რაჭაში სასტუმროები დამსვენებლებით გადავსებულია - სასტუმრო თარიპირი
წელს იყო ფანტასტიური სეზონი, – ასე აფასებს 2025 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე საოჯახო სასტუმრო „თარიპირი“. სასტუმროს წარმომადგენელი ლაშა აბაიშვილი ამბობს, რომ რეგიონში სხვადასხვა ივენთები, მათ შორის „გემო ფესტი“, სტუმრების რაოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს.
„წელს იყო ფანტასტიური სეზონი. ფაქტობრივად, ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობა მზარდია. საოჯახო სასტუმროებიც და სასტუმროებიც დამსვენებლებით გადავსებულია-რა თქმა უნდა, ფესტივალები, „გემო ფესტი“, ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ბევრიც სწორედ ამ ღონისძიებების გამო სტუმრობს რაჭას.
სასტუმრო „თარიპირზე“ რაც შემიძლია გითხრათ: აგვისტო რაჭაში განსაკუთრებულად გამორჩეულია და თითქმის ყველა სასტუმრო დაკავებულია. შემდგომ მოდის შემოდგომა – რთველი. ჩვენთან რთველი და შემოდგომა განსაკუთრებულია, ძალიან ლამაზი და ბევრ სტუმარს იზიდავს.
ჩვენთან რთველი კიდევ უფრო განსაკუთრებულია და რაჭაში ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის — ყურძნის კრეფაში მონაწილეობენ, ასევე მონაწილეობას იღებენ ყურძნის დაწურვაში.
რაჭველებისთვის ხვანჭკარა და რთველი განსაკუთრებულია. რაჭა შემოდგომაზეც ძალიან განსაკუთრებულია. ვისაც რაჭა ნანახი არ აქვს, ყველას მოვუწოდებ, რომ აუცილებლად ესტუმრონ რეგიონს და მით უმეტეს – რთველში მიიღონ მონაწილეობა,“ – აღნიშნავს ლაშა აბაიშვილი.
სხვა სიახლეები
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
14.08.2026.20:18
საქართველოს ბანკმა პარასპორტსმენების მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”
ყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
კამპანიაში გამორჩეული ქართველი პარაჩემპიონები მონაწილეობენ, რომელთა შორის არიან გიგა ოჩხიკიძე, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნატა ოჩიგავა, ლიკუნა ჩაჩიბაია, ზაკო მუშკუდიანი.
„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ.
სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, კამპანიის მთავარი კითხვაა - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არა მხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.