PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
2025 წელს ჩატარებული ფარმაციის ბაზრის სამომხმარებლო კვლევის მიხედვით, „PSP ფარმა” ბაზრის ლიდერია. კომპანია ლიდერის პოზიციას 2013 წლიდან ინარჩუნებს და მომხმარებლისთვის #1 არჩევანს წარმოადგენს.
უპირველეს ყოვლისა, PSP-ს ლიდერის პოზიცია აქვს სააფთიაქო ბაზარზე ბრენდების ცნობადობის პარამეტრით. აფთიაქის ხსენებაზე მომხმარებელი პირველ რიგში PSP-ს ასახელებს; ასევე, მომხმარებელი ენდობა და რეკომენდაციას უწევს PSP-ს. სააფთიაქო ქსელებს შორის მომხმარებლის 96%-ს PSP ახსენდება სპონტანურად. PSP ლიდერია ნაცნობი აფთიაქების ჩამოთვლისას პირველ რიგში დასახელების თვალსაზრისითაც (TOM - Top of Mind 42%).

ლიდერის პოზიციას ადასტურებს სამომხმარებლო წილების განაწილებაც - PSP ლიდერია არა მხოლოდ ცნობადობის, არამედ სამომხმარებლო წილების მიხედვითაც. ჯამურად, მომხმარებელთა 74% ზოგადად სარგებლობს PSP-ს მომსახურებით, ხოლო 37% არჩევანს ძირითადად PSP-ზე აკეთებს.

კვლევის თანახმად, მომხმარებლები აფთიაქს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით ირჩევენ. უმეტესად მომხმარებლები ითვალისწინებენ ხელსაყრელ ადგილმდებარეობას, მისაღებ ფასებს, აქციებს და ფარმაცევტის კვალიფიციურ მომსახურებას.

აფთიაქების სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარებულია კომპანია ACT Research-ის მიერ, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება და მასში 5000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
PSP 1994 წელს დაფუძნდა და საქართველოში ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. დღესდღეობით კომპანიას საქართველოში 100-ზე მეტი GMP სტანდარტის მქონე ფარმაცევტული ქარხნის პროდუქცია შემოაქვს. 2008 წლიდან PSP ერთადერთი ფარმაცევტული ქსელია კავკასიაში, რომელსაც გერმანელი ექსპერტების მიერ ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი, ISO 9001-2008 აქვს მინიჭებული. ამასთან, PSP-ს არაერთხელ აქვს წარმატებით გავლილი GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი და მოპოვებული აქვს „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.
აღსანიშნავია, რომ PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალი, დასავლური სტანდარტი დაამკვიდრა.
ამჟამად PSP-ს საქართველოს მასშტაბით 350-ზე მეტი ფილიალი აქვს და 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. PSP-ს ქსელში ხელმისაწვდომია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ფარმაციის, პარაფარმაციის, საკვები დანამატების, დედის და ბავშვის პროდუქციის, პირის ღრუს მოვლის და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტი. ფიზიკური აფთიაქების გარდა, PSP-ს ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ქსელში არსებული სრული ასორტიმენტის ონლაინ შეძენა და ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა შეუძლია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.