პროფესიული უნარების სააგენტომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა
აღნიშნული შეხვერის მიზანი იყო დარგობრივი უნარების ორგანიზაციების განახლებული ფუნქციების და მათი დაფინანსების ახალი კონცეფციის განხილვა.
შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, ჩართულიყვნენ დისკუსიებში, დაესვათ კითხვები და ემსჯელათ დარგობრივი ორგანიზაციების განვითარებისა და ფუნქციონირების მნიშვნელოვან ასპექტებზე. თითოეული დარგის სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, კონცეფციის დახვეწის პროცესში დაიგეგმა ინდივიდუალური კონსულტაციების გაგრძელება დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. მოწვეულმა ექსპერტმა, დოქტორმა მაიკლ აქსმანმა (GIZ), წარმოადგინა პროფესიულ განათლებასა და სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში კერძო სექტორის ჩართულობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
პროფესიული უნარების სააგენტო GIZ-ის მხარდაჭერით განაგრძობს მუშაობას პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის განვითარებაზე, რაც მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმების ჩამოყალიბებას, სადაც როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ეტაპზე, აქტიურად იქნებიან ჩართული როგორც საჯარო დაწესებულებების, ისე კერძო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.