პრიმოს შეთავაზება ტრანსპორტერის მომხმარებლებს
ალდაგის პრემიუმ ბრენდის, პრიმოსა და ტრანსპორტერის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც ტრანსპორტერში BRP, CF Moto, LVTONG და EZGO-ს ტექნიკას შეიძენენ, სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.
ტრანსპორტერი BRP, CF Moto, LVTONG და EZGO-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს სთავაზობს ბაგების, კვადროციკლებისა და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების ფართო არჩევანს.
„ტრანსპორტერთან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს და მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ტრანსპორტერის მომხმარებლებს პრიმოს სახით პრემიუმ დაზღვევის კომფორტი შევთავაზოთ. ამჯერად, მომხმარებლებს BRP და CF Moto-ს ტექნიკაზე, დაზღვევის ექსკლუზიურ პირობებს ვთავაზობთ. ალდაგი არის პირველი სადაღვევო კომპანია ბაზარზე, რომელმაც პრიმო დაზღვევის სახით, მომხმარებლებს შესთავაზა ბაგების, კვადროციკლებისა და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა,“ - აცხადებენ ალდაგში;
პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია სრულფასოვანი სადაზღვევო პაკეტით, გამორჩეული კულტურითა და შეთავაზებებით. პრიმოს ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებების პაკეტები სრულადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე და გულისხმობს ზრუნვას არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ მუდმივად, როდესაც მომხმარებელს ამის საჭიროება აქვს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.