ყველა ლოგიკური პარამეტრით ბაზარზე უძრავი ქონების ფასის ზრდა იქნება - ლევან ფხაკაძე
ყველა ლოგიკური პარამეტრით ბაზარზე უძრავი ქონების ფასის ზრდა იქნება, მაგრამ არა ისეთი ნახტომით, რაც იყო 2022-2023 წლებში, - ამის შესახებ განცხადებას დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ დამფუძნებელი ლევან ფხაკაძე აკეთებს. მისი განმარტებით, უძრავი ქონების ფასებს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს და
„საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი მაჩვენებელი არის მიწის ღირებულება, რომელიც ვიცით, რომ იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ მიწა ხდება ძალიან დეფიციტური და პრაქტიკულად თბილისის ცენტრალურ უბნებში მიწა, როგორც თავისუფალი აქტივი აღარ არსებობს. მეორე განმსაზღვრელი ფაქტორი, ეს არის რეგულაციები და ეს რეგულაციები ბუნებრივია, რომ უფრო და უფრო მომთხოვნი გახდება. მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენ ვიმუშავებთ იმ რეგულაციებით, რომელიც არსებობს ევროკავშირში და რომელიც რა თქმა უნდა გააძვირებს პროდუქტს, მაგრამ ამავდროულად ეს პროდუქტი იქნება ხარისხიანი. მესამე ფაქტორი, არის სამშენებლო მასალები, რომელიც ბოლო წლებში არსებული ინფლაციის ფონზე მათმა ღირებულებამ ძალიან მოიმატა. ასე, რომ ყველა ლოგიკური პარამეტრით მინდა ვთქვათ, რომ უძრავი ქონების ფასის ზრდა იქნება ბაზარზე, მაგრამ არა მგონია იყოს ისეთი ნახტომი, რაც იყო 2022-2023 წლებში“, - აცხადებს ლევან ფხაკაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.