ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
ქართველებს, ისტორიულად, ბევრი რამ გვაქვს რითაც ვამაყობთ და რაც გამოგვარჩევს სხვა ერების კულტურებისგან. მათ შორისაა ჩვენი ქართული ენა. როდესაც ქართულ ენის სიძლიერეს, სილამაზეს, მრავალფეროვნებასა და სიღრმეს ვუფიქრდებით, მაშინვე ქალბატონი მზექალა შანიძე გვახსენდება.
ქალბატონი მზექალა, ათწლეულებია ქართული ენის სადარაჯოზე დგას და პირნათლად ემსახურება მეცნიერებას. ძალზედ დიდია მისი ღვაწლი როგორც, ენათმეცნიერის და ფილოლოგის, ასევე აღსანიშნავია მის მიერ აღზრდილი სტუდენტთა არაერთი თაობა. იგი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი.
2026 წლის 16 იანვარს ქალბატონი მზექალა შანიძე 100 წლის შესრულდა. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა შექმნას ხიდი ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის. თავისი მოღვაწეობით იგი გვასწავლის, რომ ენის სიყვარული მხოლოდ მისი დაცვა კი არა, არამედ მისი მუდმივი განვითარება და ბალანსის დამყარებაა ისტორიულ მეხსიერებასა და სიახლეს შორის.
თიბისისთვის, როგორც #წერექართულად-ის შემქმნელი ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ქართული ენის, როგორც მემკვიდრეობის შენარჩუნება და მის განვითარებაში მონაწილეობა. თიბისის ვიდეორგოლში ნახავთ და მოისმენთ ქალბატონი მზექალას პასუხს დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე: გლობალიზაციის ფონზე, ენასთან მიმართებაში, ჩნდება მთავარი კითხვა - როგორ გავუფრთხილდეთ ქართულ ენას?
„თიბისიში გვჯერა, რომ ენა ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დაცვასთან ერთად განვითარებასაც საჭიროებს. ქალბატონი მზექალა შანიძე ის ადამიანია, ვინც ათწლეულების განმავლობაში ქართული ენის ისტორიული ფესვების დაცვას და ამავდროულად მის გააზრებულ გარდაქმნას ემსახურება. გვსურს, მისდამი, არა მხოლოდ ჩვენი უსაზღვრო პატივისცემა გამოვხატოთ, არამედ, როგორც #წერექართულად-ის ავტორმა ბრენდმა, ჩვენი ღირებულებების ბუნებრივ გაგრძელებად, ავიღოთ პასუხისმგებლობა - გავუფრთხილდეთ ქართულ ენას და შევუწყოთ ხელი მის განვითარებას“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.
ქართული მეცნიერების მემატიანეს, ქალბატონი მზექალა შანიძის, 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას თიბისიც უერთდება და მისი რჩევით, ბრენდმა სიმბოლურად თავის გზავნილს სასვენი ნიშანი დაურთო - მთავარია, გჯეროდეს!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.