მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა - კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში

news image
mbc image

„პასუხი იქვე, სადაც მუშაობთ“ - PSP AI ასისტენტი თანამშრომლებს ინფორმაციის წამებში მოძიებაში, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და პროფესიული ცოდნის განვითარებაში ეხმარება.

PSP-ში ხელოვნური ინტელექტი უკვე არა მომავლის ტექნოლოგია, არამედ თანამშრომლის ყოველდღიური სამუშაო ინსტრუმენტია.

ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა PSP-ში გრძელდება. კომპანიამ თანამშრომლებისთვის PSP AI ასისტენტი დანერგა, რომელიც კომპანიის ცოდნას, ინსტრუქციებსა და სამუშაო სისტემებში არსებულ ინფორმაციას ერთ სივრცეში აერთიანებს და თანამშრომლებს საჭირო პასუხის მყისიერად მიღების შესაძლებლობას აძლევს.

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა წლების წინ დაიწყო და ამ მიმართულებით მსოფლიო სტანდარტების დანერგვას მუდმივად აგრძელებს.

წელს PSP-მ ციფრული ტრანსფორმაციის მორიგი ეტაპი წარმატებით განახორციელა - ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციებში.

ახალი PSP AI ასისტენტი თანამშრომელს საშუალებას აძლევს, მისთვის საჭირო ინფორმაცია ბუნებრივი ენით, მარტივი კითხვით მოიძიოს - ისე, როგორც კოლეგას მიმართავდა. ასისტენტი პასუხს კომპანიის ინსტრუქციებში, პროდუქტების კატალოგსა და სამუშაო სისტემებში ეძებს. ის ქართულ ენაზე მუშაობს, ინგლისურენოვან კითხვებს კი ინგლისურად პასუხობს. პასუხები კომპანიის დაგროვილ ცოდნას, ინსტრუქციებსა და უკვე განხილულ შემთხვევებს ეფუძნება.

PSP AI ასისტენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია ფარმაცევტებისთვის. მას შეუძლია წამებში მოიძიოს ინფორმაცია ათიათასობით მედიკამენტის შესახებ, მათ შორის ანოტაციები, დოზირების დეტალები, შემადგენლობა და ანალოგები.

მედიკამენტებთან დაკავშირებული პასუხები შესაბამის ანოტაციებს ეფუძნება და ფარმაცევტს პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში ეხმარება.

ასისტენტი თანამშრომლებს ასევე მყისიერად აწვდის ინფორმაციას აფთიაქების ქსელში არსებული მედიკამენტებისა და პროდუქტების მარაგების, მიმდინარე აქციებისა და ლოიალობის პროგრამების, კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტების შესახებ, ERP ოპერაციებსა და სამუშაო პროგრამებზე, კოლეგებსა და მათ საკონტაქტო ინფორმაციაზე, HR საკითხებზე, შრომით რეგულაციებსა და კომპანიის ბენეფიტებზე.

PSP AI ასისტენტის შესაძლებლობები მხოლოდ ინფორმაციის მოძიებით არ შემოიფარგლება. მას შეუძლია კომპანიის სისტემებიდან ანგარიშების მომზადება, თანამშრომლის დასტურის მიღების შემდეგ SMS შეტყობინებების გაგზავნა, ინციდენტების რეგისტრაცია და ფარმაცევტების პროფესიული ცოდნის განვითარებაში მონაწილეობა.

PSP AI ასისტენტი აერთიანებს ინტერაქციულ საგანმანათლებლო მოდულს „პსპ აკადემიას“, რომელიც ფარმაცევტებს უსაფრთხო ციფრულ გარემოში რეალურ სამუშაო სიტუაციებზე დაფუძნებული სიმულაციებით, ინდივიდუალური სასწავლო ფორმატებითა და მყისიერი უკუკავშირით პროფესიული უნარებისა და ცოდნის განვითარების შესაძლებლობას აძლევს. სწავლების პროცესი სრულად მოქნილია - ფარმაცევტს შეუძლია თავად აირჩიოს სასურველი თემა, ფორმატი და მეცადინეობის დრო.

PSP AI ასისტენტი შიდა მოხმარების ინსტრუმენტია, მუშაობს კომპანიის სერვერებზე და მასზე წვდომა მკაცრად კონტროლდება. თანამშრომელთა პირადი ინფორმაცია ასისტენტისთვის მიუწვდომელია. 

PSP AI ასისტენტის დანერგვის შედეგად, თანამშრომლებს ინფორმაციის მოძიებასა და დაზუსტებაზე დროის დახარჯვა აღარ უწევთ, შედეგად ფარმაცევტს მეტი დრო რჩება მომხმარებლისთვის, მენეჯერს - რთული საკითხების გადასაჭრელად, ხოლო ახალი თანამშრომელი სამუშაო პროცესებს უფრო სწრაფად ეუფლება.

PSP ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ახორციელებს. კომპანიამ ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია პირველად SMART WMS-ის დანერგვით 2023 წელს დაიწყო, 2024 წელს კი Microsoft-ის თანამედროვე ERP ტექნოლოგიების გამოყენება გააფართოვა და ფინანსური, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მოდულები დანერგა.

2025 წელს PSP გახდა პირველი ფარმაცევტული კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamics 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა. ამით კომპანიამ მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნესპროცესების მართვის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.

„PSP-მ, როგორც ფარმაცევტული ბაზრის ლიდერმა, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვისთვის მზადება წლების წინ დაიწყო. კომპანიისთვის, რომელიც მომხმარებელსა და თანამშრომლებზე ზრუნვას საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს, ტექნოლოგიების დანერგვა მხოლოდ პროცესების ავტომატიზაციას არ ნიშნავს - ეს არის შესაძლებლობა, თანამშრომლებს გავუმარტივოთ ყოველდღიური სამუშაო, გავზარდოთ ოპერაციული ეფექტიანობა და საბოლოოდ მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. PSP აგრძელებს ინოვაციების დანერგვას მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად“ - აცხადებენ PSP-ში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფულადი პრიზები და საჩუქრები - მიკრობანკ „კრისტალში“ გზავნილების აქცია დაიწყო

16.11.2026.10:51

მიკრობანკი “კრისტალი” მომხმარებლებს ფულადი გზავნილების ახალ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს საშუალება აქვს, ყოველ კვირას ფულადი პრიზი მოიგოს და, ამავდროულად, დამატებითი ბენეფიტებითაც ისარგებლოს.

აქციაში მონაწილეობისთვის საჭიროა, მომხმარებელმა ფულადი გზავნილი მიკრობანკ “კრისტალის” ფილიალში მიიღოს. მას, ვინც კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი მოცულობის საერთაშორისო გზავნილს გაანაღდებს, პრიზის სახით 100 ლარი გადაეცემა. ამას გარდა, გამარჯვებული “კრისტალის” სადებეტო ბარათითა და მულტისავალუტო ანგარიშითაც დასაჩუქრდება.

გზავნილის განაღდება მიკრობანკ “კრისტალის” ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. აქცია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მის ფარგლებში სულ 12 გამარჯვებული გამოვლინდება.

აქციის პირობები ვრცელდება შემდეგ სისტემებზე: Western Union, Ria, MoneyGram და Intel Express.

ფულადი გზავნილები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო ფინანსური პროდუქტია. აქციის მიზანია, წაახალისოს მომხმარებლები, რომლებიც მიკრობანკ “კრისტალის” მარტივ, სანდო და კომფორტულ მომსახურებას ირჩევენ და მათ დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობის საშუალებაც მისცეს.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600+ მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

იხ. ვებგვერდი https://crystal.ge/

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა