მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პროექტის რეალიზების შედეგად 20 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება და მომავალში ბიუჯეტში 65 მლნ დოლარამდე გადასახადების აკუმულირებას უზრუნველყოფს - „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი

news image
mbc image

ჩვენი კომპანია აქტიურად აპირებს ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობას და უახლოეს ხანებში გამოვალთ სასარგებლო ინიციატივით, რომელიც შესაძლებელია გახდეს ფართო დისკუსიის საგანი და მოიტანოს უამრავი სასარგებლო გადაწყვეტილებები მომავლის ინიციატივების თვალსაზრისით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსიის თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა | ხელისუფლების როლი“ იყო.

2025 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა. დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„მსგავსი ფორუმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლების მაღალ წარმომადგენლებთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაში უშუალოდ განვიხილოთ ის საკითხები, რომელსაც როგორც გლობალურად, ასევე ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება აწყდებოდეს მსხვილი ბიზნესი. ჩვენი ჯგუფი, „ამბასადორი ჯგუფი“ წარმოადგენს უმსხვილეს დამსაქმებელს საქართველოში. გარდა იმისა, რომ „ამბასადორი ჯგუფი“ თავად აწარმოებს საქართველოში ბიზნეს აქტიურობას, აგრეთვე აჭარაში ახორციელებს უმსხვილეს ბიზნეს ინიციატივას, რაც გულისხმობს 84 ჰექტარზე გაშენებულ ორ ნახევარ კუნძულის და კუნძულის მშენებლობას, რაც საქართველოში მომავალში შექმნის უამრავ ბიზნეს შესაძლებლობებს. შესაბამისად, ჩვენი კომპანია აქტიურად აპირებს ამ ფორუმთან თანამშრომლობას და უახლოეს ხანებში გამოვალთ იმ სასარგებლო ინიციატივით, რომელიც შესაძლებელია გახდეს ფართო დისკუსიის საგანი და მოიტანოს უამრავი სასარგებლო გადაწყვეტილებები მომავლის ინიციატივების თვალსაზრისით“, - აცხადებს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი.

გოჩა კამკიას თქმით, ორი ნახევარკუნძულისა და კუნძულის განაშენიანების ინიციატივა, ეს უკვე არის გლობალური, ეკონომიკური ელემენტების მქონე ინიციატივა საქართველოში.

„ჩვენ პროექტში ჩართული გვყავდა მსოფლიო მასშტაბის როგორც არქიტექტორები, ურბანისტები, ასევე ეკონომისტები. შესაბამისად, კონკრეტული კვლევებით დასტურდება, რომ ამ პროექტის რეალიზების შედეგად დაახლოებით 20 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება და კონკრეტულად ეს საკადასტრო კოდი უზრუნველყოფს მომავალში 65 მლნ აშშ დოლარამდე გადასახადების აკუმულირებას სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც არის ნამდვილად შთამბეჭდავი შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის, რეგიონისთვის და თავად  ჩვენი კომპანიისთვის, რომელიც არის ამ ყველაფრის ინიციატორი“, - აცხადებს გოჩა კამკია. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა