პრიმოს მხარდაჭერით Babolat X Lamborghini-ის პადელის სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის, პრიმოს მხარდაჭერით, Lamborghini Tbilisi-სა და საქართველოში, ჩოგნების საერთაშორისო ბრენდის, Babolat-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის პარტნიორობით, პადელის სამოყვარულო ტურნირი გაიმართა. ჩემპიონატს KUS TBA PADEL-ის კლუბმა უმასპინძლა და მისი მთავარი ინსპირაცია, ორი კომპანიის, გლობალური თანამშრომლობა იყო. სამოყვარულო ტურნირში, ჯამში 90 მონაწილე იყო ჩართული.
“მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა და ყოველთვის ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ისეთ აქტივობებს, რომელიც სრულად არის მორგებული პრიმო მომხმარებლის ცხოვრების სტილს. პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი, სიმარტივე და მოქნილობაა - სწორედ ის, რაც აღნიშნული ტურნირის მთავარი ინსპირაცია იყო,” - აცხადებენ ალდაგში;
პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია და საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება, კონსიერჟის მომსახურება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.