მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყველაზე მოთხოვნადი სახმელეთო გადაზიდვებია, რადგან სუეცის არხი ჩაკეტილია და კონტეინერების ტრანსპორტირება აფრიკის შემოვლით ხდება - Vipexpress Company

news image
mbc image

Vipexpress Company, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 29 წელია ოპერირებს, ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების შემოტანაზეა ორიენტირებული.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის ხელმძღვანელმა ნუგზარ მიქუჩაძემ განაცხადა, დღეისათვის ბაზრების დივერსიფიცირება დღის წესრიგში არ დგას და კომპანია ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებას განაგრძობს, თუმცა სამომავლოდ კომპანიის მენეჯერი ბიზნესის დივერსიფიცირებას და ახალი საიმპორტო ბაზრების დამატებას არ გამორიცხავს. 

„ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული. ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება წლების მანძილზე კარგად დავამუშავეთ და მხოლოდ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. წელს გაფართოებას არ ვგეგმავთ, თუმცა სამომავლოდ შესაძლოა გავფართოვდეთ და საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირება სხვა ქვეყნებიდანაც დავიწყოთ“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

ირკვევა, რომ ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების მხრივ დღეისათვის ყველაზე ხელსაყრელი და შესაბამისად მოთხოვნადი სახმელეთო გზით ტრანსპორტირებაა. 

„ყველაზე მოთხოვნადი სახმელეთო გადაზიდვებია, რადგანაც სუეცის არხი ისევ ჩაკეტილია და კონტეინერებს აფრიკის შემოვლით უწევთ ტრანსპორტირება, ცხადია ამ ფონზე ყველას უნდა, რომ მალე მიიღოს ტვირთი“, - ამბობს Vipexpress Company-ს ხელმძღვანელი.

ნუგზარ მიქუჩაძის თქმით, სახმელეთო გადაზიდვების შემთხვევაში ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში 25-30 დღის ვადაში ჩამოდის, მაშინ როდესაც საზღვაო გზით ტრანსპორტირებას უფრო ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. 

ირკვევა, რომ სახმელეთო გადაზიდვებისთვის გაზაფხულიდან უფრო ხელსაყრელი პერიოდი დგება და დღეის მაჩვენებლებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Vipexpress Company-ს  მიერ ჩინეთიდან სახმელეთო გზით ჩამოტანილი ტვირთების მოცულობა 100%-იან ზრდას აჩვენებს. 

Vipexpress Company-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩინეთიდან საქართველომდე საჰაერო გზით ტვირთების ტრანსპორტირებას 7-10 დღე სჭირდება

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა