მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

QooQy Bakery ბაზარს 4 სახეობის პასკას შესთავაზებს

news image
mbc image

QooQy Bakery • ქუქი ბეიქერი სააღდგომოდ ბაზარს 4 სახეობის პასკას შესთავაზებს. როგორც Business Insider Georgia-სთან QooQy Bakery-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნია ნინუამ განაცხადა, მომხმარებლებისთვის პასკების შეთავაზება მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

„მიმდინარე კვირის განმავლობაში პასკები უკვე გაყიდვაში გვექნება. სულ გვექნება პასკის 4 სახეობა: კლასიკური პასკა ორნაირი წონით, ასევე გვექნება ციტრუსის პასკა, ორი სხვადასხვა წონით და წელს დაგვემატება იტალიური პანეტონეები, რომელიც იქნება ორი სახეობის: ციტრუსის და შოკოლადის. 

QooQy Bakery-ის პასკის ფასი იწყება 21 ლარიდან. ჩვენთან ყველაზე ძვირი არის პანეტონე, რომლის ფასიც 65 ლარი იქნება“, - აცხადებს QooQy Bakery-ის გაყიდვების ხელმძღვანელი. 

ირკვევა, რომ წელს QooQy Bakery-ის პასკები გარდა QooQy Bakery-ის ფილიალებისა, წარმოდგენილი იქნება Europroduct-ის ქსელში და ასევე Wolt Market-ზე. 

„გასულ წელს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რა გათვლებიც გვქონდა გამართლდა. წელს მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე დიდ ზრდას არ ველოდებით. შემოსავლებთან დაკავშირებით კლება გვაქვს, თუმცა წელს ჩვენი პასკები წარმოდგენილი იქნება ორ სხვა პლატფორმაზეც, ეს არის Wolt Market-ი და ასევე  Europroduct-ის ქსელში. ამიტომ ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წელს მეტ პასკას ვაწარმოებთ და გავყიდით“, - ამბობს ნია ნუნუა. 

ამ დროისათვის QooQy Bakery-ის ბრენდის ქვეშაა კაფე-საკონდიტრო და სახაბაზო, სადაც  200-ზე მეტი სახეობის ორცხობილა, არტიზანული პურ-ფუნთუშეული, ტორტი, დესერტი, ვეგანური პროდუქცია მზადდება და ყავის და ცივი სასმელების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

QooQy Bakery თბილისში 4 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა