მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

news image
mbc image

„ასკანგელ ალიანსი“ საქართველოში ბენტონიტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ადგილობრივ პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ყიდის. კომპანიის საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარეობს და აერთიანებს ბენტონიტისა და ცხოველების ჰიგიენური მოვლის შემავსებლების წარმოებას. ბენტონიტი მრავალფუნქციური ბუნებრივი მასალაა, რომლის მთავარი უპირატესობა მაღალი შთანთქმის უნარია, რაც მას სხვადასხვა ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან ნედლეულად აქცევს. შესაბამისად, ბენტონიტი აქტიურად გამოიყენება მეტალურგიაში, სამშენებლო და გარემოსდაცვით პროექტებში, ღვინის ფილტრაციასა და შინაური ცხოველების მოვლის პროდუქტების წარმოებაში.

პროექტში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 14 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, საიდანაც 2,5 მილიონ აშშ დოლარამდე თიბისის დაფინანსებაა.
გურიაში მოპოვებული ბენტონიტი, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ეს აძლევს კომპანიას შესაძლებლობას, კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო მწარმოებლებს და პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანოს. „ასკანგელ ალიანსის“ პროდუქცია იყიდება პოლონეთში, გერმანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, თურქეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.

„ასკანგელ ალიანსის“ ისტორია გურიაში 2016 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიამ ბენტონიტის გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო ააშენა. ქარხანა გერმანული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სხვადასხვა დანიშნულების ბენტონიტურ პროდუქტს აწარმოებს.

ბოლო პერიოდში კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კატის საპირფარეშოს შემავსებლების წარმოება გახდა. ბენტონიტის უნარი, შეიწოვოს დიდი რაოდენობით სითხე და წარმოქმნას მყარი გრანულები, მას ამ პროდუქტის წარმოებისთვის იდეალურ ნედლეულად აქცევს. სწორედ ამიტომ, 2025 წელს კომპანიამ ახალი საწარმო აამოქმედა და ბაზარზე საკუთარი ბრენდი — AskanaBent — წარადგინა.
„ასკანგელ ალიანსი“ წარმოების განვითარებასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს - კომპანიაში 133 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივია.

თიბისი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორია და „ასკანგელ ალიანსთან“ დაარსების დღიდან თანამშრომლობს. სწორედ თიბისიმ დააფინანსა 2025 წელს საწარმოს რეაბილიტაცია, რომელიც გურიაში მოსული ძლიერი თოვლის შედეგად დაზიანდა. ბანკმა თანხა ახალი შენობისა და საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად გამოყო.

საქართველოში წარმოების მხარდაჭერა თიბისისთვის პრიორიტეტულია. მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობით ბანკი ხელს უწყობს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და ექსპორტის გაძლიერებას, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია

11.08.2026.17:49

ლაზარე კომახიძე ძეგვის ბავშვთა სახლში გაიზარდა. მეკლდეურობა 1999 წელს ახალგაზრდა მასწავლებლის დახმარებით აღმოაჩინა და იმავე წელს, ათი წლის ასაკში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. მალე მისი ოჯახი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის საპილოტე პროექტში ჩაერთო და დაბა ბედიანში გადავიდა. შედეგად, სპორტზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა - ბედიანში ვარჯიშის შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობდა.

დღეს სწორედ ბედიანში, სადაც ბავშვობა გაატარა, ლაზარე სათავგადასავლო ბანაკს აშენებს, რომლის ტერიტორიაზეც ცოტა ხნის წინ ბავშვთა ბოლდერინგის (კლდეზე ცოცვის ერთ-ერთი სახეობა) ფესტივალი გაიმართა. ბანაკი Tegeta.care-ის პარტნიორია, ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი კი  „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო, რომელიც ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობას აფინანსებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭერს მხარს.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „საზოგადოების მხარდაჭერა „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care უკვე წლებია არსებობს და სწორედ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურება. ბედიანის სათავგადასავლო ბანაკი შარშან აღმოვაჩინეთ და მაშინვე დავინახეთ, რამდენად ახლოს არის მათი საქმიანობა ჩვენს ხედვასთან - ეს პროექტი პირდაპირ ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, რეგიონების განვითარებასა და ინკლუზიურობას.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს არ ყოფილიყო ერთჯერადი ღონისძიების მხარდაჭერა: კოტეჯი არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბანაკს წლების განმავლობაში მოემსახურება და ბავშვებს ტერიტორიაზე დარჩენისა და პროგრამაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ ასეთი იდეების გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანი და მეტი კომპანია გავაერთიანოთ - ბანაკის ახალ ეტაპზე გადასვლას სწორედ ეს სჭირდება“.

ბედიანის ბანაკს სოციალური საწარმოს დანიშნულება აქვს - მიღებული შემოსავალი ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების განვითარებას დაუბრუნდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ბანაკის მიზანია, სპორტული ცოცვის შეჯიბრებებისა და ფესტივალების მასპინძლობა მთელი წლის განმავლობაში შეძლოს.

მომავალში ბანაკი უნდა გახდეს საქართველოში პირველი მრავალფუნქციური სპორტული და სათავგადასავლო სივრცე, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ და პიროვნულ განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტული ცოცვის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, გარემო კი მთლიანად ადაპტირდება შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის. ამასთანავე, ბედიანის ბავშვთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდებს ბანაკი დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ლაზარე კომახიძე, ნიქოზისა და ბედიანის მეკლდეურთა კლუბების დამფუძნებელი: „წლების განმავლობაში ყოველი ვარჯიშისა თუ შეჯიბრებისთვის, ბავშვების თბილისში წაყვანისთვისაც კი ფინანსების მოძიება მიწევდა და ეს ძალიან რთული პროცესი იყო. ბანაკის იდეა სწორედ აქედან დაიბადა - მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც თავად გამოიმუშავებს შემოსავალს და ამ კლუბებს განავითარებს. სპორტს შეუძლია, ბავშვი ნეგატიურ გავლენას მოწყვიტოს და მიზანი დაუსახოს. აუცილებელი არ არის, ყველა წარმატებული სპორტსმენი გამოვიდეს - მთავარია, სირთულეების გადალახვა ისწავლოს.

დღეს ბანაკს უკვე აქვს საცოცი კედელი, წყალი და ელექტროენერგია, მაგრამ, ბავშვები რომ უსაფრთხოდ და სისტემატურად მივიღოთ, კოტეჯები და სამზარეულო გვჭირდება. „თეგეტას“ მხარდაჭერა ამ მიმართულებით პირველი კონკრეტული ნაბიჯია: ერთი კოტეჯი უკვე შენდება და სწორედ მისი წყალობით შევძელით, წელს ნიქოზელი ბავშვები მთელი კვირით ბანაკში დაგვეტოვებინა. თუ ინიციატივას სხვა კომპანიებიც შემოუერთდებიან, ბანაკი გაცილებით მეტ ბავშვს გაუხსნის კარს“.

ბედიანში ბავშვთა ბოლდერინგის ფესტივალის პირველი დღე ცოცვის მასტერკლასს დაეთმო - გამოცდილი მეკლდეურები ბავშვებს კედელზე მოძრაობის ტექნიკას, უსაფრთხოებისა და ურთიერთდახმარების წესებს ასწავლიდნენ. მეორე დღეს კი 6-12 წლის ასაკის მონაწილეები ბოლდერინგის ბილიკებზე გამოვიდნენ. ღონისძიებაში 23 ბავშვი ჩაერთო, მათ შორის, 8 - ბედიანიდან, დანარჩენები კი - ნიქოზიდან და თბილისიდან. ღონისძიებას, მთლიანობაში, დაახლოებით 50 ადამიანი ესწრებოდა. საცოცი კედლის გარდა, ბავშვებს თევზაობაში, ფრენბურთში, ბადმინტონსა და მშვილდოსნობაში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

დღეს ტერიტორიაზე მოწყობილია საცოცი კედელი, მიყვანილია წყალი, ელექტროენერგია და დაწყებულია ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სამომავლო ხედვა კოტეჯებს, ზიპლაინს, ბიობოსტანს, საცურაო აუზსა და დამატებით სპორტულ და შემეცნებით სივრცეებს მოიცავს.

პირველ ეტაპზე ბანაკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის 4 კოტეჯია საჭირო, გრძელვადიან პერსპექტივაში კი 16 კოტეჯის აშენება იგეგმება. ყველა მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული შესასვლელი უნდა ჰქონდეს. განვითარების შემდეგი ეტაპი უფრო ფართო თანამონაწილეობას საჭიროებს. ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა კი როგორც კერძო სექტორს, ისე მოქალაქეებს აქვთ, მათ შორის, Tegeta.care-ის პლატფორმის გამოყენებით.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ჩართულობა ამით არ სრულდება - კომპანია ბანაკის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიმდინარე აქტივობებს კვლავაც დაუჭერს მხარს. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი „თეგეტა“ ბანაკში საკუთარი თანამშრომლების შვილებისთვის სპეციალური საბანაკო პროგრამების დანერგვასაც გეგმავს.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა