მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161
-0.0028
flag
AZN 1.5426
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0005
flag
EUR 3.0264
0.0004
flag
GBP 3.5296
-0.0019
flag
KZT 56.04
0.0019
flag
TRY 0.0551
0
flag
USD 2.6223
-0.0006
news banner

Aqualia რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს შესვლას - ეკა ბერიძე

news image
mbc image

წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებს გარეთ ჩატარებული უმაღლესი რანგის შეხვედრები მთავრობისა და ევროპული ინვესტორების საერთო ინტერესებს გამოხატავდა, - მიიჩნევს კომპანია  GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი. 

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკა ბერიძემ განაცხადა, ასეთი თანამშრომლობა აუცილებელია, რადგან როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორების მიზანია, საქართველო რეგიონში წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა გახდეს. მისივე შეფასებით, წყალმომარაგება სხვა ეკონომიკურ სექტორებთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ მის განვითარებას არა მხოლოდ ინდუსტრიის, არამედ ქვეყნის ზოგადი განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


„იყო უმაღლესი რანგის შეხვედრები, რაც ადასტურებს ნამდვილად იმას, რომ მთავრობას და წყალმომარაგებაში მთავარ კვალიფიციურ ინვესტორს, თანაც ევროპულ წამყვან კომპანიას, აქვთ საერთო ინტერესები. მათ აუცილებლად სჭირდებათ თანამშრომლობა იმიტომ, რომ ჩვენი მიზნები არის აბსოლუტურად საერთო. იმიტომ, რომ გვინდა საქართველო გახდეს წყალმომარაგების დარგში და არა მხოლოდ წყალმომარაგების დარგში, თუმცა სხვა დარგები ძალიან არის წყალმომარაგებაზე მიბმული, წარმატებულები უნდა გავხდეთ, უნდა გავხდეთ რეგიონში ყველაზე წარმატებულები და ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს. ამას ხედავს ყველა აქტორი ჩემი აზრით დღეს უკვე“, - აცხადებს ეკა ბერიძე.

GWP-ის კომუნიკაციების დირექტორის თქმით, „აქვალია“ გეგმავს სხვა რეგიონულ ბაზრებზე გასვლას, თუმცა საქართველო რჩება მთავარი ცენტრი, სადაც კომპანია უზრუნველყოფს წყალმომარაგების მომსახურებას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში. 

„მათთვის საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა.​ მით უმეტეს რომ "აქვალია" აპირებს რეგიონში სხვა ქვეყნებშიც შევიდეს, პენეტრაციას აპირებს სხვა ბაზრებზეც და მათთვის სწორედ საქართველოა წარმოდგენილი როგორც ჰაბი, სადაც ისინი წყალმომარაგების მომსახურებას უწევენ თბილისს, რუსთავს, მცხეთას. მოკლედ ამ კომპანიას სრული მზაობა აქვს მას იმისთვის რომ საქართველო აქციოს ჰაბად. ეს თუ ასე მოხდება "აქვალიას" დიდი დამსახურება იქნება მთავრობის ხელშეწყობით რა თქმა უნდა“, - აღნიშნავს ეკა ბერიძე.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ ქმნის Home Gallery პრემიუმ ინტერიერის ახალ სტანდარტებს საქართველოში

06.08.2026.19:00

Home Gallery  უკვე სამი წელია ქართულ ბაზარზე პრემიუმ ინტერიერის გადაწყვეტილებებს სთავაზობს მომხმარებელს და მსოფლიოს წამყვანი იტალიური და ევროპული ბრენდების პორტფელს აერთიანებს.

როგორია კომპანიის განვითარების გზა, რა გამოარჩევს Home Gallery-ს კონკურენტულ ბაზარზე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს Home Gallery-ის დამფუძნებელი, ქეთი გოცაძე ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რა მიმართულებებს აერთიანებს დღეს Home Gallery-ის კონცეფცია?

Home Gallery უკვე მესამე წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც პრემიუმ ინტერიერის გადაწყვეტილებების ერთ-ერთი ლიდერი კომპანია.

ჩვენი საქმიანობა გაცილებით ფართოა, ვიდრე მხოლოდ ავეჯის შეთავაზება. მომხმარებელს ვთავაზობთ ინტერიერის სრულყოფილ კონცეფციას, რომელიც აერთიანებს ავეჯს, სამზარეულოებს, გარდერობებს, განათებას, კარებს, სანტექნიკას, კერამიკულ ზედაპირებსა და დეკორის ელემენტებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ერთ სივრცეში შევთავაზოთ ყველაფერი, რაც თანამედროვე, ჰარმონიული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ინტერიერის შესაქმნელად არის საჭირო.

დღეს Home Gallery-ის კონცეფცია ეფუძნება რწმენას, რომ თანამედროვე სახლი მხოლოდ ესთეტიურად გამორჩეული არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს ხარისხიანი, ფუნქციური, კომფორტული და მრავალი წლის განმავლობაში აქტუალური. სწორედ ამ ხედვით ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ისეთ წამყვან იტალიურ და ევროპულ ბრენდებთან, როგორებიც არის. Armani Casa, Moroso, Giorgetti, Porada, Veneta Cucine, და სხვები. მათი დიზაინი, ხარისხი და ინოვაციური მიდგომები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ფილოსოფიასთან.

როგორია პროდუქციის ასორტიმენტი და რა მიდგომით არჩევთ იმ ბრენდებსა და პროდუქტებს, რომლებსაც მომხმარებელს სთავაზობთ?

Home Gallery-ის ასორტიმენტი აერთიანებს საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების მოსაწყობად საჭირო თითქმის ყველა ინტერიერულ მიმართულებას. მომხმარებელს ვთავაზობთ რბილ და კორპუსულ ავეჯს, სამზარეულოებს, საგარდერობე სისტემებს, გარე ავეჯს, განათებას, კარებს, აბაზანის გადაწყვეტილებებს, სანტექნიკას, კერამიკულ ზედაპირებსა და დეკორის აქსესუარებს. ჩვენი მიზანია, ერთ სივრცეში შევთავაზოთ სრულყოფილი ინტერიერული გადაწყვეტილებები, რომლებიც სხვადასხვა სტილსა და მოთხოვნას პასუხობს.

ბრენდების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმებია ხარისხი, დიზაინის კულტურა, ინოვაციური მიდგომები, წარმოების მაღალი სტანდარტები და მრავალწლიანი რეპუტაცია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმასაც, რომ თითოეულ ბრენდს ჰქონდეს საკუთარი ისტორია, მკაფიო იდენტობა და მომხმარებლისთვის რეალური ღირებულების შექმნის უნარი.

სწორედ ამ პრინციპებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ბრენდებთან, რომლებიც მსოფლიო დიზაინის ინდუსტრიაში ხარისხის, ესთეტიკისა და ფუნქციურობის სტანდარტად მიიჩნევა და მომხმარებელს სთავაზობს გადაწყვეტილებებს, რომლებიც აქტუალობასა და ღირებულებას წლების განმავლობაში ინარჩუნებს.

რით გამოირჩევა Home Gallery ბაზარზე და რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

Home Gallery-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ არა მხოლოდ ავეჯსა და ინტერიერის ცალკეულ პროდუქტებს, არამედ ინტერიერის სრულყოფილ გადაწყვეტას. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია ევროპული პრემიუმ ბრენდები, რომლებიც გამოირჩევა დიზაინით, ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით. მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია შეარჩიოს ინტერიერის ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი - ავეჯი, განათება, სამზარეულო, სააბაზანოს გადაწყვეტილებები, კარები, მოსაპირკეთებელი მასალები და სახლის აქსესუარები.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინდივიდუალურ მიდგომას. თითოეული პროექტი იქმნება მომხმარებლის საჭიროებების, ცხოვრების სტილისა და სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით, ხოლო ჩვენი გუნდი მომხმარებელს პროცესის ყველა ეტაპზე უწევს მხარდაჭერას პირველი კონსულტაციიდან პროექტის სრულ რეალიზაციამდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება, არამედ დიზაინის კულტურის განვითარებაც, სწორედ ამიტომ Home Gallery რეგულარულად მასპინძლობს ვორქშოფებს, პრეზენტაციებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საერთაშორისო ბრენდების სიახლეებს, თანამედროვე მასალებსა და მსოფლიო დიზაინის ტენდენციებს.

კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობაც. Home Gallery აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ინიციატივებში და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც საზოგადოებისთვის პოზიტიური ცვლილებების შექმნას ემსახურება.

ვფიქრობ, სწორედ პრემიუმ ბრენდების საგულდაგულოდ შერჩეული პორტფელი, კომპლექსური მომსახურება, პროფესიონალური გუნდი, საგანმანათლებლო აქტივობები და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ქმნის იმ ღირებულებას, რომელიც Home Gallery-ს ქართულ ბაზარზე გამოარჩევს.

როგორია კომპანიის სამომავლო განვითარების სტრატეგია? გეგმავთ თუ არა ახალი კოლექციების დამატებას, პარტნიორობების გაფართოებას ან ახალი მიმართულებების განვითარებას?

ჩვენი განვითარების სტრატეგია ეფუძნება მუდმივ ზრდას, ინოვაციასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას. აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბრენდების, კოლექციებისა და დიზაინის მიმართულებების დამატებაზე, რათა ქართულ ბაზარს ყოველთვის შევთავაზოთ მსოფლიოს უახლესი ტენდენციები.

პარალელურად, ვაგრძელებთ თანამშრომლობის გაღრმავებას არსებულ პარტნიორებთან და ვავითარებთ ახალ მიმართულებებს, რომლებიც მომხმარებელს ინტერიერის სრულყოფილი გადაწყვეტის მიღების შესაძლებლობას მისცემს ერთი სივრციდან. ჩვენი მიზანია Home Gallery კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს, როგორც პრემიუმ ცხოვრების სტილისა და თანამედროვე დიზაინის მთავარი პლატფორმა საქართველოში.

ცნობისთვის, Home Gallery-ს თბილისში ორი ფილიალი აქვს, რომლებიც შემდეგ მისამართებზე მდებარეობს:

• კ. ჩაჩავას ქ. №4;
• ი. აბაშიძის ქ. №10.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა