მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

"არქის“ დამფუძნებელმა სამტრედიაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა

news image
mbc image

დეველოპერულმა კომპანია არქი - Archi-მ, ილია და თენგო წულაიებმა, სამტრედიაში მცხოვრებ გოგიტა ჩერქეზიას მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი საჩუქრად გადასცეს.

სამტრედიაში ტრადიციად ქცეული ძველით ახალი წლის საზეიმო ღონისძიება 2012 წლიდან აღინიშნება და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, სადაც სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარებიან და სახლებს საჩუქრად გადასცემენ.

წლევანდელ ღონისძიებაზე საოცნებო სახლი ხუთ ოჯახს გადაეცა:
• ირაკლი თევზაძის 9-სულიან ოჯახს, სადაც 7 არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება;
• გოგიტა ჩერქეზიას ოჯახს - მარტოხელა მამას ოთხი შვილით;
• ედვარდ ხუბაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახს;
• გივი გელაძის სოციალურად დაუცველ ოჯახს;
• ირაკლი თავაძის ოჯახს, რომელსაც უახლოეს პერიოდში მეოთხე შვილი შეემატება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, სასულიერო პირებმა და ბიზნესსექტორის სხვა წარმომადგენლებმა. ინიციატივას უკვე წლებია უერთდება ილია წულაიაც, #1 დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელი. „არქისთვის“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ქველმოქმედება ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა