PSP-ში სილამაზის და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქციაზე 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლებით.
50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება მომხმარებლის საყვარელ ბრენდებზე: Nuxe, Lierac, Bioderma, Topicrem, Uriage, SVR, Soskin, Vichy, La Roche Posay, CeraVe, Embryolisse, Payot; 30-35%: Avene, Klorane, Ducray, Rituals. 40%-იანი ფასდაკლებით - კორეული და პრემიუმ დეკორატიული კოსმეტიკის პროდუქტები.
?? თებერვლის ჩათვლით, PSP-ს სააფთიქო ქსელში საქართველოს მასშტაბით 330 აფთიაქში და ონლაინ psp.ge შეარჩიეთ საჩუქარი სიყვარულით და მიიღეთ 50%-მდე ფასდაკლება.
“უკვე 30 წელია, PSP 335 აფთიაქი საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის ოცი ათასზე მეტი დასახელების გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს, სამედიცინო, ბავშვთა კვების, მოვლის საშუალებებსა და მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების პროდუქტებს.
დაარსების დღიდან, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია. ჩვენი მომხმარებელი 14 თებერვალს „ვალენტინობის“ დღესასწაულს აღნიშნავს და საყვარელ ადამიანს განსაკუთრებულ საჩუქარს ურჩევს. PSP მსოფლიოში ცნობილი ბრენდების კოსმეტიკის და თავის მოვლის ბრენდების ძალიან ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ, როგორც ქალის, ასევე მამაკაცისთვის, 50%-მდე ფასდაკლება მომხმარებელს კიდევ უფრო უმარტივებს საჩუქრის შერჩევას და შოპინგის ახალ, სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობს. კომპანია თავის მომხმარებელს „ვალენტინობის“ დღეს კიდევ მეტ სიახლეს შესთავაზებს.“ - აცხადებენ PSP-ში.
#შეარჩიე განსაკუთრებული სიყვარულით საჩუქარი PSP-ში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.