პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
პროკრედიტთან პარტნიორობით თბილისში სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა, რომელიც ფიზიკურ მაღაზიას, ციფრულ პლატფორმას, ოფიციალურ სპორტულ პროდუქციასა და სპორტის გარშემო შექმნილ გამოცდილებას აერთიანებს.
Hubs-ის შექმნის იდეის უკან სპორტულ ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება და ბაზარზე დანახული შესაძლებლობა დგას.
კომპანია საქართველოს გარდა სომხეთისა და უზბეკეთის ბაზრებზეც ოპერირებს, როგორც Adidas-ის, Nike-ისა და Macron-ის teamsport წარმომადგენელი. ამ საქმიანობამ გუნდს საშუალება მისცა, კარგად გაეცნო როგორც ინდუსტრია, ისე სხვადასხვა ბაზრის სპეციფიკა და სპორტის მოყვარულების ინტერესები.
სწორედ აქედან გაჩნდა Hubs-ის შექმნის იდეაც.

Hubs-ის კონცეფცია
Hubs-ში სპორტი მხოლოდ პროდუქციის თაროებზე არ გვხვდება. იდეა თავიდანვე უფრო ფართო იყო - ერთ ადგილას გაერთიანებულიყო ოფიციალური სპორტული პროდუქცია, თანამედროვე სავაჭრო გამოცდილება და გარემო, სადაც სპორტის გარშემო ადამიანები, ბრენდები და იდეები შეხვდებოდნენ ერთმანეთს. შედეგად, Hubs-ი გახდა პირველი ფეხბურთის და მულტისპორტის მაღაზია და ი-კომერს პლატფორმა რეგიონში, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს.
დღეს Hubs-ში წარმოდგენილია Adidas Football, Nike Football და Macron, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ქართული სპორტის ოფიციალური პროდუქცია. პროდუქციის გარდა, მოწყობილია შეხვედრებისა და პრეზენტაციებისთვის განკუთვნილი ზონა, სადაც ძირითადად Nike-ისა და Adidas-ის B2B შეხვედრები და პრეზენტაციები გაიმართება. ხოლო Print Lab-ში ოფიციალური მერჩენდაიზის პერსონალიზებაა შესაძლებელი.
კომპანია ასევე ფლობს სხვა ფიზიკურ სივრცეს საქართველოში. Macron sports hub Tbilisi იტალიური ბრენდის წარმომადგენლობაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. მაკრონის შოურუმი ასევე მასპინძლობს და ბიზნეს შეხვედრებს წარმართავს B2B პარტნიორებთან რეგიონის მასშტაბით.
E-commerce გამოცდილება რეგიონისთვის
კომპანიის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა e-commerce პლატფორმა hubs.ge, რომლის ხედვაც თავიდანვე რეგიონულია. მიზანია, პლატფორმამ ეტაპობრივად მოიცვას ის ბაზრები, სადაც მსგავსი ფორმატის სპორტული e-commerce პლატფორმა დღეს არ არსებობს და მომხმარებელს დასავლურ პლატფორმებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა - მიწოდების სისწრაფე შესთავაზოს.

პარტნიორობა ბიზნესის განვითარებისთვის
იდეის ბიზნესად ქცევას ხედვასთან ერთად ინვესტიციაც სჭირდება. პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით Hubs-ის ფილიალი თბილისში, პეკინის გამზირისა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის კვეთაზე გაიხსნა. ინვესტიცია მის მოწყობასა და კომპანიის საცალო მიმართულების განვითარებას მოხმარდა.
თბილისში გახსნილი ფილიალის შემდეგ, Hubs-ის სამომავლო გეგმები რეგიონის დიდ ქალაქებში გაფართოებასაც მოიცავს. თითოეული ფილიალი საცალო და B2B მიმართულებებს გააერთიანებს - იქნება როგორც სპორტის მოყვარულებისთვის განკუთვნილი სავაჭრო ადგილი, ისე შეხვედრებისა და თანამშრომლობის სივრცე პარტნიორებისთვის.
სხვა სიახლეები
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
24.10.2026.21:32
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.
ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).
„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.
Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.
„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.