მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართული წარმოების ახალი ეტაპი სილამაზის ინდუსტრიაში, როგორ შეიქმნა პროფესიონალური ფრჩხილის მოვლის ბრენდი JF Artistic

news image
mbc image

კომპანია JF Georgia-მ, 11-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, საქმიანობის ახალი ეტაპი დაიწყო, საკუთარი წარმოება განავითარა და ბაზარს პროფესიონალური ფრჩხილის მოვლის ბრენდი JF Artistic წარუდგინა.

ბრენდის შექმნა შემთხვევითი გადაწყვეტილება არ ყოფილა. წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა სილამაზის სალონებთან და მანიკურის სპეციალისტებთან ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამ ყოველდღიურმა ურთიერთობამ აჩვენა, რა სჭირდება ბაზარს: სტაბილური, სანდო და პროფესიონალურ გამოყენებაზე მორგებული პროდუქტი, რომელიც ხარისხით საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ამასთანავე ხელმისაწვდომიც არის.

დღეს JF Artistic წარმოადგენს ადგილობრივად შექმნილ პროფესიონალურ ბრენდს. პროდუქტის კონცეფცია და ფორმულები შემუშავებულია სპეციალისტების ჩართულობით და გათვლილია რეალურ სამუშაო პროცესზე: გამძლეობაზე, სტაბილურობასა და კომფორტულ გამოყენებაზე.

ბრენდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საკუთარი წარმოებაა. JF Artistic-ის საწარმო სრულ ციკლს მოიცავს, იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე. ფორმულები იქმნება ლაბორატორიაში, ნედლეული შერჩეულია სერტიფიცირებული მომწოდებლებისგან, ხოლო საბოლოო პროდუქტი გადის მრავალეტაპიან ტესტირებას ხარისხისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ეს პროცესი უზრუნველყოფს პროდუქტის სტაბილურობას და პროფესიონალური გამოყენებისთვის საჭირო სანდოობას. JF Artistic-ის ფორმულები სრულად შეესაბამება ევროპულ რეგულაციებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს და არ შეიცავს TPO, რომლის გამოყენება საერთაშორისო ბაზარზე მკაცრად რეგულირდება.
ადგილობრივი წარმოება კომპანიას აძლევს შესაძლებლობას სწრაფად განავითაროს ახალი პროდუქტები, ოპერატიულად უპასუხოს ბაზრის მოთხოვნებს და უზრუნველყოს ხარისხის სრული კონტროლი, რაც პროფესიონალური სილამაზის ინდუსტრიაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.

ბრენდის განვითარება მოიცავს არა მხოლოდ პროდუქციის შექმნას, არამედ პროფესიული განათლების მხარდაჭერასაც. თბილისში უკვე ჩატრადა ფრჩხილის სპეციალისტებისთვის არაერთი სემინარი, ხოლო უახლოეს პერიოდში მსგავსი აქტივობების გაფართოება იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით.

შემდეგი ეტაპი JF Artistic-ისთვის საერთაშორისო მიმართულებაა.

ბრენდის მიზანია ექსპორტის განვითარება და რეგიონში კონკურენტული პროფესიონალური ფრჩხილის მოვლის ბრენდად ჩამოყალიბება.

JF Artistic არის მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ბაზრის ცოდნამ და პროფესიონალებთან მუდმივმა თანამშრომლობამ შექმნას ქართული წარმოების ძლიერი და კონკურენტული ბრენდი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა