მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის

news image
mbc image

PSP-მ იტალიური ბრენდის Curasept-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის აღიარება მიიღო. 

28-30 სექტემბერს, რომში, პირის ღრუს მოვლის იტალიური ბრენდის, Curasept-ის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, 42 ქვეყნის წარმომადგენელს შორის, საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის ჯილდო საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერს, PSP-ს გადაეცა.

PSP-მ პირის ღრუს მოვლის იტალიური ბრენდი Curasept საქართველოს სამედიცინო და ფართო საზოგადოებას ხუთი წლის წინ გააცნო. ამ დროის განმავლობაში ბრენდი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ პოპულარულ არჩევანად ჩამოყალიბდა. PSP-სა და Curasept-ის პარტნიორობა მომხმარებლებისთვის პირის ღრუს მოვლის თანამედროვე პროდუქტებისა და შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობასთან ერთად, პროფესიული განათლებისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასაც ემსახურება. პარტნიორობის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ღონისძიება სტომატოლოგების, პაროდონტოლოგებისა და იმპლანტოლოგებისთვის, რაც მათი პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას ქმნის.

Curasept PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია, რომელიც სპეციალიზირებულია როგორც პირის ღრუს ყოველდღიურ მოვლაზე, ასევე სამკურნალო მიმართულების განვითარებაზე. Curasept აწარმოებს პირის ღრუს ჰიგიენისა და მოვლის საშუალებების მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც განკუთვნილია ჩვილებისთვის, ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის, მათ შორის სპეციალური მოვლის საჭიროების მქონე პირებისთვის.

„პარტნიორი კომპანიების მხრიდან დაჯილდოება PSP-სთვის ახალი არ არის, თუმცა თითოეული ახალი აღიარება მეტ პასუხისმგებლობას გვმატებს და მოტივაციას გვაძლევს, რომ ქართული კომპანიის სახელი კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მიღწევას დავუკავშიროთ“, - აცხადებენ PSP-ში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა

13.11.2026.17:33

საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო განათლების ცენტრ LEAF-ის ერთობლივი რეგიონული ტური, რომელიც რუსთავში დაიწყო, გორში გაგრძელდა. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.

ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება:

• 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50;
• 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა