მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7252.3
-0.0191
flag
AZN 1.5715
-0.0011
flag
CNY 39.397
0.0002
flag
EUR 3.1095
-0.0029
flag
GBP 3.5909
-0.0158
flag
KZT 55.64
-0.0092
flag
TRY 0.0582
-0.0003
flag
USD 2.6716
-0.0016
news banner

“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის

news image

ლიბერთი, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, განსაკუთრებულად აღნიშნავს. ლოიალობის პროგრამა CashBack-ი, VISA-სთან პარტნიორობით, მომხმარებლებს სთავაზობს აქციას „ქეშბექობანა“, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 50%-მდე ქეშბექის დაბრუნება, ბავშვებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის საყვარელ ობიექტებში.

29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ლიბერთის VISA ბარათების მფლობელები, შეძლებენ მომენტალურად დაიბრუნონ ყველაზე მაღალი ქეშბექი შემდეგ მეგობარ ობიექტებში:

29 მაისი და 2 ივნისი - PUPAZZO TOYS – 50% ქეშბექი - ლიმიტი 150 ლარი

29-30 მაისი - COLLECTORS.GE – 30% ქეშბექი - ლიმიტი 150 ლარი (სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის 40% ქეშბექი, ლიმიტი 200 ლარი)

30 მაისი - MINISO – 50% ქეშბექი - ლიმიტი 100 ლარი (სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის ლიმიტი 150 ლარი)

30 მაისი - WISHLIST – 30% ქეშბექი - ლიმიტი 150 ლარი (შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ სათამაშოებზე)

30 მაისი - 2 ივნისი - PALITRA L – 40% ქეშბექი - ლიმიტი 150 ლარი

31 მაისი - 1 ივნისი - FAMILYSO – 40% ქეშბექი - ლიმიტი 150 ლარი

31 მაისი - SULAKAURI PUBLISHING – 40% ქეშბექი - ლიმიტი 100 ლარი

1 ივნისი - GEGELATO – 50% ქეშბექი - ლიმიტი 100 ლარი

1 ივნისი - SUPERHEROES SHOP – 50% ქეშბექი - ლიმიტი 100 ლარი

1 ივნისი - MANGA MANIA – 50% ქეშბექი - ლიმიტი 100 ლარი

1 ივნისი - OLLIVANDER – 50% ქეშბექი - ლიმიტი 100 ლარი

დეტალური პირობები:

• შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის VISA ბარათით გადახდისას;
• შეთავაზება ვრცელდება ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას;
• შეთავაზება ვრცელდება არსებულ ფასდაკლებაზეც;
• ფიზიკური მაღაზიების გარდა, შეთავაზება ვრცელდება ონლაინ შემდეგ ობიექტებში: მინისო, ვიშლისტი, სულაკაურის გამომცემლობა და პალიტრა L;
• ონლაინ გადახდისას აუცილებელია გადახდა შესრულდეს ლიბერთის გადახდის არხით;
• სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის აუცილებელია გადახდა შესრულდეს სტუდიო ლიბერთის VISA Platinum ბარათით;
• შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათების შეძენაზე;
• შეთავაზების დროს არ მოქმედებს ნივთის უკან დაბრუნება, შესაძლებელია მხოლოდ გაცვლა;
• ბანკი იტოვებს უფლებას საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაუბრუნოს ქეშბექის თანხა.

გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:

1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე: cashback.ge

2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ

3. გადაიხადე ლიბერთის VISA ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე

4. თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ: 

https://onboarding.lb.ge

წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია:iOS | Android  ან შედით ვებ გვერდზე cashback.ge.

თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, ხევსურული ტრადიციის თანამედროვე ინტერპრეტაცია და საერთაშორისო ინტერესი l ხევსურული ნაქარგი - ნაჭრელა სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე

28.05.2026.14:00

„ხევსურული ნაქარგი - ნაჭრელა“ ქართული ტრადიციული ხელსაქმისა და თანამედროვე დიზაინის გაერთიანებული პროექტია, რომელიც ხევსურული ორნამენტისა და ნაქარგობის პოპულარიზაციაზე მუშაობს. ბრენდის მთავარი მიმართულება ტრადიციული „ნაჭრელას“ თანამედროვე ფორმებში გადატანა და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაციაა. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მანანა მჭედლიშვილს ესაუბრა.

„ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო ის, რომ გასულ წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარვადგინე ინიციატივა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებისთვის. განხილვის შემდეგ სააგენტომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვფიქრობ, ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ თავად კულტურული მნიშვნელობის ფაქტი ფართოდ გაშუქდა და საზოგადოების უფრო ფართო წრეების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ამის შემდეგ გაიზარდა ინტერესი არა მხოლოდ კულტურული და ეთნოგრაფიული მიმართულებით, არამედ ზოგადადაც - გაჩნდა სურვილი, რომ ეს ტრადიცია უფრო მეტად დამკვიდრდეს ყოველდღიურ ცხოვრებასა და გამოყენებაში.

რაც შეეხება ბიზნესის მიმართულებას, გამიჩნდა ინტერესი, რომ ჩემი საქმიანობა უფრო მეტად მოდის სფეროს დავუკავშირო. ვგულისხმობ როგორც კოლაბორაციის გაგრძელებას ერთ კომპანიასთან, ასევე სხვა მიმართულებებზე მუშაობასაც. მუდმივად ვცდილობ მომხმარებელს ახალი პროდუქტები შევთავაზო. ვფიქრობ, ახლო მომავალში ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებ.

ჩემს საქმეში ამ დრომდე მარტო ვარ - ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ბევრს უბრალოდ არ ჰყოფნის ნებისყოფა, ამ სფეროში მუშაობის.

ამასთან, აქტიურად ვცდილობ, ძველი ხევსურული ჩაცმულობის ის დეტალები აღვადგინო, რომლებიც ფაქტობრივად დაკარგულია. ამ შემთხვევაში ძველ ხევსურულ ქუდს ვგულისხმობ. რეალურად, ავთენტური ხევსურული ქუდი სრულიად განსხვავდება იმ ვერსიისგან, რაც დღეს ბაზარზეა გავრცელებული და რასაც ხშირად უბრალოდ მოქარგულ ხევსურულ ქუდად მოიხსენიებენ.

ამ ეტაპზე რამდენიმე მუზეუმთან მაქვს კომუნიკაცია და ვცდილობ, ძველი ნიმუშები მოვიძიო. მომხმარებლის მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ინტერესია - უკვე რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა და მკითხა, ვამზადებ თუ არა ძველი ნიმუშის ხევსურულ ქუდებს, რადგან შეძენა სურთ“, - აღნიშნავს მანანა მჭედლიშვილი.

ბრენდის მიმართ ინტერესი დიდია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლების მხრიდან.

„გასულ შემოდგომაზე დამიკავშირდა საქართველოში ერთ-ერთი მილანური კომპანიის წარმომადგენელი. როგორც გაიკრვა ეს არის საკმაოდ დიდ საწარმო, რომელიც ტანსაცმელს როგორც ხელნაკეთი, ისე ტექნოლოგიური ნაქარგობის გამოყენებით აწარმოებს. მათ შეხვედრისას ჩემი ნიმუშები ვაჩვენე, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.

სადემონსტრაციოდ რამდენიმე ნამუშევარი წარვუდგინე და იმდენად მოეწონათ, რომ მათი სრულად შეძენის სურვილი გამოთქვეს. მოგვიანებით, სახლშიც მესტუმრნენ, სადაც დამატებით შეარჩიეს რამდენიმე ნამუშევარი. განსაკუთრებით მოეწონათ როგორც დიზაინი და ორნამენტები, ისე ფერები და მთლიანად ხევსურული ესთეტიკა.
ეს ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, მით უფრო, რომ სტუმრებს შორის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, დამფუძნებელი და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელიც იყვნენ. მათი მხრიდან ასეთი ინტერესი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ამავდროულად სასიამოვნო აღმოჩნდა. მათ მილანიდან სპეციალურად ტურნეს ფარგლებში ჩამოსულებს, განსაკუთრებულად მოეწონათ ხევსურული ორნამენტები, დიზაინი და ფერთა გადაწყვეტები.

რაც შეეხება საერთაშორისო მიმართულებას, ვფიქრობ, მომავალში ისევ მოდის სფეროსთან კოლაბორაციის გზით განვვითარდე, რადგან დამოუკიდებლად ასეთ მასშტაბზე მუშაობა საკმაოდ რთულია ეს სრულიად სხვა რესურსს მოითხოვს “, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა