მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქვეყანაში სერვისი განსავითარებელი გვაქვს და ამაზე კერძო სექტორის მხრიდან დიდი აქცენტი კეთდება - გიორგი დოლიძე

news image
mbc image

საქართველოს სასტუმრო სექტორში ფასები წლიდან წლამდე იზრდება და ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო ბაზრების მაჩვენებლებსაც უტოლდება, - ამის შესახებ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძე განაცხადა. მისი თქმით, ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები ზოგჯერ სხვა ქვეყნების ანალოგიური კლასის სასტუმროების ტარიფებსაც აჭარბებს, რაც მზარდ მოთხოვნას უკავშირდება. ამასთან, დოლიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ სერვისის განვითარება რჩება, რადგან ტურისტის გამოცდილება საბოლოოდ როგორც სასტუმროს, ისე ქვეყნის იმიჯზე აისახება.

„4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები რომ შეგვედარებინა და ახლაც, აი, წელსაც შეგვიძლია ვცადოთ, როდესაც ივნისიდან სეზონი აქტიურ ფაზაში შევა და სატესტოდ შევადარებთ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებისა თუ სხვა ქალაქების მაჩვენებლებს ვნახავთ, რომ ჩვენთან ფასები ხანდახან იგივეა, ხან კი აჭარბებს კიდეც მათ. იშვიათად ხდება ხოლმე, რომ იგივე კლასის ბრენდული სასტუმრო რომელიმე უცხოურ ქალაქთან შედარებით ჩვენთან ბევრად იაფი იყოს. ეს ასე არ არის  ჩვენთან ფასები ნამდვილად მზარდია წლიდან წლამდე.

ასევეა სერვისიც. ზოგადად ვიცით, რომ სერვისი განსავითარებელი გვაქვს ქვეყანაში და ამაზე კერძო სექტორის მხრიდან დიდი აქცენტი კეთდება, იმიტომ რომ ამა თუ იმ სასტუმროში მოსული სტუმარი რა შთაბეჭდილებითაც წავა, ეს ჯერ შენს სასტუმროზე, შენს ქალაქზე და, საბოლოოდ, ისევ შენს ქვეყანაზე აისახება. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობთ, რომ როდესაც აქ გვყავს თანამშრომლები ან ახალ ობიექტს ვხსნით, ან უშუალოდ ჩვენს უკვე გახსნილ ობიექტში  მაქსიმალურად მეტი მოტივაცია ჰქონდეთ მათ. ვცდილობთ, დავანახოთ ჰოსპიტალითის სექტორში მუშაობის პრესტიჟულობა და მაქსიმალურად მეტი პოპულარიზაცია გავუკეთოთ ამ სფეროს, იმიტომ რომ ეს არის დარგი, სადაც ადამიანს უნდა გაუწიო ისეთი სერვისი, როგორსაც შენს სახლში მიღებულ სტუმარს გაუწევდი.

შესაბამისად, სასტუმროში მომუშავე ადამიანებმა უნდა გაითავისონ, რომ ეს მათი მეორე ოჯახია, სადაც მასპინძლობენ საერთაშორისო ბაზრიდან ჩამოსულ არაერთი ეროვნების სტუმარს. ყველა ენა მეტ-ნაკლებად უნდა გესმოდეს. ასევე, თვითონ სასტუმროს ხელმძღვანელობამ და მენეჯმენტმაც ამაზე უნდა გააკეთონ სწორება, ამის საშუალებაც უნდა ჰქონდეთ, რომ მაქსიმალურად მეტი ტრენინგი, მაქსიმალურად მეტი მოტივაცია და, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, ინვესტიცია ჩადონ იმ ადამიანთა გუნდში, რომლებსაც განსაკუთრებით პირდაპირი შეხება აქვთ ჩამოსულ სტუმართან“,  - აცხადებს გიორგი დოლიძე. 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა