პროფესიონალური ინდუსტრიული ტექნიკის იმპორტი საქართველოში - როგორია VARDO TECH-ის საქმიანობა და სამომავლო გეგმები
VARDO TECH არის კომპანია, რომელიც საქართველოში პროფესიონალური ინდუსტრიული ტექნიკისა და აღჭურვილობის იმპორტს ახორციელებს. კომპანია ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia VARDO TECH -ის დამფუძნებლებს ელენე ბეჟაშვილსა და სალომე ბეჟაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანია ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს, თუმცა აღნიშნული მიმართულება ბოლო პერიოდში განვითარდა, მას შემდეგ, რაც ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ქარხნებთან და მომწოდებლებთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
VARDO TECH საქართველოში პროფესიონალური ინდუსტრიული ტექნიკისა და აღჭურვილობის იმპორტზეა ორიენტირებული.
ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროფესიონალური ტექნიკა და დანადგარები მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ პროდუქციის ტრანსპორტირება სრულად დაზღვეულია. გარდა ტრანსპორტირების დაზღვევისა, ბიზნესის პასუხისმგებლობა დაზღვეული გვაქვს კომპანია ალდაგში, რაც პარტნიორებსა და მომხმარებლებს დამატებით უსაფრთხოებას და ნდობას აძლევს.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენს პორტფელში გაერთიანებულია პროფესიონალური და ინდუსტრიული დანიშნულების ტექნიკის რამდენიმე კატეგორია, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესსექტორის საჭიროებებს აკმაყოფილებს. ასორტიმენტშია როგორც სამზარეულოს, ბარის, კაფის და ა.შ ტექნიკა და დანადგარები, ასევე სხვადასხვა საწარმოო ხაზები, დანადგარები. არჩევანი იწყება ნაყინის, პოპკორნისა და შაურმის დანადგარებიდან და სრულდება ნებისმიერი საწარმოო პროცესის ხაზით.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ფასისა და უსაფრთხოების კომბინაცია. ერთის მხრივ, ბაზარს ვთავაზობთ მაქსიმალურად კონკურენტულ და დაბალ ფასებს პროფესიონალურ ტექნიკაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტირების დაზღვევას და ბიზნესის პასუხისმგებლობის დაზღვევასაც.
ეს მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ პროდუქციას უსაფრთხოდ და სანდოდ მიიღებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალური ტექნიკის სფეროში.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები განსაკუთრებით გაფართოების/სერვისების ზრდის მიმართულებით?
სამომავლოდ ჩვენი მიზანია მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ როგორც პროდუქციის ასორტიმენტი, ისე მომსახურების მიმართულებები. ვგეგმავთ ახალი ბრენდების და ტექნოლოგიების შემოყვანას ქართულ ბაზარზე, ასევე პარტნიორული ქსელის განვითარებას სხვადასხვა ბიზნეს სექტორში.
გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, რომ ჩვენი კომპანია იქცეს ერთ-ერთ სანდო პარტნიორად პროფესიონალური ტექნიკის მიმართულებით საქართველოში და მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ პროდუქცია, არამედ სრულყოფილი მომსახურება და ბიზნესისთვის ეფექტური გადაწყვეტილებები.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დარეკვა შემდეგ ნომერზე: 511 27 22 20.
სხვა სიახლეები
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
24.10.2026.21:32
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.
ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).
„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.
Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.
„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.