მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართულ პროდუქციას შეუძლია ძალიან კონკურენტუნარიანი იყოს ჩინეთის ბაზარზე - კომპანია Kind and Noble-ის წარმომადგენელი

news image
mbc image

ქართულ პროდუქციას შეუძლია ძალიან კონკურენტუნარიანი იყოს ჩინეთის ბაზარზე, - კომპანია Kind and Noble-ის წარმომადგენელი
საქართველოს ტურისტული სექტორისა და გასტრონომიული მიმართულების წარმომადგენლებმა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველოს მონაწილეობა პოზიტიურად შეაფასეს. მათ შორისაა, კომპანია Kind and Noble-ის წარმომადგენელი ნინო ნოზაძე, რომელიც აცხადებს, რომ ქართულ პროდუქციას შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი ჩინეთის ბაზარზე.

„ჩვენთვის გამოფენაში მონაწილეობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ქართულ პროდუქციას შეუძლია ძალიან კონკურენტუნარიანი იყოს ჩინეთის ბაზარზე. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ჩინური მხარის მოსაზრების მოსმენა ქართულ პროდუქციასთან დაკავშირებით, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია და საკმაოდ ინოვაციური აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, დიდი მოლოდინები გვაქვს,“ - აცხადებს ნინო ნოზაძე.

შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი. გამოფენას 40-მდე ქართული კომპანია ესწრებოდა, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა კატეგორიის სასურსათო პროდუქციას, უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები, მათ შორის, ღვინო, ტრადიციული და ინოვაციური პროდუქტები და სხვ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა