილებისთვის შემუშავდა და უახლესი მოდელების მფლობელებს, როგორც ცენტრიდან შეძენილი, ისე იმპორტირებული ავტომობილებისთვის ექსკლუზიურ სადაზღვევო პირობებსა და გაფართოებულ დაფარვებს სთავაზობს.
სტანდარტული პრიმოსგან განსხვავებით, პრიმო ელიტი კიდევ უფრო მეტ დაფარვას, თითქმის გამონაკლისების გარეშე ანაზღაურებას, გაუმჯობესებულ პირობებსა და ბენეფიტებს ითვალისწინებს. სადაზღვევო შემთხვევის დროს პრიმო ელიტის მფლობელებს ავტომობილის აღდგენა ავტორიზებულ ან პრემიუმ სერვისცენტრებში შეეძლებათ, ხოლო თუ აღდგენა შეუძლებელია, ნაწილები ორიგინალი ნაწილებით შეიცვლება, დამატებითი ხარჯის გარეშე.
გარდა ამისა, პრიმო ელიტი სხვა გაუმჯობესებულ პირობებსაც ითვალისწინებს:
• სადაზღვევო თანხა ყოველთვის სრულად აღდგება, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილის ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში სადაზღვევო თანხა მომდევნო სადაზღვევო შემთხვევისას სრულად იქნება აღდგენილი;
• ავტომობილის სრული დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურება სადაზღვევო თანხის 110%-ს გაუტოლდება;
• უხეში გაუფრთხილებლობა დაიფარება ერთჯერადად, (პირობითად, სიჩქარის გაუთვალისწინებელი გადაჭარბებით, ღერძულა ხაზის ან BUSLANE-ის გადაკვეთით, ან შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე გავლით გამოწვეული შემთხვევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ შემთხვევას არ მოჰყოლია მესამე პირის დაზიანება);
• დაფარული იქნება ავტომობლის დამატებითი კომპლექტაცია;
• დაფარული იქნება საპატრულო პოლიციის ჯარიმა;
• დაფარული იქნება 21 წლამდე მძღოლების უფლებამოსილ მძღოლებში ჩამატება
• საპატრულო პოლიციის გამოძახება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში (როდესაც მესამე პირი მონაწილეობს სადაზღვევო შემთხვევაში) იქნება საჭირო;
• ექსტრა ბენეფიტები, როგორიცაა ფასდაკლებები პრმეიუმ ტრანსპორტირებაზე, უფასოდ რეცხვის ვაუჩერები/ფასდაკლება რეცხვაზე, საბურავების შენახვაზე, ავტომობილის მოვლის სერვისებზე, თავის მოვლისა და დასასვენებელ მომსახურებებზე.
ავტომობილის აღდგენის სერვისის სრულყოფა ალდაგის მიერ ემსახურება მომხმარებლის სრულ კომფორტს და მისი ავტომობილის ქარხნული გარანტიისა და ავტომობილის საბაზრო ღირებულების უპირობო შენარჩუნებას.
მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისა და დროის დაზოგვის მიზნით, პრიმო ელიტის მფლობელებს ემსახურებათ პერსონალური მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების სრულ ციკლს: დოკუმენტაციის მომზადებიდან, საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილის სერვისცენტრში ტრანსპორტირებამდე. ამასთან, პაკეტი მოიცავს ყოველდღიური საჭიროების ასისტანს-სერვისებს: 24/7 მხარდაჭერას, ადგილზე საწვავის მიწოდებას, საბურავის შეცვლას, აკუმულატორის დატენვასა და შემთხვევის დადგომისას ავტომობილის ჩანაცვლების სერვისით უზრუნველყოფას.
სტანდარტულ სადაზღვევო დაფარვებთან ერთად - რაც ავტოსაგზაო შემთხვევის, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ვანდალიზმის, ხანძრის, აფეთქებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს, პრიმო ელიტი, ასევე ითვალისწინებს მესამე პირისადმი პასუხისმგებლობისა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას გაზრდილი ლიმიტებით.
“პრიმო ელიტის კონცეფცია სცდება კლასიკური დაზღვევის ჩარჩოებს. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც სპეციალურად 5 წლამდე ასაკის ავტომობილებზეა მორგებული - მიუხედავად იმისა, ავტომობილი ადგილობრივ ცენტრშია შეძენილი თუ ინდივიდუალურად შემოყვანილი. ეს არის ახალი სტანდარტი ქართულ ბაზარზე, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ავტომობილის მაღალი დონის უსაფრთხოებასა და მოვლას გაზრდილი ლიმიტებით, არამედ მომხმარებლის ყოველდღიურ ლაიფსტაილზე მორგებულ ექსკლუზიურ პრივილეგიებსა და სრულყოფილ კომფორტს“, - აცხადებენ ალდაგში.
სხვა სიახლეები
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი
26.10.2026.15:31
განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საკუთარ მომავალში, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა, მოტივირებულ და ნიჭიერ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. თუ ხარ სტუდენტი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას, მაშინ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სწორედ შენთვისაა.
პროგრამის შესახებ:
ეს არის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ნიჭიერ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაიფინანსონ სწავლა საქართველოს 23 წამყვან უნივერსიტეტში.
ვის შეუძლია სტიპენდიის მოპოვება?
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტს:
• როგორც მათ, ვინც ახლახან ჩააბარეს უნივერსიტეტში
• ასევე იმათაც, ვინც უკვე სწავლობს სასურველ ფაკულტეტზე
მთავარია, გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და სურვილი, გახდე გამორჩეული პროფესიონალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ შენს მიზანდასახულობასა და განვითარების სურვილს.
როგორ მუშაობს შერჩევის პროცესი?
სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, რათა საუკეთესო და ყველაზე მოტივირებული კანდიდატები გამოვლინდნენ:
• აპლიკაციების მიღება: უკვე დაწყებულია, შეავსე განაცხადი ბმულზე
• აპლიკაციების გადარჩევა. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები განიხილავენ სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას (GPA) და სამოტივაციო წერილს. როგორც ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი, ლიზი ლოჩოშვილი ამბობს, პროექტი „ეძებს რეალურ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით, ავთენტურობითა და მიზნებით“.
• გასაუბრება. შემდეგ ეტაპზე გადასვლა ნიშნავს, რომ აპლიკანტის მონაცემებმა და სამოტივაციო წერილმა შთაბეჭდილება მოახდინა.ასეთ დროს ანდრო დგებუაძის რჩევა ასეთია: „იყავი ის, ვინც ხარ“.
• თითოეული უნივერსიტეტი დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
რომელ უნივერსიტეტებშია სტიპენდია?
• თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
• თავისუფალი უნივერსიტეტი
• აგრარული უნივერსიტეტი
• თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
• ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
• საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)
• სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
• ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი
• ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
• საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU)
• ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
• სპორტის უნივერსიტეტი
• თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
• კონსერვატორია
• სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• საქართველოს უნივერსიტეტი
• პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
• ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში
თუ არქიტექტურაზე სწავლობთ ან აპირებთ სწავლას, აღმოაჩინეთ გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, შეგიძლიათ აქ შეავსოთ განაცხადი.
საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების სანახავად კი ეწვიეთ ganatleba.bog.ge-ს.