PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
7-10 მაისს საქართველოს დედაქალაქმა მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ხელოვნების ცენტრში Factory Tbilisi უმასპინძლა. ტრადიციულად კომპანია PSP MBFW Tbilisi-ს მხარადამჭერია.
კვირეულზე ჩვენებები გამართეს, როგორც მოდის სფეროში უკვე დამკვიდრებულმა პროფესიონალებმა, ასევე კოლექციები წარადგინეს ახალმა, დამწყებმა დიზაინერებმა.
2026 წლის მიმდინარე სეზონზე აუდიტორიის წინაშე ახალი კოლექცია თერთმეტმა დიზაინერმა წარადგინა.
PSP MBFW Tbilisi-ს ტრადიციული მხარდამჭერია. მოდის კვირეულზე ფრანგულ პრემიუმ ბრენდ Caudalie-სთან ერთად კომპანიის მრავალფეროვანი დეკორატიული და თავის მოვლის საშუალებები Catrice, COSRX, Fanola, Essence, bellaoggi წარუდგინა მონაწილეებს.
ჩვენებების გარდა, პროგრამა გამოფენებსა და სპეციალურ ღონისძიებებს მოიცავდა. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში, Factory Tbilisi-ის სცენაზე შვედმა მუსიკოსმა Jay-Jay Johanson ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად, დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქა.
თბილისი კვლავ მოექცა საერთაშორისო მოდის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. კვირეულს მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო სტუმრებმა - მედიის წარმომადგენლებმა, ინფლუენსერებმა, მოდის კრიტიკოსებმა და ინდუსტრიის პროფესიონალებმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე IGF-ის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა
იტალიური ლეგენდის 80 წელი: Vespa ექსკლუზიურ და ლიმიტირებულ მოდელს „Edizione Ottantesimo“-ს წარადგენს
ekalata.gov.ge -ს პორტალს პირველივე დღეს 20 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავდა - ირაკლი ლექვინაძე
სხვა სიახლეები
ევროკავშირი საქართველოს განიხილავს ენერგიის დივერსიფიკაციისა და ფასების ოპტიმიზაციის საიმედო წყაროდ - მარიამ ჩახვაშვილი
29.06.2026.14:30
ამჟამად ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან ვახორციელებთ, თურქეთი კი ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარია, თუმცა გარკვეულ წლებში ექსპორტს სომხეთის მიმართულებითაც ვეწეოდით - რაც შეეხება რუსეთსა და აზერბაიჯანს, მათ საკუთარი ენერგორესურსები იმგვარ ფასად აქვთ, რომ ჩვენი ელექტროენერგიის შესყიდვის საჭიროება არ გააჩნიათ, თორემ ფიზიკურად გატანის შესაძლებლობა და ინფრასტრუქტურა არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „სამომავლოდ კი, როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ამუშავდება, საშუალება მოგვეცემა, ექსპორტი ევროპის მიმართულებითაც განვახორციელოთ“.
„რა თქმა უნდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მთავარი მიზანი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. ევროკავშირში ელექტროენერგიაზე შედარებით მაღალი ტარიფებია; განსაკუთრებით ენერგეტიკული კრიზისის დროს ფასები მკვეთრად, 3-4-ჯერ გაიზარდა წინა წლებთან შედარებით, რის გამოც ეს ალტერნატიული ხაზი ევროპული მხარისთვისაც მეტად მიმზიდველი გახდა.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა ამ ინიციატივას ურთიერთინტერესის პროექტის -Project of Mutual Interest (PMI) - სტატუსი მიანიჭა, რაც მათ ოფიციალურ დაინტერესებაზე მიუთითებს. ევროპული მხარე მზად არის, გამოყოს შეღავათიანი ფინანსური რესურსი, იქნება ეს დაბალპროცენტიანი სესხის თუ გრანტის სახით, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, პროექტი სწორედ მათი ფონდებიდან დავაფინანსოთ.
ეს ორმხრივი ინტერესი აჩვენებს, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს ენერგიის დივერსიფიკაციისა და ფასების ოპტიმიზაციის საიმედო წყაროდ. ანალოგიურად ვუყურებთ ამ პროცესს ჩვენც - ეს არის ახალი ბაზრების ათვისებისა და ბევრწილად უფრო სტაბილურ, მაღალმარჟიან პლატფორმებზე გასვლის საუკეთესო შესაძლებლობა. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ერთის მხრივ ჩვენი ამოცანაა დეფიციტის შემცირება, მეორეს მხრივ ექსპორტის სწორი მართვა“, - აღნიშნა ჩახვაშვილმა.
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის, მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგია სეზონურობით ხასიათდება, ქვეყანას ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია, რაც მათი მაქსიმალური ათვისების აუცილებლობას განაპირობებს.