პურის საწარმოებისთვის გაზის ტარიფზე განსხვავებული პირობა შენარჩუნდება - ლევან დავითაშვილი
გაზის ტარიფზე პურის საწარმოებისთვის განსხვავებული პირობა იქნება შენარჩუნებული, - ამის შესახებ ვიე პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, „სოკართან“, რომელიც საქართველოში გაზის ძირითადი მომწოდებელია, ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„როდესაც ნავთობპროდუქტებზე ფასები იზრდება, ეს პერიოდულად აისახება ხოლმე გაზის კომერციულ ტარიფში. რაც შეეხება კონკრეტული სტრატეგიული ობიექტებისთვის პრეფერენციული პირობების შენარჩუნებას, ჩვენ გვაქვს ამაზე დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან.
ყოველ შემთხვევაში „სოკართან“, რომელიც მთავარი მომწოდებელია და ის ითვალისწინებს ამ სექტორის მნიშვნელობას და აქედან გამომდინარე, განსხვავებული ტარიფით სთავაზობს გაზს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი რეჟიმი შენარჩუნდება, ამაზე გვაქვს დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ძირითადად ჩვენ ამაზე გვაქვს შეთანხმება და დარწმუნებული ვარ რომ ეს შეთანხმება ძალაში დარჩება და შესაბამისად ეს არ უნდა იყოს ზედმეტი წნეხი პურის მცხობელი კომპანიებისთვის.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1მ³ ბუნებრივი გაზის ფასი იცვლება.
ამის შესახებ მომხმარებლებს „სოკარ ჯორჯია გაზი", "საქორგაზი" და "თელავიგაზი" ატყობინებენ.
კერძოდ, ამ ბიზნეს ოპრატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1მ³ ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 (ერთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.
უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.