მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

news image
mbc image

პროკრედიტ ბანკსა და „სქაიტელს“ შორის ბიზნესის განვითარების მიზნით სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდა. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად რისკის გაზიარების მექანიზმის (RSF) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და კომპანიის ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ განვითარების დაფინანსებას ითვალისწინებს.

„სქაიტელი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და ბიზნესებს, კერძო პირებსა და საჯარო სექტორს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებსა და ინტერნეტმომსახურებას სთავაზობს. კომპანიის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს, ახალი ინვესტიცია კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააძლიეროს პოზიციები საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და მომხმარებლებს კიდევ უფრო ფართო დაფარვა შესთავაზოს.

მადლობა პროკრედიტ ბანკს მხარდაჭერისთვის. EBRD-თან თანამშრომლობა საინვესტიციო რესურსებზე წვდომის გარდა, იმის დასტურია, რომ სქაიტელის საქმიანობის პრინციპები სრულად შეესაბამება კორპორაციული მართვისა და ფინანსური გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი სტრატეგია უცვლელია, ვაგრძელებთ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმ რეგიონებში, სადაც ინტერნეტი დღემდე არ არის. ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდა და ამ კუთხით განხორციელებული ინვესტიციები ერთ-ერთ მთავარი ფუნდამენტია საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის, ისევე, როგორც სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ამიტომ, ეს ინვესტიცია, ქვეყნის ინტერნეტიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მასშტაბური ნაბიჯია”- არმან ობოსიანი, „სქაიტელის“ გენერალური დირექტორი.

„პროკრედიტ ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ბიზნესის გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს. „სქაიტელი“ უკვე 15 წელზე მეტია ჩვენი პარტნიორია და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის განვითარების არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავაფინანსეთ. ახალი ინვესტიცია ამ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ეტაპია, რომელიც „სქაიტელს“ განვითარების გეგმების განხორციელებასა და საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.“- ზეინაბ ლომაშვილი, პროკრედიტ ბანკის დირექტორი.

„EBRD განაგრძობს საქართველოში ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ეკონომიკის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოს რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, ამცირებს ციფრულ უთანასწორობას, და აძლიერებს რეგიონების კონკურენტუნარიანობას. „სქაიტელის“ ქსელის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ბიზნესის ციფრულ ეკონომიკაში უფრო აქტიურ მონაწილეობას.“ – ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, რეგიონალური დირექტორი კავკასიაში EBRD.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image უძრავი ქონების მართვა ახალ რეალობაში - როცა სტანდარტული მარკეტინგი აღარ არის საკმარისი

05.10.2026.19:27

რატომ მოითხოვს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარი მარკეტინგზე უფრო ღრმა, მონაცემებზე დაფუძნებულ და კომერციულ მიდგომას.

უძრავი ქონების სექტორი და მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯამურად 15%-ზე მეტი წილი უკავია.

სექტორი სტაბილურად იზრდება - მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად ბაზარი $400 მილიონამდე აღწევს, ტრანზაქციები ორნიშნა ტემპით იმატებს, ხოლო მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე დედაქალაქის ეკონომიკური დამატებული ღირებულების თითქმის 20% მოდის.

თუმცა, უძრავი ქონების სექტორი მხოლოდ ციფრები არ არის. ამ შთამბეჭდავი რიცხვების უკან დგას უდიდესი ემოციური ნაბიჯები, რომელსაც დგამს მომხმარებელი, სანამ უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს საინვესტიციო დანიშნულებით თუ საცხოვრებლად.

ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია ნიშნავს მაღალ კონკურენციას. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ბრენდი, იმიჯი, PR და მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და მონაცემები.

უძრავ ქონებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სფეროში ტრადიციული მიდგომები აღარ კმარა. დღეს წარმატებას მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი და ციფრული ანალიტიკა განაპირობებს, რომელიც გაყიდვების სრულ ციკლს მართავს.

- რატომ აღარ მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე სტანდარტული მარკეტინგული მიდგომა?

„იმიტომ, რომ დღეს კონკურენცია მხოლოდ ყურადღებისთვის აღარ არის - კონკურენცია გადაწყვეტილების მიღების გამარტივებისთვის არის.
თანამედროვე უძრავი ქონების მარკეტინგი ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ ცნობადობის შექმნა ან ლიდის მოყვანა. მისი ამოცანაა, მომხმარებლის გზაზე თითოეულ ეტაპზე უპასუხოს იმ კითხვას, რომელიც გადაწყვეტილებას აფერხებს.
სწორედ აქ ხდება მონაცემები მარკეტინგის ნაწილი: არა მხოლოდ იმის გასაზომად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ იმის გასაგებად, სად ჩერდება გადაწყვეტილება და რატომ.

ჩვენთვის ეს არის ახალი მიდგომა - მარკეტინგის მართვა არა კამპანიების, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის მიხედვით.
საბოლოო შედეგისთვის მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ლიდი - მთავარი KPI არის რამდენად სწრაფად და რატომ გადადის ადამიანი ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე.“ სალომე ყიფიანი

- როდესაც მარკეტინგი გასცდა უბრალო რეკლამას, ხოლო კომუნიკაცია -სტანდარტულ გაყიდვებს, კონკრეტულად რა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს დეველოპერული პროექტის მართვის ციკლმა?

„მონაცემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა საბაზისო, ამასთან ერთად მთავარი მაინც ემპათია და სწორი კომუნიკაციაა - უძრავი ქონება ცივი ტრანზაქცია არ არის, ის ადამიანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება და საუკეთესო შედეგიც სწორედ ზუსტი მონაცემებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაგების სინთეზით მიიღწევა.“ - თამთა მეძმარიაშვილი.

სწორედ ამ გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის საფუძველზე თამთა მეძმარიაშვილმა და სალომე ყიფიანმა Smart Academy-სთან თანამშრომლობით შექმნეს ახალი პროფესიული პროგრამა - „უძრავი ქონების კომერციული მართვა: მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა“.

პროგრამის მიზანია, მონაწილეებს უძრავი ქონების პროექტის მართვა მხოლოდ ერთი ფუნქციის ფარგლებში კი არა, ერთიანი კომერციული სისტემის სახით დაანახოს - ბაზრისა და პროდუქტის ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით, გაყიდვების პროცესით, CRM-ითა და მონაცემთა ანალიტიკით დასრულებული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა