მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

ქართული ჩიფსის ბრენდი „ლუდისა“ სუპერმარკეტების დიდ ქსელებში შესვლას გეგმავს

news image
mbc image

ქართული ჩიფსის ბრენდი „ლუდისა“ საცალო ბაზარზე გაფართოებას გეგმავს და დიდ სავაჭრო ქსელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ლუდისას“ კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ქურდაძემ განაცხადა, პროდუქტი უკვე სეგმენტური ქსელების დაახლოებით 30%-შია წარმოდგენილი და იმპორტულ ანალოგებთან შედარებით დაახლოებით 20%-ით დაბალი ფასისა და ნატურალური ინგრედიენტების გამო მომხმარებლის მხრიდან მზარდ ინტერესს იწვევს.

„ლუდისას“ შემთხვევაში ქსელებში პროდუქტის შეტანა ეტაპობრივად ხდება. „ლუდისა“ სეგმენტური ობიექტების დაახლოებით 30%-შია წარმოდგენილი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ სარეალიზაციო არეალი გაიზრდება და ჩვენი ჩიფსი უფრო მეტ ობიექტში გაიყიდება. გეტყვით, რომ დიდ ქსელებში ჯერჯერობით არ ვართ წარმოდგენილი - უფრო სეგმენტურ ქსელებში ვიყიდებით, თუმცა დიდ ქსელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხდება პროდუქტის შეტანა“, - აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი.

ირაკლი ქურდაძის თქმით, პროდუქტი კონკურენტულ გარემოში მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. მისივე განმარტებით, იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც პროდუქცია ანალოგიური კატეგორიის საქონლის გვერდით, თანაბარ პირობებში განთავსდა, „ლუდისამ“ კონკურენტებს რეალიზაციის მაჩვენებლებით აჯობა.

„ეს ყველაფერი განაპირობა „ლუდისას“ გემომ და ფასმა, რადგან ის დაახლოებით 20%-ით იაფია დახლზე იმპორტულ ანალოგიურ პროდუქტთან შედარებით. პროდუქტი გამოირჩევა გემოვნური თვისებებითაც, რადგან მისი წარმოებისთვის კარტოფილის სპეციალური ჯიში გამოიყენება - ძალიან მაღალხარისხიანი, რომელიც სპეციალურ სორტირებას გადის. გარდა ამისა, ჩიფსის წარმოებისას გამოიყენება ნატურალური ინგრედიენტები, რაც პროდუქტის გემოზეც აისახება“, - აცხადებს ირაკლი ქურდაძე.

ამ ეტაპზე „ლუდისა“ ბაზარზე წარმოდგენილია სამი სახეობით: მარილიანი, პომიდვრის სალსა და ხახვისა და არაჟნის არომატით. თუმცა რეალიზაციის ზრდასთან და სუპერმარკეტების ქსელებში შესვლასთან ერთად მენეჯმენტი ახალი გემოს დამატებასაც განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ „ლუდისა“ საქართველოში მოყვანილი, სპეციალური ჯიშის კარტოფილისგან მზადდება.

„გაყიდვების ზრდასთან ერთად ყოველწლიურად ხდება კარტოფილის ნათესების გაფართოება. კარტოფილის დაახლოებით 50% ჩვენ თავად მოგვყავს საადრეო ზონაში, ბოლნისში, ხოლო 50% - სამცხე-ჯავახეთში, საგვიანო ზონაში, რათა მთელი წლის ციკლი შეივსოს“, - აცხადებს „ლუდისას“ კომერციული დირექტორი.

„ლუდისა“ პრემიალური სეგმენტისთვის შექმნილი პროდუქტია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს

11.09.2026.19:48

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.

ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.

„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა