ქართული კულტურა თანამედროვე დიზაინში - როგორია „პეტრას“ საქმიანობის სპეციფიკა
Petra • პეტრა ქართული ბრენდია, რომლის მთავარი მიმართულება თანამედროვე, ესთეტიკური და ქართული ხასიათის მქონე ხელნაკეთი პროდუქციის შექმნაა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, მარინა პეტროსიანს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?
Petra • პეტრა ქართული ბრენდია, რომლის მთავარი მიმართულება თანამედროვე, ესთეტიკური და ქართული ხასიათის მქონე ხელნაკეთი პროდუქციის შექმნაა.
ჩვენი მიზანია, ქართულმა სიმბოლოებმა, ისტორიამ და კულტურულმა დეტალებმა თანამედროვე დიზაინში ახალი სიცოცხლე შეიძინოს და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცეს. გვინდა, თითოეული პროდუქტი არა მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეული იყოს, არამედ ადამიანში სასიამოვნო ემოცია, მოგონება და საქართველოსთან დაკავშირებული სითბო გააღვიძოს.
ბაზარზე 2023 წლიდან ვოპერირებთ. ამ პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად განვავითარეთ პროდუქციის ასორტიმენტი, ბრენდის ვიზუალური იდენტობა და მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Petra • პეტრა მხოლოდ პროდუქციის შეძენის ადგილი არ იყოს. გვინდა, თითოეულ ნივთს თავისი ისტორია ჰქონდეს და მომხმარებლისთვის საქართველოსთან დაკავშირებული ემოციისა და მოგონების მატარებელი გახდეს.

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ ამჟამად მომხმარებლებს?
ამჟამად მომხმარებლებს ვთავაზობთ ქართული თემატიკითა და თანამედროვე დიზაინით შექმნილ ხელნაკეთ ნატურალურ საპნებს.

ჩვენი საპნები მხოლოდ დეკორატიული ნივთები არ არის. რეალისტური და გამორჩეული ფორმების მიუხედავად, ისინი ყოველდღიური გამოყენებისთვის შექმნილი სრულფასოვანი პროდუქტებია.
საპნების დამზადებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შემადგენლობას. ვიყენებთ ნატურალურ ინგრედიენტებს, სურნელისთვის - ეთერზეთებს, ხოლო შეფერილობისთვის - საკვებ პიგმენტებს. წარმოების პროცესში არ ვიყენებთ არასაჭირო სინთეზურ დანამატებს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროდუქტი იყოს როგორც ლამაზი, ისე მომხმარებლისთვის სანდო და სასიამოვნო.
რეალისტური დიზაინის საპნებთან ერთად, გვაქვს სპეციალური მოვლის ხაზიც, რომლის პროდუქტები შერჩეული ინგრედიენტებით იქმნება და კანის სხვადასხვა საჭიროებაზეა ორიენტირებული.

პროდუქციის შექმნისას ყურადღებას ვაქცევთ თითოეულ დეტალს - დიზაინს, არომატს, ხარისხს, გამოყენების კომფორტსა და შეფუთვას. ჩვენი საპნები განკუთვნილიამ როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებსაც საქართველოდან განსხვავებული, ხარისხიანი და შინაარსიანი სამახსოვრო ნივთის წაღება სურთ.
ასორტიმენტი მუდმივად ახლდება და ეტაპობრივად ემატება ახალი დიზაინები, სურნელები და პროდუქციის კატეგორიები.

რას მიიჩნევთ „პეტრას" მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?
„პეტრას" მთავარი კონკურენტული უპირატესობა ქართული იდენტობის, თანამედროვე ესთეტიკისა და ბუნებრივ შემადგენლობაზე ზრუნვის ჰარმონიული გაერთიანებაა.
ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ სუვენირს. ვცდილობთ, თითოეულ პროდუქტს ჰქონდეს იდეა, ემოცია და ისტორია, რომელიც საქართველოს კულტურას თანამედროვე, დახვეწილი და მომხმარებლისთვის საინტერესო ფორმით წარმოაჩენს.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქტის არომატიც. სურნელს შეუძლია ყველაზე ძველი და მივიწყებული მოგონებაც კი გააცოცხლოს. სწორედ ამიტომ საპნების შექმნისას ვიყენებთ ეთერზეთებს და ვცდილობთ, თითოეული არომატი პროდუქტის ხასიათსა და იდეას ბუნებრივად ერწყმოდეს.
„პეტრას" საპონი ერთდროულად შეიძლება იყოს ყოველდღიური მოვლის საშუალება, გამორჩეული საჩუქარი და საქართველოსთან დაკავშირებული ძვირფასი მოგონება. სწორედ ეს ემოციური ღირებულება, ბუნებრივობაზე ორიენტირებული მიდგომა და განსხვავებული ვიზუალური ხელწერა ქმნის ჩვენი ბრენდის ხასიათს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
„პეტრას" სამომავლო ხედვა უკავშირდება როგორც პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ისე ბრენდის ცნობადობის ზრდას საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე.
ვგეგმავთ ახალი კოლექციების, ფორმების, არომატებისა და დიზაინების შექმნას. ასევე გვსურს სპეციალური მოვლის ხაზის განვითარება და ისეთი ახალი პროდუქტების დამატება, რომლებიც მომხმარებლის სხვადასხვა საჭიროებას მოერგება.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, „პეტრა" გახდეს ხარისხიანი, თანამედროვე და ქართული ხასიათის მქონე პროდუქციის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი, რომელსაც ერთნაირად კარგად იცნობენ როგორც ადგილობრივი მომხმარებლები, ისე საქართველოს სტუმრები.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ონლაინ გაყიდვების განვითარება, ტურისტულ სივრცეებში ბრენდის უფრო ფართოდ წარმოდგენა და მომავალში საერთაშორისო მომხმარებლამდე მისვლა.
გვსურს, „პეტრას" თითოეული პროდუქტი საქართველოს შესახებ პატარა ამბავს ჰყვებოდეს - ამბავს, რომელშიც ერთიანდება ქართული კულტურა, ბუნებრივი ინგრედიენტები, სასიამოვნო სურნელი, ხელით შექმნილი დეტალები და ადამიანური სითბო.

სხვა სიახლეები
“ვქმნით შესაძლებლობებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - არჩილ გაჩეჩილაძე Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატს შეხვდა
22.07.2026.19:15
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატს, ილია ჯახაიას შეხვდა. ილია ჯახაია Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, ბანკის დაფინანსებით, მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე, Colorado School of Mines-ში სრული დაფინანსებით სწავლობს.
საქართველოს ბანკი უკვე წლებია, Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის მხარდამჭერია და ახალგაზრდებს აშშ-ში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
"საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება ახალგაზრდებს არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობასაც აძლევს. სწორედ ამიტომ, უკვე მრავალი წელია 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ვქმნით განათლების შესაძლებლობას. ერთ ერთინ ასეთი პროექტია Fulbright-ის პროგრამაა. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო საერთაშორისო განათლება, დააგროვოს უნიკალური გამოცდილება და ეს ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმაროს. წარმატებას ვუსურვებ ილია ჯახაიას და ყველა ახალგაზრდას, რომელიც განათლების გზაზე არ ჩერდება, ჩვენ კი ვაგრძელებთ განათლების შესაძლებლობების შექმნას ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის” - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
„შეხვედრა ვისაუბრეთ ახალგაზრდების პროფესიული განვითარების საკითხებსა და საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებზე. მათ შორის, ქვეყანაში ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის, საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში დაბრუნებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე,- აღნიშნა ილია ჯახაიამ.
საქართველოს ბანკმა Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობა 2014 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ბანკის სტიპენდია მიიღო 17-მა სტუდენტმა. მომავალში ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდენტები მაგისტრის ხარისხს მათთვის სასურველი მიმართულებით იღებენ. მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება, შეიძინონ გლობალური გამოცდილება და ცოდნა საქართველოში პროფესიული განვითარებისათვის გამოიყენონ.
ინფორმაციისთვის, Fulbright 1946 წელს შეიქმნა და აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა. პროგრამაში ყოველწლიურად მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან შერჩეული სტუდენტები მონაწილეობენ, ხოლო მისი კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ საჯარო, კერძო და აკადემიურ სექტორებში.