მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

„ქოჩორას ვენახები“ - ტრადიციაზე დაფუძნებული პრემიუმ ღვინის ბრენდი

news image
mbc image

„ქოჩორას ვენახები“ ქართული ღვინის ბაზარზე ახალი ბრენდია, რომელიც მრავალწლიანი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მეტი ინფორმაციისთის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და 100%-იანი წილის მფლობელს როინ ქოჩორაშვილს ესაუბრა.

როგორ შეიქმნა ღვინის ბრენდი და რა გახდა თქვენი ოჯახის ტრადიციის ბიზნესად ქცევის მთავარი მოტივაცია?

ღვინის წარმოება ჩვენი ოჯახის ტრადიციაა მრავალი წელია. მამაჩემი მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი იყო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. გვაქვს რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული საკუთარი ვენახები და ყოველთვის ვაწარმოებდით საუკეთესო ღვინოს ჩვენი ოჯახისთვის, თუმცა აქამდე არ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ ეს საქმიანობა ბიზნესად გვექცია. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ოჯახის ტრადიცია გაგვეგრძელებინა და ქართული ნამდვილი ღვინის პოპულარიზაციაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

დიდი რაოდენობით ღვინო ჯერ არ ჩამოგვისხამს - სულ დაახლოებით 3 000 ბოთლი გვაქვს. ამჟამად სამი სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ: ჩვენი ღვინოები ახოებისა და წარაფის მიკროზონებიდანაა, ასევე დავამატეთ ქისი.

პრემიუმ სეგმენტში შევდივართ, რადგან ჩვენი ღვინოები ქვევრშია დაყენებული და გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხითა და შესაბამისი შეფუთვით. ბაზარზე დაახლოებით ორი თვის წინ შევედით და ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.

როგორია მომხმარებლის ინტერესი და მოთხოვნა ამ ეტაპზე?

ინტერესი არის და გარკვეული რაოდენობა უკვე გაიყიდა. საქართველოს ბაზარი ღვინით საკმაოდ გაჯერებულია, ამიტომ ვფიქრობთ, მომხმარებელს გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ჩვენი ღვინო დააგემოვნოს და თავად ნახოს განსხვავება ჩვენსა და სხვა ღვინოებს შორის.

რა მიმართულებით გეგმავთ ბრენდის განვითარებას და გაქვთ თუ არა საექსპორტო ბაზრებზე გასვლის გეგმები?

სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ღვინო ევროპულ ბაზარზეც გავიტანოთ. რამდენიმე ქვეყანა უკვე შერჩეული გვაქვს და, სავარაუდოდ, ეტაპობრივად დავიწყებთ იქ ჩვენი ღვინის პოპულარიზაციასა და რეალიზაციას. გვინდა, როგორც საქართველოში, ისე ევროპის ბაზარზეც გავაგრძელოთ განვითარება.

გეგმავთ თუ არა სამომავლოდ წარმოების ზრდას და რა შესაძლებლობებს ხედავთ ამ მიმართულებით?

ამ ეტაპზე ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული და გვემსახურება „კარდენახის ღვინის ქარხანა ალაზანი“, რომელიც თანამედროვე, უახლესი აღჭურვილობითაა უზრუნველყოფილი და წარმოების პროცესში ყველანაირად გვიწყობს ხელს. ამ ეტაპზე გვირჩევნია, სწორედ ამ ქარხანასთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ქარხანას აქვს იმის პოტენციალი, რომ ბაზარზე მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში შესაბამისი რაოდენობის ღვინო ჩამოასხას.

ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი აქცენტი პრემიუმ სეგმენტში წარმოდგენილ ქვევრის ღვინოებთან ერთად შედარებით დაბალფასიანი პროდუქტის დამატებაზეა. ვხედავთ, რომ საქართველოს ბაზარზე მომხმარებელს პრემიუმ კლასის ღვინოში მაღალი თანხის გადახდა გარკვეულწილად უჭირს, ამიტომ გვინდა, უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივაც შევთავაზოთ.

ამასთან, შესაბამისი იქნება შეფუთვაც, რადგან არსებული შეფუთვა საკმაოდ ძვირი ჯდება. ქვევრის ღვინის წარმოება კი, მოგეხსენებათ, საკმაოდ შრომატევადი პროცესია. წელს რამდენიმე ახალ სახეობას დავწურავთ, ხოლო მომავალი წლიდან ვგეგმავთ მათ შედარებით დაბალფასიან ბოთლსა და შეფუთვაში წარმოდგენას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Iko Kids მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე

10.09.2026.10:40

Iko Kids 2026 წლის პირველ ნახევარში განვითარების ახალ მიმართულებებსა და მომხმარებლისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე იყო ორიენტირებული. კომპანიამ აპრილის ბოლოს ვორქშოფების სივრცე გახსნა. მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი ია შენგელია ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი ჩვენთვის სიახლეებითა და განვითარების ახალი მიმართულებებით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე აპრილის ბოლოს ვორქშოფების სივრცის გახსნა იყო, რაც ჩვენი საქმიანობისთვის ახალი მიმართულებაა და რომლის განვითარებასაც აქტიურად ვაგრძელებთ.

რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი?

წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი ახალი პროდუქტებისა და ვორქშოფების მიმართულებების განვითარება იქნება. ერთი ახალი პროდუქტი უკვე დავამატეთ - კუთხის კარავი. მისი შექმნის მთავარი იდეა სახლში სივრცის სიმცირის პრობლემის გადაჭრა იყო. ხშირად მომხმარებელს დიდი კარვის დასადგმელად საკმარისი სივრცე არ აქვს, ამიტომ შევქმენით ძალიან კომპაქტური და ინოვაციური პროდუქტი, რომელიც სახლის თითქმის ნებისმიერ კუთხეში შეიძლება დამაგრდეს.

მიუხედავად მცირე ზომისა, კუთხის კარავი ბავშვისთვის სრულად ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც ჩვეულებრივი კარავი - ქმნის მისთვის საკუთარ, სათამაშო და მყუდრო სივრცეს.

რა გეგმები გაქვთ ვორქშოფების მიმართულებით?

ვორქშოფების მიმართულებას აქტიურად ვაგრძელებთ. აგვისტოს მეორე ნახევრიდან დროებით გავაჩერეთ, რადგან ამ პერიოდში ბევრი ადამიანი ქალაქიდან გასული იყო და ნაკადიც შედარებით მცირე იყო. სამომავლოდ ვგეგმავთ, ვორქშოფები უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ და ხელსაქმესთან დაკავშირებული განსხვავებული აქტივობებიც დავამატოთ. ქსოვა უკვე დავამატეთ და კიდევ რამდენიმე მიმართულების დამატებას ვგეგმავთ.

ვორქშოფები მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი - მონაწილეობა ზრდასრულებსაც შეუძლიათ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა