პროექტის „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოs შეხვედრა გაიმართა
პროექტის „ფინანსური, საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით გაიმართა, პროექტის მე-2 ფაზის მიღწეული შედეგები შეაჯამეს და მე-3 ფაზით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ იმსჯელეს.
პროექტის „FinExCoop საქართველო“ მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ექსტენციის სერვისების გაუმჯობესებასა და კოოპერატივების განვითარებას.
„პროექტის „FinExCoop საქართველო“ ფარგლებში, ფინანსური, ექსტენციისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კუთხით არსებული მდგომარეობის ანალიზის, სამომავლო საჭიროებების გამოვლენის, შემდგომში დასაგეგმი და განსახორციელებელი აქტივობების მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოებია გატარებული. მადლობას ვუხდი ევროკავშირს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, დონორებს, განმახორციელებლებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. ვფიქრობ, რომ თითოეული ასეთი პროექტი ხელს უწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხელს უწყობს, გავიზიაროთ მეტი სიახლე და ჩვენი მეგობარი ქვეყნების გამოცდილება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების, სოფლის განვითარების სააგენტოს და „FinExCoop საქართველო“ პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი „FinExCoop საქართველო“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (NIF) ფარგლებში და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.