ქართული ფაგების საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად ათამდე პოტენციურ პარტნიორთან ვაგრძელებთ კომუნიკაციას - რატი ღოლიჯაშვილი
ქართული ფაგების საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად ათამდე პოტენციურ პარტნიორთან ვაგრძელებთ კომუნიკაციას - ამის შესახებ, „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მე ვახსენე წინასწარი შეხვედრები მსგავს ღონისძიებებზე და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მსგავსი ინსტრუმენტები, გამოფენები, რომლებიც ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტებით მხარდაჭერილია, იგივე „აწარმოე საქართველოს“ ნაწილში, Trade with Georgia-ს ნაწილში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ კარგად გავაანალიზეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კომპანიის ინტერნაციონალიზაციის და საექსპორტო არეალის ზრდის თვალსაზრისით და აუცილებლად ჩვენ მომავალშიც მივიღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას.
თუმცა ბევრი მოსამზადებელი სამუშაო არის ამ ყველაფრისთვის. იმისთვის, რომ შედეგი მიგვეღო, ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანი იყო წინასწარი მომზადება და კონტექსტი. კონტექსტში ვგულისხმობ, მაგალითად, საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი ინტერესი, ერთის მხრივ, ფაგები ძალიან საინტერესო არის და უნიკალური ტექნოლოგიაა და ალტერნატივა ანტიბიოტიკების, თუმცა, თუ ის არ იქნება, მაგალითად, საერთაშორისო სტანდარტით, GMP სტანდარტით ნაწარმოები, ისეთი ინტერესი შეიძლება იყოს, მაგრამ შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნებში გავყიდოთ, არ გვექნებოდა.
შესაბამისად, ჩვენ მომზადებულები შევხვდით და ამ შემთხვევაში შედეგის მაქსიმალიზაცია მოვახერხეთ. მეტი ინტერესი გამოხატეს ჩვენმა პოტენციურმა პარტნიორებმა და შესაძლებლობა, რომ ჩვენ ქართული უნიკალური ფაგები დავარეგისტრიროთ, მოვიპოვოთ ავტორიზაცია პოტენციურ საექსპორტო ქვეყნებში, არის ძალიან მაღალი. ამის შესაძლებლობა და, შესაბამისად, უკვე ვაგრძელებთ რამდენიმე, არამხოლოდ რამდენიმე, ათამდე პოტენციურ პარტნიორთან კომუნიკაციას ამ საკითხთან მიმართებაში“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.
სხვა სიახლეები
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
22.10.2026.10:38
თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000 ₾-დან 70 000 ₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას ან უკვე არსებულის გაფართოებას და განვითარებას გეგმავს. პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს.
იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას:
• უფასო ბიზნესნაკრები;
• თიბისის ტერმინალით სარგებლობისას, 0%-იანი საკომისიო გადასახადი
ამასთანავე, პროგრამაში მონაწილეობისას, მეწარმეები, თიბისი ბიზნესის გუნდის მხარდაჭერით, შეძლებენ, სწორად დაგეგმონ და მართონ დაფინანსების მიღების მთლიანი პროცესი - წინასწარი კონსულტაციით გაიგონ, აკმაყოფილებენ თუ არა პროგრამის პირობებს, განსაზღვრონ დაფინანსების ოპტიმალური მოცულობა, მოამზადონ საჭირო დოკუმენტაცია და სწრაფად და მარტივად მართონ დაფინანსების თითოეული ეტაპი.
პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა