ყავის ბაზარზე ხარისხის კონტროლი სუსტია - „ჩერი“
„ჩერის“ წარმოება 2022 წელს 15%-ით გაიზარდა. ის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ინდუსტრიული ყავის წარმოება დაიწყო და ქართველ მომხმარებელს უნიკალური ტექოლოგიით მომზადებული, გამორჩეულად გემრიელი 100%-ით ნატურალური ყავა შესთავაზა. პროდუქტი გათვლილია ყველა სამომხმარებლო სეგმენტზე და ყავის ბაზარზე დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
„ჩერის“ მენეჯერის თინათინ ლომთათიძის ინფორმაციით, წარმოებული ყავის 15-20% ძვირიან, პრემიუმ კლასის სეგმენტს უჭირავს, დაახლოებით 80%-მდე საშუალო და იაფი პროდუქტის წილია.
„ბაზარზე „ჩერის“ ნიშა აშკარად გამორჩეულია, რაც მისი პროდუქციის მიმართ მაღალ მოთხოვნას განაპირობებს. შესაბამისად, წარმოების ტემპი წლიდან წლამდე იზრდება. ამ მხრივ საინტერესო იყო 2022 წელი, წარმოებაში საშუალოდ 15 %-იანი ზრდა ფიქსირდება. რაც შეეხება ფასს, ბოლო პერიოდში ყავის გაძვირების ტენდენცია გრძელდება. ჩვენს შემთხვევაში 2022 წლის იანვარში დავაკორექტირეთ, 25%-ით გაძვირდა პროდუქცია და არსებულ მაჩვენებელს დღემდე ვინარჩუნებთ.
52 დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ. ძვირიან (პრემიუმ) კლასის ყავას თავისი მომხმარებელი ჰყავს, მთლიანი გაყიდვების 15-20 % მოდის ამ სეგმენტზე, დანარჩენი 80% საშუალო და იაფი პროდუქტები იყიდება“ - ამბობს თინათინ ლომთათიძე Business Insider Georgia-თან.
რაც შეეხება ბაზარზე არსებულ გამოწვევას, მისი თქმით, ხარისხის კონტროლის სისუსტეა.
როგორც ,,ჩერის“ მენეჯერი აღნიშნავს, ბევრი იმპორტირებული პროდუქტია გაყიდვაში, რომელიც არის უხარისხო და სათანადოდ ვერ მოწმდება.
ცნობისთვის, „ჩერი“ 2012 წლის 21 მარტს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება (გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე.
ამ ეტაპზე ,,ჩერი“ ყველაზე დიდი ყავის საწარმოა საქართველოში. თავდაპირველად 4,5 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.
პროდუქტი ექსპორტზე 4 ქვეყანაში გადის. დასაქმებულია 40 ადამიანი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.