მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

news image
mbc image

2026 წლის სააფთიაქო ბაზრის სამომხმარებლო კვლევის შედეგებით, „PSP ფარმა“ კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებლისთვის პირველ არჩევანად რჩება.
კვლევის მიხედვით, PSP ლიდერია ბრენდის ცნობადობის მიმართულებითაც - მომხმარებლების მიერ აფთიაქების დასახელებისას PSP ყველაზე ხშირად აღინიშნება. Top of Mind მაჩვენებელი 42%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფთიაქის გახსენებისას მომხმარებლების ყველაზე დიდი ნაწილი პირველ რიგში PSP-ს ასახელებს.

PSP-ს ლიდერობას მომხმარებელთა არჩევანიც მკაფიოდ აჩვენებს. კვლევის მიხედვით, PSP-ს მომსახურებით მომხმარებელთა 82% სარგებლობს, ხოლო მომხმარებლის 39%-ისთვის სწორედ PSP წარმოადგენს ძირითად არჩევანს. ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ძლიერ პოზიციას არა მხოლოდ ცნობადობის, არამედ სამომხმარებლო ქცევის მიმართულებითაც.

მომხმარებლები PSP-ს სააფთიაქო ქსელებს შორის ლიდერად აღიქვამენ - რესპონდენტების 56% PSP-ს ასახელებს ბაზრის ლიდერად, ხოლო 51% - ყველაზე სანდო აფთიაქად. PSP პირველ ადგილზეა შეფასების თითქმის ყველა პარამეტრით. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, PSP-ში სასურველი პროდუქტის პოვნა მარტივია. 52% მიიჩნევს, რომ PSP-ს ყველაზე კარგი ასორტიმენტი და ბრენდები აქვს. რესპონდენტების 50%-სთვის PSP-ში შესვლა სასიამოვნო გამოცდილებაა. ფასების ხელმისაწვდომობის მხრივაც PSP ლიდერ პოზიციაზეა.

კვლევის შედეგების მიხედვით, აფთიაქის არჩევისას მომხმარებლები რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს აქცევენ ყურადღებას. მათთვის ძირითად აფთიაქში სიარულის მიზეზებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, კარგი აქციები, ფარმაცევტის კვალიფიციური მომსახურება და მისაღები ფასებია.

კვლევა ჩატარდა 2026 წელს, საქართველოს მასშტაბით, კომპანია ACT Research-ის მიერ და მასში 800-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.
PSP 1994 წლიდან ევროპული მედიკამენტების პირველი და ოფიციალური დისტრიბუტორია. დღეს კომპანია მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო პროდუქტების მწარმოებლების, მათ შორის 100-ზე მეტი GMP-ის სტანდარტის მქონე ფარმაცევტული საწარმოს პროდუქციას წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე.
PSP 30 წელზე მეტია მომხმარებლისთვის ხარისხის გარანტია. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვას. PSP-ს სააფთიაქო ქსელს გერმანელი ექსპერტების აუდიტის შედეგად მინიჭებული აქვს ISO 9001-2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი. PSP-ს სადისტრიბუციო საწყობს კი უკვე ორჯერ აქვს წარმატებით გავლილი GDP სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტი და მიღებული აქვს „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.
დღეს PSP საქართველოს მასშტაბით 360-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს და 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია, ასევე საკვები დანამატები, დედისა და ბავშვის მოვლის საშუალებები, პირის ღრუს ჰიგიენის და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო არჩევანი. კომპანია მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს მედიცინისა და დერმატოლოგიური კოსმეტიკის სიახლეების კვალდაკვალ.
PSP გახდა პირველი ფარმაცევტული კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს ფიზიკურ ფილიალებთან ერთად ონლაინ მომსახურება შესთავაზა. ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე, რომელიც კომპანიის ვებსაიტის და სმარტფონის აპლიკაციას აერთიანებს, წარმოდგენილია ქსელის სრული ასორტიმენტი, რომლის შეძენაც მომხმარებელს ადგილზე მიტანით ან შემნახველ ლოქერში დატოვების სერვისითაც შეუძლია. პლატფორმა ასევე აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რაც მომხმარებლებს ასორტიმენტის შერჩევის და ყიდვის პროცესს უმარტივებს.
PSP არის კომპანია, რომელსაც არა მხოლოდ მომხმარებლები ირჩევენ და ნდობას უცხადებენ მისი პროდუქციის ხარისხს, არამედ საერთაშორისო ექსპერტებისა და საზოგადოების გამოკითხვით, არაერთი პრიზი აქვს მიღებული საქართველოში და საერთაშორისო დაჯილდოებებზე, როგორიც არის Ad Black Sea, Stevie Awards, The One Show, The Clios, ADCE, Epica Awards, KIAF, Baku Flames. 2025-2026 წლებში PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ კამპანიებად იქცა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Fitch-მა SOCAR-ის რეიტინგი „BBB-“ დონეზე დაადასტურა, სტაბილური პროგნოზით

29.09.2026.18:00

Fitch Ratings-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) და არაუზრუნველყოფილი ვალდებულებების რეიტინგი „BBB-“ დონეზე დაადასტურა. გრძელვადიანი IDR-ის პროგნოზი „სტაბილურია“.

SOCAR-ის სრულ მფლობელს აზერბაიჯანის სახელმწიფო წარმოადგენს და მისი რეიტინგი Fitch-ის მთავრობისთან დაკავშირებული საწარმოების (GRE) შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად აზერბაიჯანის სუვერენულ რეიტინგთან („BBB-/სტაბილური“) გათანაბრებულია. რეიტინგების გათანაბრებას განაპირობებს კომპანიისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეული მხარდაჭერა ფინანსური გარანტიების, ფულადი შენატანებისა და კაპიტალში დამატებითი შენატანების სახით, ასევე SOCAR-ის სოციალური ფუნქციები და მისი მნიშვნელობა, როგორც სახელმწიფოს ინსტრუმენტისა ნავთობისა და გაზის პროექტების განვითარებისთვის.

ჩვენ SOCAR-ის დამოუკიდებელი საკრედიტო პროფილის (SCP) რეიტინგი „bb-“-დან „bb“-მდე გავზარდეთ, რაც კომპანიის ფინანსური ბერკეტის მაჩვენებლების გაუმჯობესებით არის განპირობებული. SOCAR-ის SCP ასახავს ნავთობისა და გაზის საშუალო მასშტაბის წარმოებას, ბიზნესის ინტეგრირებულ მოდელს, ძლიერ ფინანსურ პროფილსა და კორპორაციული მართვის მიმართულებით არსებულ შეზღუდვებს.

გადაწყვეტილების მიღებისა და ზედამხედველობის ძლიერი მექანიზმები: აზერბაიჯანის მთავრობას SOCAR-ის საქმიანობაზე, ფინანსურ მაჩვენებლებსა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი კონტროლი აქვს, რაც ეფექტიან ზედამხედველობაზე მიუთითებს. კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ნიშნავს. სახელმწიფოს ასევე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს SOCAR-ის სტრატეგიასა და საქმიანობაზე.

სახელმწიფო მხარდაჭერის ძლიერი ისტორია: მთავრობას კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევის ხანგრძლივი პრაქტიკა აქვს, მათ შორის კაპიტალში დამატებითი შენატანებისა და ვალის გარანტიების სახით. SOCAR-ის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოს კომპანიის ვალის 25%-ზე სახელმწიფო გარანტიები ვრცელდებოდა, რაც „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) კონსოლიდაციის შემდეგ დაფიქსირდა. ისტორიულად ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო — 2023 წლის ბოლოს 4% — ხოლო SGC-ის ევრობონდების დაფარვის შემდეგ, ჩვენი შეფასებით, ის დაახლოებით 12%-მდე შემცირდა. SOCAR-ის დამოუკიდებელი საკრედიტო პროფილი კვლავ მყარია, რასაც ხელს უწყობს ნახშირწყალბადებზე ხელსაყრელი ფასები და, შესაბამისად, ამ ეტაპზე სახელმწიფო მხარდაჭერის საჭიროების შემცირება. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავრობა კომპანიას პირდაპირ მხარდაჭერას გაუწევს.

სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლის შენარჩუნება: SOCAR მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანის ეკონომიკაში, როგორც ნავთობისა და გაზის მწარმოებელი და ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტების გამყიდველი, ასევე ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC), მონაწილე. SOCAR ასევე ფლობს წილებს ნავთობისა და გაზის სხვადასხვა ერთობლივ საწარმოში და მათში სახელმწიფოს წარმოადგენს. ეს ერთობლივი საწარმოები ქვეყნის ნახშირწყალბადების წარმოებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. SOCAR ქვეყანაში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი და გადასახადის გადამხდელია და სახელმწიფოს მთავარი ინსტრუმენტია ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის განვითარებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა