მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

პროფესია აღარ არის ფიქსირებული მოცემულობა, ყველაფერი უფრო მიკროუნარების დონეზე დავიდა - ალექსანდრე ჯეჯელავა

news image
mbc image

ხელოვნური ინტელექტისგან ყველაზე მეტად ემპათიაზე დაფუძნებული პროფესიებია დაცული, სადაც ადამიანებთან უშუალო კონტაქტსა და ემოციების ამოცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში Business Insider Georgia, სტუმრობისას კომპანია „ფლომასტერის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
მისი თქმით, 21-ე საუკუნეში წარმატების მთავარი ფაქტორი ხდება მიკროუნარები, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი და ემოციური ინტელექტი.
„2025 წელს გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კვლევა, სახელწოდებით Skills for the 21st Century (უნარები 21-ე საუკუნისთვის). იქ მოყვანილი იყო ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ თანამედროვე ადამიანი პროფესიას საშუალოდ 6-ჯერ შეიცვლის. და როდესაც ვამბობ საშუალოდ 6-ჯერ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე აქტიური ადამიანები პროფესიას, ალბათ, 12-ჯერაც კი შეიცვლიან.
ამას რომ ვამბობ, აუდიტორია ხშირად აღელვდება ხოლმე და მიპროტესტებს: ნუთი შესაძლებელია ფეხბურთელი ხელოვანი გახდება და მასწავლებელი ექიმიო?
რა თქმა უნდა, ხანდახან ასეთი რადიკალური ცვლილებებიც მოხდება, თუმცა, რეალურად, ეს თითოეული ჩვენგანის ამბავია. ხშირად ჩვენ უბრალოდ სამეზობლო, მონათესავე სფეროებში გადავდივართ: ტელევიზიიდან  YouTube-ზე, ერთი მიმართულებიდან მეორეზე... მაგრამ ეს ცვლილებაა, ჩვეულებრივი პროფესიული ცვლილებაა, რომელთან შეგუებაც თანამედროვე სამყაროში ყველას მოგვიწევს.
ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ პროფესია აღარ არის რაღაც ფიქსირებული მოცემულობა. ყველაფერი უფრო მიკროუნარების დონეზე დავიდა: ხარ თუ არა ცნობისმოყვარე, რამდენად ხარ ტექნოლოგიებთან გაშინაურებული, გაქვს თუ არა ემოციური გონიერება და შეგიძლია თუ არა საკუთარი სხეული და გონება ენერგიის მაღალ დონეზე შეინარჩუნო.  ეს არის ზუსტად ის უნარები, რომელთა წყალობითაც ადამიანი ნებისმიერ პროფესიას მარტივად აითვისებს, ნებისმიერ სფეროში შევა და უმაღლეს პროფესიონალიზმს მიაღწევს. რა თქმა უნდა, უფროს თაობებში მაინც რჩება შეგრძნება, რომ პროფესია არმაზის კერპივითაა, რომ 16 წლისამ უნდა აირჩიო და მერე მთელი ცხოვრება მას შეეწირო მსხვერპლად. მაგრამ წავიდა ეს დრო. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ეს რეალობა წარსულს ჩაბარდა და დადგა ეპოქა, სადაც პროფესიულ გზაზე მოსახვევები ძალიან ხშირია.
რაც შეეხება ტრადიციულ პროფესიებს ამბობენ, რომ ემპათიაზე დაფუძნებული საქმე, სადაც ადამიანისთვის თვალებში ჩახედვაა მნიშვნელოვანი (როგორიც არის ექთანი, ექიმი, მასწავლებელი და ა.შ.), ყველაზე მეტადაა დაცული. ხელოვნური ინტელექტი კიდევ დიდხანს ვერ მიხვდება თვალებში ჩახედვით, შენ კარგ ხასიათზე ხარ თუ ცუდზე. უფრო ანალიტიკური პროფესიები კი - ფინანსური ანალიტიკოსი, ანდერრაითერი და მსგავსი სფეროები გაცილებით მარტივად ჩანაცვლებადია.
აქვე თარჯიმნის პროფესიაზეც მინდა ვთქვა. აი, მაგალითად, მაღალი დონის ოფიციალურ ვიზიტებს რომ ვაშუქებთ, იმ შეხვედრების თარჯიმანი ხელოვნური ინტელექტი არასოდეს იქნება. რატომ? იმიტომ, რომ იქ კონტექსტს, ემპათიასა და დიდ სურათში აზრის გაგებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. კარგ თარჯიმანს შეუძლია ქვეყანა ააშენოს, ცუდს კი დააქციოს, ხომ ასეა?
ამიტომაა ემპათიაზე დაფუძნებული პროფესიები გაცილებით დაცული. მათ შორის ჟურნალისტიკაც ცალსახად ასეთია - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გახსნი რესპონდენტს, როგორ დახვდები მას და როგორ შეძლებ, რომ ადამიანური ამბავი მაყურებლამდე თუ მკითხველამდე ზუსტად მიიტანო. და მენეჯერიც ზუსტად ასეთია - მენეჯერის საქმეც, თავისი არსით, პირველ რიგში ემპათიაზე დაფუძნებული პროფესიაა“, - მიიჩნევს ალექსანდრე ჯეჯელავა. 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა