„პროფესიონალებს სანთლით ვეძებ“ - ზვიად ციკოლია
პროფესიონალებისა და გამოცდილი მუშა-ხელის პოვნა რთულია. საქართველო ამ კუთხით დიდი გამოწვევის წინაშე დგას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დიზაინერმა და მეწარმემ ზვიად ციკოლიამ განუცხადა.
„პროფესიონალებს „სანთლით ვეძებ“, თუ ვიპოვე, თუ არა და ახალგაზრდებს ვასაქმებ, მათ უტარდებათ ტრენინგები, ვგზავნით უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ახლა დიზაინერები მჭირდებოდა, ოთხი სტუდენტი ავიყვანე და პრაქტიკულად მათი გაზრდა ხდება ჩვენს კედლებში“, - ამბობს ციკოლია.
მისივე თქმით, ბიზნესის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რათა ქართული კომპანიები მსოფლიო ბაზარზე გავიდნენ და კონკურენცია შეძლონ.
„მწარმოებელზე უნდა კეთდებოდეს მნიშვნელოვანი აქცენტი...თვითონ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი კანონმდებლობა, რაც მეწარმეებს განვითარებაში დაეხმარებათ. მაგალითად, დაზგა-დანადგარებისა და ახალი ტექნოლოგიების შემოტანა დროებით გათავისუფლდეს გადასახადებისგან. თუ სახელმწიფო შეძლებს, რომ ორი-სამი წლით ვიდრე წარმოება ფეხზე დადგება გაათავისუფლოს გადასახადისგან ან ეტაპობრივად მოხდეს გაზრდა, კომპანია უფრო სწრაფად განვითარდება. შეიძლება მოქნილი მექანიზმის განვითარება“, - მიიჩნევს მეწარმე.
მისი თქმით, მხოლოდ ტურიზმი ეკონომიკური ზრდისთვის საკმარისი არ არის.
„ძალიან სენსიტიურია. ელემენტარულად, ან პანდემია განვითარდეს, ან ორი ადამიანი მოიწამლოს დარგს უკვე ეტყობა. როცა ქვეყანა ქმნის პროდუქციას და ექსპორტზე გააქვს, სხვა შემოსავლებზეა საუბარი. ქვეყანა უფრო სხვა ტემპით ვითარდება“.
თუმცა დიზაინერი ამბობს, რომ ბაზარზე მთავარი გამოწვევა, მაინც პროფესიონალი კადრების დეფიციტია.
„ამ მიზეზით ჩვენი კომპანია სწრაფად ვერ იზრდება. 26 ადამიანი გვყავს დასაქმებული. წარმოება, სერვისი, რეკლამა, ბევრი მიმართულებით გვჭირდება განვითარება -გაფართოება. ბიზნესი არ არის - აწარმოე, დადე და გაიყიდა. სჭირდება ადამიანური რესურსი... საქართველო ამ მხრივ მძიმე გამოწვევის წინაშეა“, - ამბობს ციკოლია.
ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი 5 ფაქტორიდან, პირველი - სპეციალისტების ნაკლებობაა. ამის შესახებ 2023 წლის II კვარტალში, BAG-ის მიერ ჩატარებლ კვლევაშია ნათქვამი.
აღნიშნულ პრობლემას, ხელის შემშლელად კომპანიათა 59% ასახელებ. სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მეტად მომსახურების სექტორის კომპანიებისთვის (76%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მრეწველობის სექტორისთვის (33%).
საწარმოს ზომის მიხედვით, სპეციალისტების ნაკლებობაას ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიები (64%) ასახელებენ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.