Roamingo-ს წინასაახალწლო აქცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებისთვის - რას ითვალისწინებს კამპანია, რომელიც UAG-მ პარტნიორებთან ერთად დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საახალწლო კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც აეროპორტის პარტნიორი ობიექტები მგზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებს სთავაზობენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვთ სამოგზაურო ინტერნეტზეც.
კომპანია Roamingo-ს, რომლის ფარგლებშიც მგზავრი, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით შეიძენს Roamingo-ს 1GB-დან 5GB-ს ჩათვლით, მას GB-ების რაოდენობა გაუორმაგდება. შეთავაზების გასააქტიურებლად მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე Roamingo-ს სტენდთან გამოცხადდეს, სადაც კომპანიის წარმომადგენლები საჩუქარს გაუაქტიურებენ.
„საახალწლო კამპანიის მთავარი მიზანია, მგზავრებს მივცეთ რეალური და პრაქტიკული სარგებელი იმ მომენტში, როდესაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ კავშირი - მოგზაურობის დაწყებისას. საერთაშორისო ფრენების წინ ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებაა, და ჩვენი შეთავაზება სწორედ ამ საჭიროებაზეა მორგებული.
GB-ების გაორმაგებით ჩვენ მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, იგივე ფასად მიიღონ ორჯერ მეტი ინტერნეტი, რაც ვფიქრობთ განსაკუთრებით აუმაღლებს ჩვენს მომხმარებლებს საახალწლო განწყობას“, - აცხადებს Roamingo-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი ომიკო ხოფერია.
მისივე განმარტებით, კომპანია მომხმარებელთა ინტერესის მაქსიმიზაციას აეროპორტის ფიზიკურ სივრცეში მაღალი ხილვადობით, ადგილზე კონსულტაციით და დახმარებით და მარტივი, გამჭვირვალე და სწრაფი გააქტიურების პროცესით აპირებს.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც უკვე არაერთ საინტერესო კამპანიაზე ვიმუშავეთ. აღნიშნული საახალწლო შეთავაზებაც ამის ნაწილია და მიზნად ისახავს მგზავრებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას უშუალოდ აეროპორტის სივრცეში“, - აცხადებს ომიკო ხოფერია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებისთვის Roamingo-ს GB-ების გაორმაგების პროცედურა საკმაოდ მარტივია.
„მგზავრმა 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეიძინოს Roamingo-ს პაკეტი 1GB-დან 5GB-ის ჩათვლით და ჩვენი თანამშრომლები ქუთაისის აეროპორტში მას გაუორმაგებენ.
მნიშვნელოვანია:
მომხმარებელი გამოცხადდეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე Roamingo-ს სტენდთან
საჩუქრის გააქტიურება მოხდეს კომპანიის წარმომადგენლის დახმარებით
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ მითითებულ მოცულობებზე და საახალწლო პერიოდის ფარგლებში“, - აცხადებენ Roamingo-ში.
ანალოგიური აქციების შეთავაზებას Roamingo საკუთარი მომმხარებლებისთვის სამომავლოდაც აქტიურად გეგმავს.
„მსგავსი ფორმატის კამპანიები ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებელზე ყველა ასპექტში - როგორც მიმზიდველი შეთავაზებების შექმნის, ისე სერვისის მარტივი და კომფორტული გამოცდილების უზრუნველყოფის კუთხით.
მიმდინარე საახალწლო კამპანიის ფარგლებში მთავარი ფოკუსი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზეა, თუმცა პარალელურად აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვა B2B პარტნიორებთანაც. მიმდინარედ არაერთ საინტერესო კამპანიას ვაწარმოებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა VISA, Bank of Georgia, TBC, BOLT, Aldagi და სხვა.
ყველა მიმდინარე შეთავაზების ნახვა მომხმარებლებს Roamingo-ს ოფიციალურ პლატფორმებზე შეუძლიათ - https://roamingo.com/en/
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კამპანია რეალურ საჭიროებას პასუხობდეს და მომხმარებლის გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებდეს“, - ამბობს Roamingo-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.