ქართული პრემიალური ბრენდი MEMO აგრძელებს პოზიციების გაძლიერებას ადგილობრივ ბაზარზე
MEMO • მემო -ს ბრენდი Georgia Starts Here-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია საქართველოს სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება უნიკალური ქართული ხელნაკეთი (ტექსტილი, კერამიკა, სამკაულები და სხვა მრავალი) კოლექციით. „მემოს“ დაბადების იდეა 2024 წლის ბოლოს გაჩნდა და მისი განხორციელება მალევე დაიწყო. 2025 წლის ივნისის თვეში ფიზიკური მაღაზიაც გამოჩნდა კოტე აფხაზის 31 ნომერში. სულ მალე კი MEMO • მემო -ს ბრენდი 1 წლის გახდება.
2025 წელზე, არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს, ალექსანდრე სუსარეიშვილს ესაუბრა.
„2025 წელი საკმაოდ დატვირთული იყო. ამ წელს როგორც დაგეგმილი გვქონდა დავიწყეთ „მემოს“ ვინილების ბიბლიოთეკის პროექტი რომლის ფარგლებშიც, პირველი ვინილი გოგი დოლიძის გამოვეცით, და ასევე ჩავატარეთ ვინილის პრეზენტაციისადმი მიძღვნილი კონცერტი.

წელს კი უკვე მეორე ვინილზე ვმუშაობთ და ეს ჰამლეტ გონაშვილის შემოქმედების გაცოცხლება იქნება ვინილზე. პროექტი საკმაოდ დიდ დროს და რესურსს მოითხოვს, ბევრი საკითხის დარეგულირებაა საჭირო იმისთვის, რომ ვინილის ჩანაწერის შექმნასთან დაკავშირებული ყველა საავტორო უფლება და საკითხი დაცული იყოს ქვეყნის კანონმდელობის შესაბამისად.
2026 წელს კიდევ უფრო მეტი სიახლით შევხვდით იმ მხრივ, რომ ყოველდღიურად ვზრდით უნიკალური, პრემიალური ხაზის პროდუქციის ჩამონათვალს შოურუმში. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა გვაძლიერებს და ახალ იდეებზე ერთად ვმუშაობთ, რათა „მემოში“ უფრო მეტი საინტერესო და ექსკლუზიური ნაკეთობა იყოს წარმოდგენილი.
ვაგრძელებთ ჩვენი მიზნისკენ სვლას, რათა ქართული ნამუშევრები გახდეს საქართველოში მოთხოვნადი, და როდესაც საჩუქარზე ვიფიქრებთ, პირველ რიგში სწორედ ქართული გაგვახსენდეს და მას მივანიჭოთ უპირატესობა.

ჩვენი გეგმა რომ ბათუმში გავფართოვდეთ კვლავაც აქტუალურია, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ხელნაკეთ, პრემიუმ ხარისხის პროდუქციასთან გვაქვს საქმე, რომელიც ერთეული რაოდენობით იქმნება, რეალური ნაბიჯების გადასადგემლად უფრო მეტი დრო და მომზადება დაგვჭირდა, ვიდრე თავდაპირველად ვფიქრობდით. ამ ეტაპზე, ერთი შოურუმით ვართ წარმოდგენილი თბილისში, თუმცა მნიშვნელოვანად იმატებს ქართველი ვიზიტორების რაოდენობა, რაც ძალიან გვახარებს. ვეცდებით, ბათუმში მეორე შოურუმის გახსნა რაც შეიძლება მალე იქცეს რეალობად “, - აცხადებს ალექსანდრე სუსარეიშვილი.
ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ: https://memories.ge/ka-ge/.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.