მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე - SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა

news image
mbc image

SOLO აგრძელებს ქართველი ხელოვანების და მათი გაძლიერებისკენ მიმართულ ინიციატივების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, SOLO ჰესსინკის თბილისის სააუქციონო სახლის მიერ ორგანიზებული თანამედროვე ქართული ხელოვნების პირველი საერთაშორისო აუქციონის პარტნიორი გახდა.

ღონისძიება თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA Tbilisi) გაიმართა.

აუქციონმა, სახელწოდებით „თანამედროვე და მოდერნისტული ქართული ხელოვნება“, ერთ სივრცეში გააერთიანა XX და XXI საუკუნეების ქართველი ხელოვანების 90-მდე ნამუშევარი და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინა საქართველოს უნიკალური ვიზუალური ენა - ქვეყნის კომპლექსური ისტორიისა და მდიდარი კულტურული იდენტობის ანარეკლი.

ღონისძიებამ დიდი საერთაშორისო ინტერესი დაიმსახურა. აუქციონში ათასობით მონაწილე ჩაერთო, როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ პლატფორმების საშუალებით აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, ავსტრალიიდან, ესპანეთიდან, შვეიცარიიდან.
პარალელურად განხორციელებულმა პირდაპირმა ტრანსლაციამ საერთაშორისო სააუქციონო პლატფორმებზე ლოტების გლობალური ხილვადობა და კოლექციონერებთან პირდაპირი კავშირი განაპირობა.

შედეგად, შედგა 4 რეკორდული გაყიდვა. ქართველი ხელოვანების - ბანძელაძის, ცეცხლაძის, ზაუტაშვილისა და გელა წულაძის ნამუშევრებმა ისტორიულ შედეგებს მიაღწიეს.

აუქციონზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქართველი თანამედროვე და მოდერნისტი ხელოვანების, მათ შორის - მერაბ კოპალეიშვილისა და ლია ბაგრატიონის ნამუშევრებმა.

ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ხელოვნების მზარდ როლს გლობალურ სახელოვნებო სივრცეში.

საღამოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომენტად იქცა წულაძის უნიკალური სავარძლის (ლოტი 86) გარშემო გამართული დინამიკური ბიდინგი, რომელმაც აუქციონის მაღალი კონკურენცია და საერთაშორისო კოლექციონერების აქტიური ჩართულობა ნათლად აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ აუქციონი წარმოადგენს ჰესსინკის თბილისის სააუქციონო სახლის გრძელვადიანი საერთაშორისო პროგრამის დასაწყისს, რომელიც მიზნად ისახავს თბილისში მრავალმხრივი სახელოვნებო და საკოლექციო აქტივობების განვითარებას და საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.

ინფორმაციისთვის, ჰესსინკის საერთაშორისო აუქციონის სახლი პრესტიჟული გლობალური პლატფორმაა, რომელიც სპეციალიზდება როგორც ანტიკვარიატის, ისე იშვიათი კოლექციური ნიმუშების მიმართულებით - მათ შორის, საიუველირო ნაკეთობებში, ვერცხლში, სამხედრო არტეფაქტებსა და აზიურ ხელოვნებაში. კომპანიის სათავო ოფისი ნიდერლანდებში მდებარეობს და იგი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აუქციონის სახლი დასავლეთ ევროპაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

16.09.2026.18:19

საქართველოს ბანკი ისთ ფოინთის დაბადების დღის აღსანიშნავად SOLO VISA ბარათის მფლობელებსსავაჭრო ცენტრის 70-ზე მეტ მაღაზიაში SOLO VISA ბარათით გადახდისას   30%-იან ქეშბექს სთავაზობს. (მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით თითოეულ მაღაზიაში).

შეთავაზება მოიცავს ისთ ფოინთის მაღაზიების ფართო სპექტრს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - Massimo Dutti, Boss, Levi's, Lee & Wrangler, Columbia, United Colors of Benetton, Mustang Jeans, Penti, Superdry & Co, Scalpers, Celio, Giordano, JOMA, Topsport, Under Armour, Adidas, Section Forty, Lee Cooper, Etam, Jack & Jones, Vero Moda, Mavi, Gallery Sport, Calvin Klein, Women'secret, Suwen, Gallery Accent / Factory, Converse, Keddo, JB Martin, Cole Haan, New Balance, Studio By Shoes Gallery, Crocs, Salamander, Wortman, Uno Shoes

აქსესუარები - IZIPIZI, Firali, New Time, Carpisa, Regalia, GMT, Tous, Modi – Barner

თავის მოვლა - Lutecia, Ici Paris, More Beauty

სახლი და ოჯახი -Togas Georgia, Forum, New Light, Enza Home, English Home, Bakara, Laboratory My Home, Marco, Bellona

ტექნიკა - Gadget, JBL, Shark | Ninja, Dyson

საბავშვო- Chicco, Panco, XS Toys, Carter's Georgia, Jacadi, Name It, Kids Gallery, Orchestra, Miniso, Yoyoso, LÄTT LIV

შეთავაზებით სარგებლობა მარტივია-  საკმარისია გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალზე განხორციელდეს. ქეშბექი კი ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება.

გასათვალისწინებელი პირობები და გამონაკლისები

რამდენიმე მაღაზიაში მოქმედებს განსხვავებული პირობები:

  • New Light - ქეშბექი შეადგენს 20%-ს, მაქს. 300 ლარი; არ ვრცელდება გარკვეული მოდელის სანათებსადა ნათურებზე
  • JBL, Shark | Ninja, Dyson - ქეშბექი შეადგენს 20%-ს, მაქს. 200 ლარი
  • BOSS - მოქმედებს 30% ქეშბექი ლიმიტის გარეშე
  • Chicco - ვრცელდება მხოლოდ Chicco-ს ბრენდის პროდუქციაზე
  • Regalia - არ ვრცელდება Tsikolia-ს პროდუქციაზე
  • GMT- არ ვრცელდება Ronius-ზე
  • Lutecia - არ ვრცელდება Chanel, Dior, Tiziana Terenzi, Giardino Benessere, V Canto და Lutecia ბრენდებზე, ასევე სასაჩუქრე და ლოიალობის ბარათებზე
  • Ici Paris - არ ვრცელდება Chanel, Tom Ford, Byredo, Casamorati, Juliette Has a Gun, Xerjoff, Roja, Vilhelm Parfumerie, YSL და Giorgio Armani ბრენდებზე, სასაჩუქრე ბარათებზე, აგრეთვე ICI MIX ნაკრებებზე

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებგვერდს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა