ქვეყანაში სერვისი განსავითარებელი გვაქვს და ამაზე კერძო სექტორის მხრიდან დიდი აქცენტი კეთდება - გიორგი დოლიძე
საქართველოს სასტუმრო სექტორში ფასები წლიდან წლამდე იზრდება და ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო ბაზრების მაჩვენებლებსაც უტოლდება, - ამის შესახებ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძე განაცხადა. მისი თქმით, ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები ზოგჯერ სხვა ქვეყნების ანალოგიური კლასის სასტუმროების ტარიფებსაც აჭარბებს, რაც მზარდ მოთხოვნას უკავშირდება. ამასთან, დოლიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ სერვისის განვითარება რჩება, რადგან ტურისტის გამოცდილება საბოლოოდ როგორც სასტუმროს, ისე ქვეყნის იმიჯზე აისახება.
„4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები რომ შეგვედარებინა და ახლაც, აი, წელსაც შეგვიძლია ვცადოთ, როდესაც ივნისიდან სეზონი აქტიურ ფაზაში შევა და სატესტოდ შევადარებთ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებისა თუ სხვა ქალაქების მაჩვენებლებს ვნახავთ, რომ ჩვენთან ფასები ხანდახან იგივეა, ხან კი აჭარბებს კიდეც მათ. იშვიათად ხდება ხოლმე, რომ იგივე კლასის ბრენდული სასტუმრო რომელიმე უცხოურ ქალაქთან შედარებით ჩვენთან ბევრად იაფი იყოს. ეს ასე არ არის ჩვენთან ფასები ნამდვილად მზარდია წლიდან წლამდე.
ასევეა სერვისიც. ზოგადად ვიცით, რომ სერვისი განსავითარებელი გვაქვს ქვეყანაში და ამაზე კერძო სექტორის მხრიდან დიდი აქცენტი კეთდება, იმიტომ რომ ამა თუ იმ სასტუმროში მოსული სტუმარი რა შთაბეჭდილებითაც წავა, ეს ჯერ შენს სასტუმროზე, შენს ქალაქზე და, საბოლოოდ, ისევ შენს ქვეყანაზე აისახება. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობთ, რომ როდესაც აქ გვყავს თანამშრომლები ან ახალ ობიექტს ვხსნით, ან უშუალოდ ჩვენს უკვე გახსნილ ობიექტში მაქსიმალურად მეტი მოტივაცია ჰქონდეთ მათ. ვცდილობთ, დავანახოთ ჰოსპიტალითის სექტორში მუშაობის პრესტიჟულობა და მაქსიმალურად მეტი პოპულარიზაცია გავუკეთოთ ამ სფეროს, იმიტომ რომ ეს არის დარგი, სადაც ადამიანს უნდა გაუწიო ისეთი სერვისი, როგორსაც შენს სახლში მიღებულ სტუმარს გაუწევდი.
შესაბამისად, სასტუმროში მომუშავე ადამიანებმა უნდა გაითავისონ, რომ ეს მათი მეორე ოჯახია, სადაც მასპინძლობენ საერთაშორისო ბაზრიდან ჩამოსულ არაერთი ეროვნების სტუმარს. ყველა ენა მეტ-ნაკლებად უნდა გესმოდეს. ასევე, თვითონ სასტუმროს ხელმძღვანელობამ და მენეჯმენტმაც ამაზე უნდა გააკეთონ სწორება, ამის საშუალებაც უნდა ჰქონდეთ, რომ მაქსიმალურად მეტი ტრენინგი, მაქსიმალურად მეტი მოტივაცია და, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, ინვესტიცია ჩადონ იმ ადამიანთა გუნდში, რომლებსაც განსაკუთრებით პირდაპირი შეხება აქვთ ჩამოსულ სტუმართან“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
სხვა სიახლეები
„ხომლი“ პრემიუმ ხაზს უშვებს - 39 სახეობის სანელებელი მინის ქილებში
12.10.2026.16:00
ქართული სანელებლების მწარმოებელი ბრენდი „ხომლი“ ბაზარზე ახალ, 39 სახეობისგან შემდგარ პრემიუმ კოლექციას წარადგენს. ახალი ხაზი უმაღლესი ხარისხის სანელებლებს, მრავალფეროვან ასორტიმენტსა და ესთეტიკურ, ეკომეგობრულ მინის შეფუთვას აერთიანებს.
კოლექციის თითოეული სახეობა განსხვავებული არომატითა და ბუნებრივი ფერით გამოირჩევა, ხოლო ერთიანი დიზაინის კონცეფცია 39-ვე პროდუქტს ჰარმონიულ კოლექციად კრავს. „ხომლისთვის“ ეს სიახლე მხოლოდ ასორტიმენტის გაფართოება არ არის - ეს არის ახალი სტრატეგიული მიმართულება, რომელიც პროდუქტის ხარისხს, ფუნქციურ პრაქტიკულობასა და თანამედროვე ვიზუალურ ესთეტიკას აერთიანებს.
სანელებელი კერძის საბოლოო ხასიათისა და არომატის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, ახალი კოლექციის შექმნისას „ხომლიმ“ ყურადღება გაამახვილა ისეთ ასორტიმენტზე, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა კულინარიული სტილისთვის არჩევანის ფართო შესაძლებლობას მისცემს.
39 სახეობის კოლექცია აერთიანებს როგორც ქართული ტრადიციული სამზარეულოსთვის ნაცნობ გემოებს, ისე სხვადასხვა კერძისთვის სპეციალურად შექმნილ ნაზავებსა და საერთაშორისო არომატებს.
კოლექციისთვის შერჩეულია ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები, რაც 39 სახეობას მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებლად არ ტოვებს - თითოეული სანელებელი მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებასა და ახალი გემოების აღმოჩენის შესაძლებლობას უკავშირდება.
ახალი პრემიუმ ხაზის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი შეფუთვის კონცეფციაა. შეფუთვის არჩევისას გადამწყვეტი იყო არა მხოლოდ პროდუქტის ვიზუალური წარმოჩენა, არამედ მისი ხარისხის მაქსიმალური დაცვა.

მინის ჰერმეტული ქილა სრულად ბლოკავს ჰაერსა და ტენს, რაც ხელს უწყობს სანელებლის ეთერზეთების, პირვანდელი გემოსა და მდიდარი არომატის ხანგრძლივად შენარჩუნებას. ამასთან, გამჭვირვალე მინა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად დაინახოს სანელებლის ბუნებრივი ტექსტურა და ფერი. პროდუქტის არჩევისას ის უკვე არა მხოლოდ ეტიკეტს, არამედ თავად პროდუქტის უნაკლო ხარისხს ხედავს.
ქილის ფორმატი მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ეკომეგობრულია და ბუნებრივად ერგება თანამედროვე სამზარეულოს სივრცეს.
კიდევ ერთი გამორჩეული შტრიხი სანელებლების ბუნებრივი პალიტრაა. წითელი, მწვანე, ოქროსფერი, ყავისფერი და სხვა ტონალობები თითოეულ პროდუქტს ინდივიდუალურ იერს ანიჭებს.
მინის ქილებში ეს ფერები განსაკუთრებით მკაფიოდ აღიქმება. შედეგად, კოლექცია წარმოადგენს როგორც მრავალფეროვან პროდუქტულ ასორტიმენტს, ისე ერთიან ვიზუალურ სისტემას - თითოეული ქილა დამოუკიდებლად გამოირჩევა, თუმცა მთლიანობაში საერთო, დახვეწილი კოლექციის ნაწილად აღიქმება.
„ახალი კოლექციის შექმნისას ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, რომ პრემიუმ ხაზი მხოლოდ ვიზუალური ცვლილებით არ შემოფარგლულიყო. პირველ ადგილზე დავაყენეთ თავად პროდუქტის უკომპრომისო ხარისხი და ისეთი ასორტიმენტი შევარჩიეთ, რომელიც მომხმარებლისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის.
39 სახეობის თითოეულ სანელებელს საკუთარი არომატი და ბუნებრივი ფერი აქვს, მინის ქილა კი უზრუნველყოფს ხარისხის უნაკლოდ შენარჩუნებას. საბოლოოდ მივიღეთ კოლექცია, სადაც ხარისხი, მრავალფეროვნება და ესთეტიკა ერთიან პროდუქტად არის წარმოდგენილი.“
„ხომლის“ 39-სახეობიანი პრემიუმ კოლექცია ეტაპობრივად ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტების ქსელებში განთავსდება, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება, აღმოაჩინოს ახალი პროდუქცია და საკუთარი კულინარიული გამოცდილება სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანოს.
„ხომლი“ - ქართული გემო, ახალი პრემიუმ ფორმით.