მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

ქართველი პარაძიუდოისტების ისტორიული გამარჯვება | საქართველოს ბანკი - პარალიმიური კომიტეტის მთავარი სპონსორი 2019 წლიდან

news image
mbc image

25-27 სექტემბერს, თბილისმა პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლა. მონაწილეობას 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი და 600-მდე დელეგატი, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები იყვნენ.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა პარაძიუდოისტებმა უმაღლესი შედეგები აჩვენეს და კვარცხლბეკის მწვერვალზე ორჯერ ავიდნენ: საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ.) და ლევან გუგავამ (J2, 81 კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო რევაზ ჩიკოიძის (J2, +95 კგ.) ანგარიშზე ვერცხლის მედალია.

კვარცხლბეკზე მყოფ საბა ბაღდავაძეს ემოციების შეკავება გაუჭირდა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ტიტული ბრწყინვალედ დაიცვა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს (შეგახსენებთ, პირველად იგი ოქროს მედალს გასული წლის მაისში, ასტანაში დაეუფლა).

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ევროპის ორგზის ჩემპიონის, ლევან გუგავას გამოსვლა - ფინალურ შეხვედრაში მან ყაზახი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ისტორიული ტრიუმფი გუნდურ შეჯიბრში

ინდივიდუალური წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ოქროს ფურცელი ჩაწერა ქართული სპორტის ისტორიაში - ჩვენი გუნდი პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ასპარეზობაში ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ჯერ ბრაზილიას სძლიეს (4:1), ნახევარფინალში მონღოლეთის ნაკრებს შანსიც არ მისცეს (4:0), ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრები 4:2 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა.

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო არენაზე რეგულარულად ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს, იგებენ ოქროს მედლებს და საქართველოს სახელს მსოფლიოს მასშტაბით ასახელებენ. თუმცა, ტურნირების დასრულების შემდეგ, მათი შთამბეჭდავი ისტორიები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარმა სპონსორმა, Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით წამოიწყო მასშტაბური კამპანია, რომლის მიზანიც პარალიმპიელებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში სხვა ბრენდების ჩართვაა.

ინიციატივაში უკვე 15 ბრენდი ჩაერთო.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების უნიკალური ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკითაა გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია, სადაც მთავარი კითხვა ჩნდება: “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”

„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ. 

სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, კამპანიის მთავარი კითხვაა – “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არამხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში. ინიციატივას უკვე შემოუერთდა 15 ბრენდი. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება ამ გამოწვევაში“, – აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა

29.09.2026.18:21

DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით წლის ლიდერად დაასახელა (Data and AI Leader of the Year)

DataIQ Awards მონაცემთა, ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა. კონკურსი სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. წელს ნომინატთა შორის იყვნენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ. 

მიხეილ ნადარეიშვილი საქართველოს ბანკში მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას 2022 წლიდან იკავებს. მისი ხელმძღვანელობით, ბანკის მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულება მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ტექნიკური სპეციალისტებიდან ბიზნესის შედეგებზე ორიენტირებულ გუნდად ჩამოყალიბდა.

ამ პერიოდში ბანკის არასაკრედიტო გადაწყვეტილებების მიმართულებით AI ინიციატივების მიერ მოტანილი წლიური გავლენა ათჯერ გაიზარდა. შედეგებიდან აღსანიშნავია, რომ AI-ს დახმარებით დაკრედიტების დრო ერთ წუთამდე შემცირდა, პერსონალიზებული შეთავაზებები მომხმარებლებს მათზე მორგებული პროდუქტების აღმოჩენაში ეხმარება, ხოლო ჩატბოტის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ საბანკო კითხვებზე პასუხი რამდენიმე წამში მიიღონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
ბანკში AI-ის გამოყენების გასაფართოებლად შეიქმნა დაახლოებით 100 ადამიანისგან შემდგარი AI ამბასადორების ქსელი, თანამშრომლების მიერ კი თითქმის 400 AI ასისტენტი შეიქმნა, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენება. მიხეილ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, ბანკმა ასევე განავითარა საკუთარი მრავალაგენტიანი სისტემა მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით და AI-ის გამოყენება ეტაპობრივად მთელ ორგანიზაციაში გაავრცელა.

„ძლიერი AI ტექნოლოგიები ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ჩვენთვის AI-ის მიმართულებით წარმატების მთავარი საზომი არასდროს ყოფილა. მთავარი არის ის, თუ რა იცვლება მისი გამოყენების შედეგად: რამდენად უკეთ ვემსახურებით მომხმარებელს, რამდენად ეფექტიანად ვმუშაობთ და რამდენად სწრაფად შეგვიძლია ახალი შესაძლებლობების მომსახურების გასაუმჯობესებლად გამოყენება. ამ შედეგების მიღმა კი, პირველ რიგში, ჩვენი ძლიერი გუნდი და ის გარემოა, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ ახალი იდეების ტესტირება და მათი რეალურ პროდუქტად ქცევა“, - აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა მონაცემთა ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით DataIQ Awards 2026-ზე ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო. ბანკმა გაიმარჯვა როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით გამორჩეული გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობის მიმართულებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა