მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.1
-0.0079
flag
AZN 1.5281
-0.0011
flag
CNY 39.062
-0.0002
flag
EUR 2.9108
-0.0008
flag
GBP 3.4814
-0.0088
flag
KZT 57.36
0.0005
flag
TRY 0.052
0
flag
USD 2.5973
-0.0019
news banner

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

news image
mbc image

მსოფლიოში ცნობილი კორეული ბრენდის, Beauty of Joseon-ის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორის, PSP-ის ორგანიზებით, 2 ნოემბერს ივენთჰოლ „რესპუბლიკაში“ ბრენდის კორეელი წარმომადგენლებისა და ქართველი მომხმარებლების შეხვედრა გაიმართა.

ბრენდის ისტორიის, ფილოსოფიისა და პროდუქციის შესახებ პრეზენტაცია ქართველ აუდიტორიას თავად Beauty of Joseon-ის კორეელმა სპეციალისტებმა წარუდგინეს. ღონისძიებას ქართველი ინფლუენსერები, კანის მოვლის სფეროს ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მარაოების მასტერკლასი, პროდუქციის საპრეზენტაციო სივრცე და სპეციალურად ღონისძიებისთვის მომზადებული საჩუქრები.

Beauty of Joseon-ის პროდუქტები ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე სექტემბრის დასაწყისიდან არის ხელმისაწვდომი. ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით პოპულარული პროდუქტები: Relief Sun, Glow შრატი, Dynasty კრემი, ჟენშენისა და რეტინოლის შრატი და კიდევ 20-ზე მეტი დასახელების პროდუქტი.
Beauty of Joseon-ის ასორტიმენტი კანის მოვლის თითქმის ყველა ძირითად ეტაპს მოიცავს: გამწმენდებს, ტონერებსა და ესენციებს, შრატებს, დამატენიანებლებს, ნიღბებსა და მზისგან დამცავ საშუალებებს. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს კანის მოვლის მრავალსაფეხურიანი რუტინის გამარტივებულ, სასიამოვნო და ეფექტურ გამოცდილებას.

“PSP - ჩვენს ოფიციალურ პარტნიორად საქართველოში ფარმაცევტულ სექტორში მისი გამორჩეული ლიდერული პოზიციის, ქვეყნის მასშტაბით არსებული ფართო სააფთიაქო ქსელისა და ხარისხისა და მომხმარებელზე ორიენტაციის უმაღლესი სტანდარტებისადმი ერთგულების გამო შევარჩიეთ.
დარწმუნებულები ვართ, რომ PSP-ს ძლიერი საბაზრო პოზიცია, მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია ჩვენს შორის წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი პარტნიორობის გარანტი იქნება”- განაცხადა ჯეონგვუ სონმა (Jeongwoo Son), Beauty of Joseon-ის ევროპის ბიზნესის ხელმძღვანელმა.

„PSP, როგორც საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდი, ქართულ საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე K-Beauty-ის ტოპ ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს, საუკეთესო კორეული ასორტიმენტსა და მსოფლიო ბაზრის ყველაზე ტრენდულ პროდუქტებს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი კანის საჭიროებების მიხედვით შეარჩიოს ყოველდღიური მოვლის პროდუქტები. კორეელი სტუმრების შეხვედრა ქართველ აუდიტორიასთან მიზნად ისახავდა, მომხმარებლებს უფრო ახლოს გაეცნოთ ბრენდის ისტორია, ფილოსოფია და მისი პროდუქციის ეფექტურობის საფუძვლები.

Beauty of Joseon-ის ისტორია შთაგონებულია კორეის ჯოსონის დინასტიის ეპოქის სილამაზის კულტურით. ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციით შექმნილი ბრენდი ტრადიციულ კორეულ ინგრედიენტებს თანამედროვე და ეფექტურ ფორმულებთან აერთიანებს.

PSP საქართველოში მომხმარებელს კორეული კოსმეტიკური ბრენდების პირველი დისტრიბუტორია. 2018 წელს პირველი კორეული ბრენდი -Mizon სწორედ PSP-მ გააცნო ქართველს მომხმარებელს. დღეს PSP 10-ზე მეტი K-Beauty-ს ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია და Mizon, Missha, Mizon, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX და Erborian-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს“, - აცხადებენ PSP-ში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება

03.11.2026.16:29

„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“, რომელიც ისანში, ქეთევან დედოფლის გამზირის 69-ში, ისნის მეტროს მოპირდაპირედ მდებარეობს, ბინების წინასწარი გაყიდვები იწყება. წინასწარი გაყიდვების ეტაპზე, მხოლოდ 3 დღის განმავლობაში 5, 6 და 7 ნოემბერს, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ლიმიტირებულ ბინებზე ექსკლუზიური, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ და სასურველი ბინა საუკეთესო ფასად შეიძინონ. პროექტში ასევე, მოქნილი გადახდის პირობებია, ბინის შეძენა შესაძლებელია პირველადი შენატანის გარეშე, თვეში მხოლოდ 465 დოლარიდან.

„ჰისნი“ კომპანიის ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას, მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და ცხოვრების სრულიად ახალ სტანდარტს აერთიანებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და ის საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ოთხი 36-სართულიანი თაუერისგან შემდგარი პროექტი „ჰისნი“ საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ და საპარკინგე სივრცეებს მოიცავს. ასევე, მულტიფუნქციური პროექტი აერთიანებს 40 000 კვადრატული მეტრის სავაჭრო ცენტრს, 8 000 კვადრატული მეტრის რეკრეაციულ სივრცეს, 25-მეტრიან აუზს, პადელის კორტს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, თანამედროვე ფიტნესდარბაზსა და კაფე-რესტორნებს.

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 3 წლის განმავლობაში „ბიოგრაფი ლივინგი“ უკვე 10 პროექტს ახორციელებს. მათ შორის ყველაზე მასშტაბური პროექტია - „ჰისნი“, სადაც ახლა ბინების წინასწარ გაყიდვებს ვიწყებთ. პირველ და მეორე თაუერში ბინების 95% უკვე გაყიდულია, რაც პროექტის მიმართ საზოგადოების უდიდეს ნდობასა და ინტერესს ადასტურებს. შესაბამისად, წინასწარი გაყიდვების ეტაპი საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს გახდეს ამ გამორჩეული კომპლექსის ნაწილი და შეიძინოს ბინა ყველაზე ხელსაყრელი პირობებით,“ - აცხადებს ვასილ ფხაკაძე, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი დეველოპერული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ქალაქის ურბანულ განვითარებას უწყობს ხელს. „ჰისნი“ თავისი მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ამის კარგი მაგალითია. მოხარულები ვართ, რომ „ბიოგრაფი ლივინგთან“ მრავალწლიან თანამშრომლობას ვაგრძელებთ და ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაშიც ერთად ვმონაწილეობთ“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

„ბიოგრაფი ლივინგის“ მიზანია ურბანული გარემოს განახლება და დეველოპერულ ბაზარზე ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნა. კომპანიის ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც მობინადრეებს საშუალებას აძლევს, საცხოვრებელი გარემოდან ფეხით სავალ მანძილზე მიიღონ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ძირითადი სერვისები. „ბიოგრაფი ლივინგის“ მშენებარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი 75%-ს აღემატება, რაც კომპანიის პროექტების მიმართ მზარდ ინტერესსა და ნდობას ადასტურებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა