ქალაქში ქალაქი - "თბილისი ჰილსის" უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი
თუკი ოდესმე გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა გეცხოვრათ ისეთ ადგილას, სადაც ყველაფერი რაც გსურთ, ერთ სივრცეშია თავმოყრილი, ყოველდღიურობა კი მშვიდი და ქალაქის ხმაურისგან თავისუფალია, მაშინ აუცილებლად უნდა შეიტყოთ უფრო მეტი “თბილისი ჰილსის” საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ, რომელიც ქალაქის ცენტრიდან ახლოს, კრწანისთან მდებარეობს.
თბილისი ჰილსი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მასშტაბური, ინოვაციური და უნიკალური პროექტია. 331 ჰექტარზე მოწყობილი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსიაერთიანებს მიწის ნაკვეთებს, თანამედროვე აპარტამენტებსა და პრესტიჟულ კერძო ვილებს. FIABCI-ის გამარჯვებული ყველაზე მწვანე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ევროპული სტანდარტებით არის შექმნილი და განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც უმაღლესი ხარისხი, პრემიუმ კლასის გარემო და ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველაზე მნიშვნელოვანია.


კომპლექსში თითოეული მიწის ნაკვეთი 1100 კვადრატულიდან იწყება, რათა მაქსიმალურად შენარჩუნებული იყოს თანაფარდობა სახლსა და გამწვანებას შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერიტორიის მხოლოდ 10% ეთმობა განაშენიანებას, დანარჩენი 90% კი ბუნება და სიმწვანეა. მიწის ნაკვეთები ერთმანეთისგან ზომით, რელიეფითა და ხედით განსხვავდება, ხოლო მათთვის, ვინც უპირატესობას ბინის შეძენას ანიჭებს, კომპლექსში პრემიუმ აპარტამენტებსაც შეხვდებით.

თბილისი ჰილსის ახალი აპარტამენტები წარმოადგენს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მაცხოვრებლების ყოველ მინიმალურ სურვილსა და საჭიროებას. ეს არის ადგილი, სადაც თანაბრად კომბინირებულია მაღალი ხარისხი და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, გამწვანებასა და მოსასვენებელ სივრცეებთან ერთად. თითოეულ აპარტამენტს გამოარჩევს: მაღალი ჭერი და ვიტრაჟები, იზოლირებული აივნები და ხმაგაუმტარი კედლები, ტერასები საჩრდილობელი სისტემით, უფასო საპარკინგე ადგილი და უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, თუმცა მათთვის, ვინც რაიმე განსაკუთრებულს ეძებს, შეუძლია არჩევანი შეაჩეროს პენტჰაუსებსა და აპარტამენტებზე ტერასაზე აუზით. აპარტამენტების გვერდით ასევე ეწყობა კომერციული შენობა და ცენტრალური პარკი, რომელიც მაცხოვრებლებისთვის მაქსიმალურად სასიამოვნოს გახდის ყოველდღიურობას.

პროექტი „ქალაქში ქალაქის” კონცეფციას ატარებს და მიზნად ისახავს, ქალაქის ცენტრიდან 20 წუთის გზაზე, შუაგულ ბუნებაში, შექმნას სივრცე, სადაც ყველაფერი რაც გჭირდება, შენი სახლიდან რამდენიმე წუთის სავალზეა.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უპირატესობა, რაც კომპლექსის ტერიტორიაზე შეგხვდებათ საქართველოში ერთადერთი 18 ფოსოიანი პროფესიონალური გოლფის მოედნებია, რომელიც ევროპის მოედნების TOP ასეულშია შეტანილი. გოლფის კლუბი თბილისი ჰილსში უკვე 5 წელია რაც არსებობს და ამ დროის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურნირს უმასპინძლა. გოლფის მოედნების გარდა, კომპლექსში შეგიძლიათ ევროპულ რესტორან ONO at Hills-საც ესტუმროთ, რომელიც გამოირჩევა თვალისმომჭრელი ხედებით, დახვეწილი ინტერიერითა და უგემრიელესი კერძებით.

ამასთან ერთად, კომპლექსი დღითიდღე იზრდება და ვითარდება. სულ ცოტა ხანში ეს იქნება კეთილმოწყობილი ქალაქი, სადაც გაერთიანდება სუპერმარკეტების ქსელი, აფთიაქი, სკოლა, პარკები და უამრავი ადაპტირებადი სივრცე, რომელიც სავსე იქნება სიახლეებითა და შესაძლებლობებით.
ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პროექტი სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეა, რომელიც გააერთიანებს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, პიკელბოლისა და ჩოგბურთის მოედნები, სპა, საუნა, სპორტდარბაზი, რესტორანი და სხვა. სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსთან ერთად იგეგმება ქლაბჰაუსის მშენებლობაც, რომელიც შექმნის საქართველოში პირველ ჰაბს როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი გოლფერებისათვის.

“თბილისი ჰილსი” არის პროექტი მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად ჯანსაღ და ენერგოეფექტურ გარემოში ცხოვრება, დიდ როლს ანიჭებს უსაფრთხოებასა და პირადი სივრცის განცდას, დაინტერესებულია აქტიური ცხოვრების წესით და სურს გახდეს სამეზობლოს ნაწილი, რომელიც გამოირჩევა ერთმანეთთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობებით, აქტიურად ერთვება სხვადასხვა ღონისძიებებში და რომლისთვისაც “თბილისი ჰილსში” ცხოვრება კომფორტისა და ჰარმონიის უნიკალური ნაზავია.
სხვა სიახლეები
ასობით წერილი კაპიტანს - საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა
09.06.2026.18:25
ზოგიერთი ისტორია მხოლოდ სტატისტიკა არ არის.
129 მატჩი. 17 წელი. ათობით დაუვიწყარი საღამო, გამარჯვება, მარცხი, ემოცია, რომელიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში დარჩა. მაგრამ გურამ კაშიას ისტორია ამ რიცხვებზე ბევრად მეტია. ეს არის იმ ადამიანის არ გაჩერების ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წინ საკუთარი მაგალითით მიუძღოდა - მაშინაც, როცა ტრიბუნები ზეიმობდა და მაშინაც, როცა ყველაზე რთულ წუთებში გუნდის გვერდით დგომა იყო საჭირო.
2 ივნისს ეროვნული ნაკრების მაისურით კაპიტანი ბოლოჯერ ვიხილეთ.
მომენტი, რომლის დადგომაც თითქოს ყველამ ვიცოდით, მაგრამ რომლისთვისაც მზად არავინ ვიყავით.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა სპონსორმა, შექმნა სპეციალური პლატფორმა - arg4cherde.ge, რომლის მეშვეობითაც თითოეულ გულშემატკივარს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვებით ეთქვათ მადლობა კაპიტანისათვის.
რამდენიმე დღეში პლატფორმა ათასობით წერილმა, მოგონებამ და ემოციამ გააერთიანა. გულშემატკივრები იხსენებდნენ ისტორიულ გამარჯვებებს, ნაკრებთან დაკავშირებულ ყველაზე ემოციურ მომენტებს და იმ როლს, რომელიც გურამ კაშიამ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეასრულა.
“შენ იყავი ერთ ერთი ღირსეული კაპიტანი რომელმაც საქართველო ევროპაზე გაიყვანა მადლობა კაპიტანო ყველა მოგებული თუწაგებული თამაშისთვის”.
ბევრი წერილი კაშიას იმ თვისებებს ეხებოდა, რომლებიც მან წლების განმავლობაში არაერთ თაობას აჩვენა - ლიდერობას, პასუხისმგებლობასა და თავდადებას.
“კაშო, 17 წლის განმავლობაში თქვენ არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდით მოედანზე, არამედ მაგალითი იყავით თაობებისთვის. თქვენი თავდადება, პროფესიონალიზმი და ლიდერობა საქართველოს ფეხბურთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. კაპიტნის სამკლაურით თქვენ აერთიანებდით გუნდს, შთააგონებდით გულშემატკივრებს და ამაყად ატარებდით ქვეყნის სახელს. მადლობა თითოეული მატჩისთვის, თითოეული ბრძოლისა და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ქართველ ხალხს აჩუქეთ. თქვენი გზა დარჩება შთაგონებად მომავალი თაობებისთვის”.
გულშემატკივრები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ იმ ემოციებსაც, რომლებიც კაპიტანმა და ეროვნულმა ნაკრებმა მთელ ქვეყანას აჩუქეს.
“მადლობა კაპიტანო! მადლობა რომ ფეხბურთი შეგვაყვარე, მადლობა რომ იყავი ღირსეული კაპიტანი! მადლობა რომ გვაჩუქე ის სანახაობა, რომელიც მუდამ გაგვახსენებს შენ თავს! ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იქნება შენი სახელი, როგორც ნამდვილი, მებრძოლი ფეხბურთელის. მადლობა რომ ისტორია შეგვიქმენი და გვაჩვენე როგორია იყო წარმატებული ადამიანი!”
თუმცა წერილები მხოლოდ დამშვიდობებას არ ეხებოდა. ბევრი მათგანი იმ იმედსაც გამოხატავდა, რომ კაპიტნის გზა ქართული ფეხბურთის გვერდით ამით არ სრულდება.
“ეს არ არის დასასრული, ეს დასაწყისია. ახალ ეტაპებს ველოდებით შენთან ერთად. არ დაგვეკარგო კაპიტანო, გვიყვარხარ”.
საბოლოოდ, arg4cherde.ge ერთ დიდ სამადლობელ წერილად იქცა - წერილად, რომელსაც ასობით ავტორი ჰყავს, მაგრამ ერთი საერთო სათქმელი: მადლობა, კაპიტანო.
გურამ კაშია ის კაპიტანია, რომლის გვერდითაც რამდენიმე თაობა გაიზარდა. ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში გვახსენებდა, რომ ნამდვილი ლიდერობა ხმამაღალ სიტყვებში კი არა, ყოველდღიურ შრომაში, თავდადებაში, პასუხისმგებლობასა და არ გაჩერებაშია.
„არ გაჩერდე“ მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მუდმივ განვითარებას, წინსვლას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას გულისხმობს. სწორედ ამ იდეის მაგალითია გურამ კაშიას კარიერაც - გზა, რომელიც 21 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტით დაიწყო და 17 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩით, ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის კაპიტნობითა და არაერთი ისტორიული გამარჯვებით გაგრძელდა. ყოველი ახალი ეტაპი, ყოველი გამოწვევა და ყოველი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ წარმატების უკან სწორედ არ გაჩერების ძალა დგას.
„გურამ კაშიას წვლილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მატჩებითა და ტიტულებით არ იზომება. ის იმ ადამიანებს შორისაა, ვინც მთელი თაობისთვის ლიდერობის, ღირსებისა და თავდადების მაგალითი გახდა. ამავდროულად, მისი კარიერა ზუსტად ასახავს იმ იდეას, რომლისაც ჩვენ გვჯერა - არ გაჩერდე. თუმცა, გურამის ისტორია მხოლოდ მოედანზე მიღწეული წარმატებების ისტორია არ არის. ეს არის განსაკუთრებული კავშირი ეროვნულ ნაკრებსა და გულშემატკივრებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში ერთად გადატანილი ემოციებით, გამარჯვებებით, იმედგაცრუებებითა და ისტორიული მომენტებით შეიქმნა. გვინდოდა, ქომაგებს ჰქონოდათ სივრცე, სადაც შეძლებდნენ ამ ემოციების გაზიარებას, საკუთარი მადლიერების გამოხატვას და კაპიტნისთვის მადლობის თქმას. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა arg4cherde.ge“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ასობით წერილი, ათასობით მადლობა და ერთი საერთო სათქმელი - კაპიტანო, მადლობა.
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.