"ვაინ კახეთმა" ქართული ღვინო პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა
"ვაინ კახეთმა" მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Wine Paris 2026, რომელიც 9-11 თებერვალს, Paris Expo Porte de Versailles-ში გაიმართა. გამოფენის ფარგლებში კომპანიამ წარადგინა ქართული ღვინოების პორტფელი Hall 4 | Stand D279-ზე.
Wine Paris წარმოადგენს ღვინის სექტორისთვის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B ღონისძიებას და Vinexposium-ის საგამოფენო პორტფელის ნაწილს. ყოველწლიურად იგი აერთიანებს მწარმოებლებსა და ღვინის პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ქმნის სივრცეს დიალოგისთვის, დეგუსტაციისთვის და გამოცდილების გაცვლისთვის გლობალურ ღვინის საზოგადოებაში.
Wine Kakheti-ის მონაწილეობა ასახავს გზას, რომელიც იწყება აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, სადაც მეღვინეობა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. ეს მემკვიდრეობა განსაზღვრავს კომპანიის მიდგომას მევენახეობისა და ღვინის წარმოებისადმი, რომელიც ეფუძნება 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას.
Wine Paris 2026-ზე Wine Kakheti-ის სტენდზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონათ დაეგემოვნებინათ ღვინოები, რომლებიც დამზადებულია ქართული აბორიგენული ჯიშებისგან.
ტრადიციული ფესვები და თანამედროვე წარმოება
"ვაინ კახეთი" ყურძენს იღებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიკროზონებიდან, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ნიადაგებითა და კლიმატური პირობებით. ვენახებში სამუშაოები ტარდება ტრადიციული მეთოდების შესაბამისად, ხოლო ღვინის წარმოება ხორციელდება თანამედროვე ევროპული და ამერიკული ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოო ობიექტებში, რაც შესაძლებელს ხდის ტრადიციისა და თანამედროვე მიდგომების თანაარსებობას.
„ვაინ კახეთის“ ღვინო გამორჩეულია იმ მეცნიერული გამოცდილებით, რაც მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში, 1921 წლიდან გროვდეობდა. კომპანია შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ინსტიტუტის მიერ შექმნილი გამოცდილება და გაგრძელდეს საუკუნის წინ დაწყებული უნიკალური ისტორია. ამ გამოცდილებით, ღვინის ხარისხზე ზრუნვა, „ვაინ კახეთში“ ვაზის ნერგებიდან დაიწყეს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.