proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია. როგორც proservice.ge-ს სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Ad Summit Tbilisi 2024-ის სპეციალური სტუმარი კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რევაზ ნატროშვილი იქნება, რომელიც სპეციალურ პრეზენტაციას გააკეთებს.
„პრეზენტაციის თემა: "რა არის ჰოსტინგი ციფრულ მარკეტინგში?"
პროსერვისის შესახებ:
25 წლიანი გამოცდილება ქართულ ბაზარზე;
ინტერნეტ პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ლიდერი;
15,000 + კმაყოფილი მომხმარებელი;
ბაზრის 31%+ წილი;
17,000+ რეგისტრირებული დომენი;
Golden Brand-ის ჯილდოს მფლობელი (2023) ჰოსტინგ პროვაიდერის ნომინაციაში.
სერვისები:
შეარდ ჰოსტინგი;
ვირტუალური და ფიზიკური სერვერები;
GPU სერვერები;
კოლოკაცია;
დომენების რეგისტრაცია;
ვებ დეველოპმენტი.
სპეციალური შეთავაზება
ღონისძიების დამსწრეებისთვის მომზადებულია განსაკუთრებული საჩუქრები და გათამაშება!
თარიღი: 24 ნოემბერი“, - აღნიშნულია proservice.ge-ს სოციალურ ქსელში განტავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.