ყვავილების ბაზარზე კონკურენციაა, თუმცა უკვე გვაქვს საკუთარი ნიშა - „დარი“
განსხვავებული კონცეფცია გვაქვს და სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ყვავილების მაღაზია „დარის“ დამფუძნებელმა ანა მალუტაშვილმა განუცხადა.
„მაღაზიაში ყვავილების გარდა გვაქვს სადღესასწაულო აქსესუარებიც. ასევე მომხმარებელს შევთავაზეთ ყვავილები მინისა და კერამიკის ლარნაკებით, რასაც პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა.
მომხმარებელს გაზაფხულიდან ზამთრამდე ქართულ ყვავილებს ვთავაზობთ, ასვე გვაქვს რამდენიმე ქვეყნიდან იმპორტირებული ყვავილები. ძირითადად ხარისხზე ვართ ორიენტირებული და მომწოდებლებიც ამ მიმართულებით გვყავს შერჩეული. ყვავილების ბაზარზე კონკურენციაა, თუმცა უკვე გვაქვს საკუთარი ნიშა “,- ამბობს „დარის“ დამფუძნებელი.
„დარის“ ყვავილების მაღაზიაში აქვთ ბიუჯეტური თაიგულები, რომლის ფასიც 15 ლარიდან იწყება. თაიგულების ფასს ყვავილების ტიპი, რაოდენობა და დიზაინი განსაზღვრავს.
„ერთი წელია რაც ბაზარზე ვართ და ვფიქრობ, ინვესტიციამ გაამართლა. ყვავილების ბიზნესისთვის წარმატებული სეზონის გაზაფხული, შემოდგომა და სადღესასწაულო დღეები“, - ამბობს „დარის“ დამფუძნებელი.
„დარი“ მომხმარებელს ასევე დღესასწაულების, დაბადების დღეებისა და ქორწილების გაფორმებას სთავაზობს. ასვე გეგმავენ ჰორეკა სექტორთან თანამშრომლობას და რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ყვავილებით გაფორმების სერვისის მიწოდებას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.