ქუთაისში „ხომლის“ საფირმო მაღაზია გაიხსნა - ქართული გემოები ერთ სივრცეში
ქუთაისში „ხომლმა“ პირველი საფირმო მაღაზია გახსნა, სადაც მომხმარებელს ქართული გემოებითა და ნატურალური პროდუქტებით გამორჩეული მრავალფეროვანი ასორტიმენტი დახვდება.
ახალი მაღაზია სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს აერთიანებს, მათ შორისაა:
მაღაზიის კონცეფცია ქართული გემოებისა და ნატურალური პროდუქტების ერთ სივრცეში თავმოყრას ეფუძნება. ასორტიმენტი ტრადიციული ქართული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ სუნელებსა და სანელებლებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ პროდუქტებსაც მოიცავს, რაც მომხმარებელს ყოველდღიური მოხმარებისთვის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
„ხომლის“ ინფორმაციით, ქართული გემოებისა და ნატურალური პროდუქტების ასორტიმენტი მომავალშიც გაფართოვდება, რაც მომხმარებლებს ახალი პროდუქტების აღმოჩენისა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.
ქუთაისში პირველი საფირმო მაღაზიის გახსნა ბრენდის განვითარების ახალი ეტაპია. სამომავლოდ „ხომლი“ საფირმო მაღაზიების ქსელის გაფართოებას გეგმავს და საქართველოს სხვა რეგიონებშიც აპირებს ახალი ობიექტების გახსნას, რათა ქართული გემოებისა და ნატურალური პროდუქტების ფართო არჩევანი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს გააცნოს.
მისამართი: ქუთაისი, ნოდარ დუმბაძის №46 (ნინოშვილის სკვერთან, ტრადიციულ ბაზარში).
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.