მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყველაფერი, რაც საქართველოს ტურიზმის სამიტის შესახებ უნდა იცოდეთ

news image
mbc image

თუ ფლობთ სასტუმროს ან ტურისტულ სააგენტოს, მართავთ რესტორანს ან მარანს, საქმიანობთ საავიაციო სფეროში, ფიქრობთ ტურისტული საწარმოს შექმნაზე ან უბრალოდ, ამ სფეროთი გატაცებული ხართ, მაშინ 6-7 დეკემბერი თქვენს კალენდარზე აუცილებლად უნდა მოინიშნოთ. ამ დღეებში ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ღონისძიება - საქართველოს ტურიზმის სამიტი გაიმართება და ასობით სტუმარს უმასპინძლებს. ამ სტატიაში ჩვენ გიამბობთ, თუ რა დაგხვდებათ „ტურისტერზე“ - საქართველოს ტურიზმის 2024 წლის სამიტზე.

რა არის „ტურისტერი“?

ტურისტერი ყოველწლიური სამიტია, რომლის მიზანი ამ სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. იგი ყოველწლიურად აერთიანებს პროფესიონალებს სხვადასხვა დარგიდან და დამსწრეებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ მსოფლიო და ადგილობრივ ტენდენციებს, ანალიტიკურ მიმოხილვებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას ტურიზმის სფეროში უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.

სამიტი პასუხს სცემს მთავარ შეკითხვას: როგორია ტურიზმის ხვალინდელი დღე?

სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ტურიზმის სფეროს წამყვან სპიკერებს, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს და ვორკშოპებს, მონაწილეობა მიიღონ ტურიზმის  თემაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის საკითხებზე გამართულ განხილვებში.

ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიების წამყვანი  სპეციალისტებიც.

ტურისტერი 2024-ის თემატიკა და სპიკერები

წლევანდელი ტურისტერი ფოკუსირებულია სამ ძირითად საკითხზე, ესენია:

  • ტექნოლოგიები ტურიზმში: თანამედროვე გადაწყვეტილებები და მომავლის ინოვაციები;
  • მდგრადობა: მწვანე და ლურჯი ეკონომიკა;
  • წინსვლა: პიროვნული და პროფესიული ზრდა მომავალი მზაობისთვის.

სამიტი კი გამორჩეულია იმით, რომ მასში მონაწილეობას იღებენ ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები. მათ შორის არიან:

  • ჯეიმს კინერსლი - AirDNA-ს გაყიდვების დირექტორი და უძრავი ქონების მართვის მენეჯერი;
  • ივან პოლტორაცკი - Amadeus-ის უფროსი მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში;
  • მარინა ბეგლეცოვა - Booking.com-ის რეგიონული მენეჯერი და სხვები.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ტენდენციების შესახებ მიმოხილვას გალტ & თაგარტის სექტორის უფროსი კვლევით დეპარტამენტში, თათია მამრიკიშვილი წარადგენს.

საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი კი ისაუბრებს იმ პლატფორმებზე, რომელთა დახმარებითაც სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესს გაყიდვების ზრდისა  და ახალი მომხმარებლები მოზიდვის შესაძლებლობა აქვს.

სპიკერების სრული სიის სანახავად ესტუმრეთ ბმულს.

ვინ დაესწრება „ტურისტერს“?

ღონისძიებაზე დასწრება ტურიზმის სექტორით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის იქნებიან მაღალი რგოლის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები შემდეგი სფეროებიდან:

  • სასტუმროები და აპარტოტელები;
  • ტურ-ოპერატორები და ტურ-აგენტები;
  • ავიახაზები და აეროპორტები;
  • დესტინაციის მენეჯმენტ ორგანიზაციები;
  • გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის ობიექტები;
  • სოფლად არსებული ტურისტული საწარმოები;
  • ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები;
  • აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები;
  • მედიის წარმომადგენლები.

შესაბამისად, ღონისძიება საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი კავშირების დასამყარებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და პრაქტიკული რეკომენდაციების მისაღებად.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ შეუძლიათ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან  ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. სამიტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და ბეტა პრინტი. სპონსორები არიან: სასტუმრო Colosseum Marina, GURU Holding, Exely, TripCamp, USAID.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა