მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართველი სტარტაპერები ცდილობენ საქართველოს ფარგლებს გასცდნენ, იფიქრონ მეზობელ ბაზრებზე და გლობალური მასშტაბით - თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ტრენინგების მენტორი

news image
mbc image

თბილისის ტექნოპარკში 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპისთვის შერჩეული 50 მონაწილე სტრატაპერის ტრენინგი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. პროგრამა წელს მე-14-ჯერ გამოცხადდა. სტარტაპერებს უცხოელი მენტორები გადაამზადებენ, რომლის შემდეგაც ისინი საინვესტიციო კომისიის წინაშე წარდგებიან. მენტორები წარმოადგენენ მსოფლიოში ცნობილ ტექნოლოგიურ კომპანიებს და მათ როგორც სტარტაპებთან, ისე ვენჩერულ და ენჯელ ინვესტორებთან წარმატებული თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ. 

„წელს კონკურსში ფართო სპექტრის კომპანიებია წარმოდგენილი. ისინი ფიქრობენ კავკასიის რეგიონის და გლობალური ბაზრების ათვისებაზე. ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური ცვლილებაა — ვხედავთ, რომ სტარტაპები ცდილობენ საქართველოს ფარგლებს გასცდნენ, იფიქრონ მეზობელ ბაზრებზე და გლობალური მასშტაბით,“ - განაცხადა ემი პეკმა, რომლის დაფუძნებული კომპანიები წარმატებით საქმიანობენ აშშ-ში, სილიკონ ველიზე.

ემი პეკი, როგორც თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ტრენინგების მენტორი, ქართველ სტარტაპერებთან 2019 წლიდან თანამშრომლობს. „საქართველოში როდესაც პირველად ჩამოვედით, ქართველ სტარტაპებში ძალიან დიდი ენთუზიაზმი იგრძნობოდა, თუმცა მათი გამოცდილება ჯერ კიდევ ვერ პასუხობდა იმ მოთხოვნებს, რაც სილიკონ ველის სტარტაპს სჭირდება. ჩვენი მიზანი იყო დახმარება და სწორედ ამ ბოლო რამდენიმე პროგრამაში დავინახეთ წარმოუდგენელი პროგრესი — არა მხოლოდ სტარტაპების რაოდენობაში, არამედ მათ ხარისხშიც, მიღებულ განათლებასა და ცოდნაში. მათ ბევრად კარგად ესმით, თუ როგორ უნდა წარმოადგინონ თავიანთი კომპანიები, განსაკუთრებით ინვესტიციების მოზიდვის კუთხით,“ - აღნიშნა ემი პეკმა. მისი თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, რომელიც მხარს უჭერს მთლიანად ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას. 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 17 სექტემბერს გამოვლინდებიან.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა